LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რუსეთი ცდილობს „აზოვსტალის“ ქარხანაში დარჩენილი მებრძოლები და მშვიდობიანი მოქალაქეები შიმშილის გზით გამოდევნოს – ომის კვლევის ინსტიტუტი

23 აპრილის შეჯამება უკრაინაში-გიორგი კობერიძე

დაპოსტა 2022/04/24-ში
A A
117
ნახვა
გაზიარება

23 აპრილის შეჯამება უკრაინაში:

– რუსებმა ხარკივის გვერდის ავლით იზუმისაკენ კიდევ ერთი კოლონა გაგზავნეს. დღესაც, ისევე როგორც გუშინ, უკრაინული დანაყოფები დახვდნენ მას და ჩასაფრებაში გაანადგურეს.

როგორც ირკვევა ბოლო ორ დღეში განადგურებულთა შორის იმ რუსული შენაერთების გარკვეული ნაწილიცაა წარმოდგენილნი, რომლებიც ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობასა და გაუპატიურებას ეწეოდნენ.

შეიძლება იკითხოთ თუ რატომ ვერ ხვდებიან რუსები რომ კოლონებით სიარული დიდი უაზრობაა, მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა ორ საკითხს:

რუსული გენერალიტეტი საშინლად უნიჭოდ და კორუმპირებულად გამოიყურება და მათგან სიახლისა და შემოქმედებითობას არ უნდა ველოდოთ. და მეორე, რუსებს ცვლილება რომც უნდოდეთ საბრძოლო ხასიათის ასე მოკლე ხანში ეფექტურად გადასხვაფერება პრაქტიკულად შეუძლებელია.

დღეს ხარკივისვე რაიონში, უკრაინელებმა რუსების 2 გამანადგურებელი და ოთხი დრონი ჩამოგადეს.

– ძალიან საინტერესო ვითარებაა უშუალოდ ქალაქ ხარკივში. უკრაინელებმა თავდაცვითი პოზიციებიდან შეტევა განაახლეს რუსეთის საზღვრის მიმართულებით.

ისინი დერჰაჩის რკინიგზის ხაზს მიუყვებიან და ორი დასახლების აღების შემდეგ რუსეთის საზღვარზე გავლენ. ეს ხარკივის უსაფრთხოებას კიდევ უფრო გააძლიერებს. ხოლო რუსულ არტილერიას მოქმედების არეალს შეუმცირებს. რუსებმა უკვე სამი სოფლიდან დაიხიეს უკან.

– მარიუპოლში “აზოვმა” ბავშვებს აღდგომა მიულოცა და საჩუქრები და ტკბილეული მიართვა მათ. რუსებმა კი საარტილერიო ჭურვებზე დააწერეს “Христос воскрес” და იმის მეშვეობით ბომბავენ “აზოვსტალს”. თავად განსაჯეთ მათი”ქრისტიანობა”.

– გუშინ და დღეს უკრაინელებმა ხერსონში რუსების სამეთაურო შტაბები დაბომბეს. მოკლულ იქნა ორი რუსი გენერალი, მესამე კი მძიმედაა დაჭრილი. დაღუპულთა შორის აბსოლუტური უმრავლესობა ოფიცერია. როგორც ჩანს ამის შემდეგ ყველა შესაძლო შეტევა მიკილაივი-ოდესას მიმართულებით საბოლოოდ გაუქმდება.

– რუსებმა დაბომბეს ოდესა. მათი განცხადებით სარაკეტო იერიში სწორედ იმ საწყობებს შეეხო, რომელშიც დასავლური იარაღი ინახებოდა. ზოგადად ძალიან საეჭვოა უკრაინელები სადმე იარაღს ინახავდნენ, რადგან შუა სამხედრო მოქმედებების პერიოდში იარაღის შენახვა ნაკლებ დამაჯერებლად ჟღერს.

