LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ახლა უწელეთ ელარჯი ტიუმენიდან ჩამოსულ სისხლისმსმელ ველურებს – მიხეილ სააკაშვილი

“ბიძინა, ეს რა გაკადრა კობახიძემ ბრიუსელში?” – მიხეილ სააკაშვილი

დაპოსტა 2026/11/09-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

ბიძინა, ბიძინა, საყვარელო, ეს რა გაკადრა კობახიძემ ბრიუსელში? როგორ გაკადრეს ტალახში თრევა ყველას დასანახად? ეს არის შენი “პიკასოს ბიჭი?” – ან როგორ გიბედავს ეს ლაწირაკი ღარიბაშვილი ხელებზე კბენას, იმ ხელებზე, რომლითაც აჭმევდი? – ეს განცხადება მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე გააკეთა,

მანამდე სააკაშვილმა ისაუბრა “ვარდების რევოლუციაზე”, მისი მმართველობის პერიოდსა და 2012 წლის შემდგომ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე.

“მიმართვა ქართველ ხალხს!

არ ვიცი, კიდევ როდის მომეცემა შესაძლებლობა, პირდაპირ მოგმართოთ. მინდა თვალებში ჩაგხედოთ პირდაპირ და შეგახსენოთ, რომ “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ქვეყნის ნდობამ მოიმატა, გაქრა კრიმინალი და კორუფცია. ეს ყველაფერი ისე მოვაშორეთ, რომ ევროპის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა გავხდით და ყველაზე არაკორუმპირებული ქვეყანა დანიის შემდეგ. ახლა მინდა შეგახსენოთ ის, რის გაკეთებასაც ჩემგან არ მოელოდით დ ის, რისი გაკეთებაც ერთად შევძელით – ჩაბნელებული ქვეყანა გავანათეთ, პენსია გავზარდეთ, აჭარა და ჯავახეთი საქართველოს კონტროლზე დავაბრუნეთ, პრაქტიკულად წავართვით რუსეთს. ახალი ქვეყანა ავაშენეთ. რაის მსოფლიო პირველი რეფორმატორები, რაის მსოფლიო “დემოკრატიის შუქურა”, რაის ევროკავშირისკენ სწრაფი ტემპით სვლა? – ამაზე ერთ თქვენგანს მაინც შეეძლო “ოცნება”? მე ეს გავაკეთე. ახლა ვინმეს თუ გახსოვთ, მეიდანზე მოცეკვავე აშშ-ს პრეზიდენტი, მეორე პრეზიდენტი პარლამენტში გამოვიდა, მესამე მომავალი პრეზიდენტი თბილისსა და ბათუმში ფართო ნაბიჯებით დადიოდა და ხოტბას ასხამდა საქართველოს. საფრანგეთის პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი – ასე თქვა მაშინ სარკოზიმ. რამე წაგართვით? პირიქით, შემოგწირეთ მთელი ჩემი კეთილდღეობა პირადი, ოჯახური, ყველანაირი ცხოვრება, უკრაინის წარმატებული კარიერა, სიცოცხლე დავდე სასწორზე. მეტი რა შეიძლება გაიღოს ცალკე აღებულმა ადამიანმა? – ჰოდა, ამ ყველაფრის შემდეგ, ამის დედა ვატირე, [ვარ] ამ გისოსებს მიღმა! მე კი ვიცი, ვისი ჩასმული ვარ, ეს კაცი მთელ ევროპას და მსოფლიოს ატერორებს, მაგრამ ეს ყველაფერი ქართველი პროკურორების და მოსამართლეების, ბადრაგების, ყველა დანარჩენის ხელით კეთდება. მინდა თქვენ თავს მაინც გამოუტყდეთ, რომ რამხელა კატასტროფაა საქართველოს შემქმნელი, აღმშენებელი და გადამრჩენელი სამარტოო საკანში გყავდეთ და ვითომ სასამართლოში კარგავდეს ყველაზე პროდუქტიულ დროს.

აქ რომ არ ვიყო, ხომ გაცხოვრებდით ბევრად უკეთესად, უკვე ხომ ვიქნებოდით ევროკავშირის წევრი, ხომ არაფრით ვიქნებოდით სინგაპურზე ნაკლები? ხომ ვიქნებოდით ევროკავშირის წევრები, ხომ გვექნებოდა ლაზიკა? მე კიდევ ერთს გთხოვთ, რომ მიმსახურეთ, რამე კარგი გამაკეთებინეთ თქვენთვის და წინ წავიყვანოთ ქვეყანა!

