რუსული მედია იუწყება, რომ ნავთობის ორი საცავის გარდა, ასევე „კიდევ ერთი ობიექტი“ იწვის. გავრცელებული ცნობით, იგი მთავარი სარაკეტო და საარტილერიო სამმართველოს 120-ე არსენალია.
რუსეთის ქალაქ ბრიანსკში – ცეცხლის ჩაქრობას ღამის 2 საათიდან ცდილობენ.
,,ღამის 2 საათიდან რუსულ ბრიანსკში იწვის ორი ნავთობის ავზი, მოსკოვის პროსპექტზე და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა სნეჟეცკი ვალზე, ასევე „კიდევ ერთი ობიექტი“, როგორც რუსული მედია სამარცხვინოდ იუწყება.
ზოგიერთი ცნობით, ეს უსახელო ობიექტი არის მთავარი სარაკეტო და საარტილერიო სამმართველოს 120-ე არსენალი.”-წერს რამაზ გოცაძე.