– დღეს ზელენკსკიმ ისაუბრა კონტრშეტევის აუცილებლობაზე და განაცხადა, რომ რუსების შეჩერებისა და სათანადო იარაღის მიღების შემდეგ კონტრშეტევა აუცილებლად დაიწყება. მან ისიც დაამატა, რომ აზოვსტალის განადგურების შემთხვევაში უკრაინა ყველა მოლაპარაკებას შეწყვეტს.

– რუსები აცხადებენ, რომ უკრაინელები რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის რაიონში, ზედ უკრაინის საზღვართან ახლოს რუსულ პოზიციებს ბომბავენ. თუმცა ეს ფაქტი რომც დადასტურდეს არაფერია გასაკვირი, რადგან რუსებმა რამდენიმე საათის წინ უკრაინელი მესაზღვრეების პოზიციებზე მიიტანეს იერიში ჩერნიჰივის რაიონში. და თუ რუსები ახორციელებენ რაიმეს, იქ უკრაინელთა პასუხი არავის გააკვირვებს.

– ლუგანსკის რაიონში ქალაქი პოპასნაიას აღება რუსებმა ვერ შეძლეს. დიდი ბრძოლების შემდეგ მათ ქალაქის მხოლოდ მცირე ნაწილის დაკავება მოახერხეს, თუმცა ახლა უკან დახევა მოუწიათ, რის შემდეგაც მთელ ქალაქს საარტილერიო ჭურვებს აყრიან. უკრაინელები ქალაქისათვის ბრძოლას ბოლომდე აპირებენ, რუსებს კი ლუგანსკის რაიონშიც კი ეწურებათ არსებული შემტევი რეზერვები.

– რუსეთს დაახლოებით 40-45 ათასი სამხედრო ჰყავს შეყვანილი მარტო დონბასში. დაახლოებით მობილიზებული 15 ათასი სამხედროს შეყვანა კიდევ შეუძლია. მაგრამ დანაკარგები იმდენად დიდი აქვთ და ისე გაეწელათ შეტევის მიმართულება ზაპოროჟიესა და ხერსონისაკენ, რომ მათი მომარაგება გაჭირდა.

თითქოს დალაგებულმა ლოჯისტიკამ კვლავ თავი იჩინა და რუსული შეტევები ბევრგან უკვე გამოუსწორებელ ჩიხშია შესული.”- წერს გიორგი კობერიძე.

გაზიარება47

დაკავშირებული -პოსტები

დაზუსტებული ინფორმაციით გომის მთაზე ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
ავტოსაგზაო შემთხვევებს 442, ხოლო ხანძრებს 48 ადამიანი ემსხვერპლა – საქსტატი
მთავარი

გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები. როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, სამგზავრო მიკროავტობუსი გომის მთიდან ოზურგეთის მიმართულებით მიდიოდა და გზიდან გადავარდა. მათივე ცნობით, დაღუპულები უცხო ქვეყნის...

დაწვრილებითDetails

ავარიას გომის მთაზე 2 ადამიანი ემსხვერპლა – არიან დაშავებულები

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
გომისმთაზე მოზარდი დაიღუპა
მთავარი

გურიანიუსის ინფორმაციით აგომის მთიდან მომავალი ავტომობილის ავარიის შედეგად  ორი ადამიანი დაიღუპა. „გურია ნიუსი“ ისევ დაუკავშირდა კლინიკა „მედალფას“ დირექტორს დავით მდინარაძეს. მისი თქმით, ამჟამად კლინიკაში ხუთი ადამიანია შეყვანილი, რომლებსაც შესაბამისი სამედიცინო...

დაწვრილებითDetails

კობა ფარტენაძის მიმართ მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული ორი პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრნენ – ვრცელდება ვიდეოკადრები
მთავარი

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტის კობა ფარტენაძის მიმართ მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული ორი პირი, ბათუმის საქალაქო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. კერძოდ, ბრალდებულები 7000-7000 ლარის სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო,...

