გუგუნავას ქუჩაზე 12 ნომერში სადაც, ადრე დევნილები ცხოვრობდნენ , ქუთაისის მერიამ სოციალური საცხოვრისის მოსაწყობად სამუშაოები რამოდენიმე თვის წინ დაიწყო. მეგა ტვ _ის გადამღები ჯგუფი ადგილზე იმყოფებოდა. რეაბილიტაციის პროცესი თითქმის დასასრულს უახლოვდება. როგორც ქუთაისის მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოადგილემ მირზა ხიდაშელმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, სოციალური საცხოვრისი სრულად დააკმაყოფილებს ცხოვრებისთვის საჭირო ყველა პირობას.
” ნაფტალინმოყრილ კითხვებს ნუ მისვამთ, ჩემი ყველა ბრძანება არის ეფექტური და სწორი” – ნათია თურნავა ოთარ ფარცხალაძეზე
ჩემი ყველა ბრძანება არის ეფექტური და სწორი, - ასე უპასუხა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტს კითხვაზე: „ნანობთ თუ არა, რომ წლების წინ ოთარ ფარცხალაძის დასაცავად მოქმედებდით“. ნათია თურნავას განცხადებით,...







