ზაპოროჟიეს მიმართულება ახალი ბუჩა ხდება. იქ კლავენ, აუპატიურებენ… ყველაფერი მათ სტილშია” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი საუბრობს.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა კიევის რეგიონში ქალაქი ბუჩა გაათავისუფლეს, იქ ოკუპანტების მიერ მოკლული სამასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იპოვეს. უკრაინის ლიდერების თქმით, ბუჩა უკრაინაში რუსეთის დანაშაულების “აისბერგის წვერია”. ამ დროისთვის ბუჩაში ცხედრების შეგროვება და ექსჰუმაცია სრულდება – ამ დროისთვის იქ ნაპოვნია 412 ცხედარი.