დაწვრილებითDetails

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ადვოკატი

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ადვოკატი
მთავარი

ნატა ვიბლიანი, რომელიც ამბობს, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში, მას სვანეთში თანასოფლელები სისტემატურად აუპატიურებდნენ,  პროკურატურამ ოფიციალურად სცნო დაზარალებულად - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ქალის უფლებადამცველი, ტარიელ კაკაბაძე ავრცელებს. საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში...

დაწვრილებითDetails

“ჩემი ვერსიაა, რომ გურიკა არის ცოცხალი” – რას ყვება მლეთაში გაუჩინარებული ბიჭის საქმის ფიგურანტი ანი გელაშვილი

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
“ჩემი ვერსიაა, რომ გურიკა არის ცოცხალი” – რას ყვება მლეთაში გაუჩინარებული ბიჭის საქმის ფიგურანტი ანი გელაშვილი
მთავარი

მლეთაში გაუჩინარებული ბიჭის საქმის ფიგურანტი დუმილს არღვევს - ანი გელაშვილი, რომელიც გური დადიანიძის მეგობრის სტატუსით პოზიციონირებს "დღის ამებთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ მისი ვერსიით 12 წლის გაუჩინარებული ბიჭი ცოცხალია. შესაბამისად...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება და ფსიქოტროპული მედიკამენტები შემოჰქონდათ

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
შემოდგომაზე კოპიტნარის რკინიგზის სადგური დასრულდება – მარიამ ქვრივიშვილი
მთავარი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება ,,მეთადონის“ და ფსიქოტროპული...

დაწვრილებითDetails

ფრესკებს იატაკიდან ნახევარი მეტრის სიმაღლეზე აქვს ხავსი მოკიდებული – რა ხდება გელათში

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
PVC ტენტი ჰერმეტული მასალაა – ინტერიერის გარდა დაზიანებებს ფასადზეც გამოიწვევს – რა ვითარებაა გელათში
მთავარი

“ქალბატონო ნანუკა მე ვარ გელათის მონასტრის სტიქაროსანი 1993 წლიდან. ძალიან ბევრი რაიმე არის გელათის მონასტრის მთავარი ტაძრისა და წმიდა გიორგის ტაძარში სავალალო მდგომარეობაში. ფრესკებიდან იატაკიდან ნახევარი მეტრის სიმაღლეზე აქვს ხავსი...

დაწვრილებითDetails

როგორც ქართულ, ისე რუსულ საზოგადოებას სიფრთხილე მართებს, რათა „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესების სასარგებლოდ არ იმოქმედონ – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება
მთავარი

„დიპ-სტეიტის“ დავალების შესაბამისად, მათი აგენტურა, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ, საზღვარზევე მიესალმებოდა რუს ტურისტებს, ისევე, როგორც რუსულ ინტერვენციებს საქართველოს...

დაწვრილებითDetails

„დიპ-სტეიტის“ გეგმით, რუსი ტურისტი საქართველოში აღარ უნდა ჩამოვიდეს, მაგრამ არ უნდა დავუშვათ, რომ პოლიტიკური უთანხმოება ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

„დიპ-სტეიტის“ ახალი გეგმის თანახმად, მათმა ადგილობრივმა აგენტურამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ რუსი ტურისტი საქართველოში აღარ ჩამოვიდეს, რაც, საბოლოოდ, იმით უნდა დასრულდეს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ, საქართველოში თითქოსდა რუსოფობიული განწყობების გამო,...

დაწვრილებითDetails

იმერეთის 7 მუნიციპალიტეტი ფინანსური მხარდაჭერის მიზნით 21 700 000 ლარს მიიღებს

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
რამდენი უძველესი სახლია იმერეთში
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მუნიციპალიტეტების ფინანსური მხარდაჭერის მიზნით თანხის გამოყოფა დაევალა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის №1755 განკარგულებიდან ირკვევა, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს. დოკუმენტის თანახმად, ადგილობრივი ბიუჯეტების შემოსულობების გათვალისწინებით, ფინანსთა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"