დიდება თქვენ ქართველებო და დიდება საქართველოს!

რიგითო „ქოცებო“, ჩემკენ „ნაბიჯით იარ“. ნუ გეშინიათ, არ ვიკბინები, არაფერს დაგიშავებთ, მაგრამ მინდა დაფიქრდეთ „ქოცებო“, თქვენი „ოცნება“ ისაა, რომ სააკაშვილს ციხეში ამოხდეს სული და თავის შვილებს ვერ შეხვდეს? მინდა ქვეყნის წარმატებაზე ტელევიზიიდან, კობახიძის მონოლოგიდან კი არ იგებდეთ, არამედ საკუთარი თვალებით ხედავდეთ და ყურებით ისმენდეთ. ხომ გინდათ, რომ ერთი ადამიანის ხუშტურებზე არ იყოთ წამოკიდებული და თქვენს მთავარსარდალს რუსები არ ასამართლებდნენ? ახლა მინდა, ერთი საიდუმლო გითხრათ “ქოცებო”, ჯიგრებო, ზუსტად ეგ გვინდა ჩვენ ყველას! თქვენგან ჩვენ სინამდვილეში ერთი რამ გვინდა – ნუ დააჭმევინებთ ერთმანეთს არქიფოს. მომავალს გვართმევს ჩვენც და თქვენც.

ხოდა, დაარტყით ხელი “ქოცებო!”

ბიძინა, ბიძინა, საყვარელო, ეს რა გაკადრა კობახიძემ ბრიუსელში? ეს როგორ გაკადრეს ტალახში თრევა ყველას დასანახად? ეს არის შენი “პიკასოს ბიჭი?” ვითომ უცხო ენები იცისო? ან ის “პირდაუბანელი” ქალი ჟურნალისტი, არ არის ღირსი, რომ ბაჩიაშვილივით მოიტაცო, ჩამოიყვანო? არ არის ღირსი, რომ მიუგზავნო ნინო ნადირაძე თვალების დასათხრელად?

ან როგორ ხდება კობახიძის დასაცავად მთელი შენი “ტროლების ქარხანა” აგუგუნებულია და შენს დასაცავად ხმას არ იღებენ? როგორ გიბედავს ეს ლაწირაკი ღარიბაშვილი ხელებზე კბენას, იმ ხელებზე, რომლითაც აჭმევდი? ეს უბეში გაზრდილი ძაღლი, ფინია, არ არის ასევე მისაყვანი და დასაძინებელი?

ჩემ გვერდზე, ქვემოთ ის ლილუაშვილი როგორ გიბედავს? ამბობს, ბიძინას არანაირ ფულს არ მივცემო, მაინც გაქრება საქართველოდანო! მთელი ციხე მაგას ლაპარაკობს…

ბიძინა, არ დამზარდე, ვატო ყიფიანი, “კაწრო” და ფეიქრიშვილები მომიკითხე. ესენი ჩემ დროსაც ისხდნენ ციხეში ქურდობისთვის, ყაჩაღობისთვის. ახლა შენ დაიჭირე იმიტომ, რომ შენი შვილის მეგობრები არიან. არ ვერევი მე შენ ოჯახურ ცხოვრებაში, თუმცა შენ უხეშად ჩაერიე ჩემს ოჯახში, როცა ჩემ შვილებს ჩამომაშორე პუტინთან ერთად, მაგრამ არ სჯობდა თავის დროზე იმაზე გეზრუნა, რომ შენ შვილს ასეთი მეგობრები არ ჰყოლოდა?!

შენ მოხვედი ასე – 29 ათას “გაუპატიურებულს” მიუძღოდი წინ, შუბის ნაცვლად რომ ცოცხი გეჭირა ხელში.

თუ შენ გარემოცვას და შენს ოჯახს ვერ აკონტროლებ “ჯიგარ”, თუ ქუჩას ვერ აკონტროლებ და მსოფლიოს მასშტაბით თავი მოგეჭრა, ჩვენგან, ქართველებისგან რა გინდა? გაგვეშვი და მიხედე ოჯახს”, – განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, მან ისაუბრა 7 ნოემბრის მოვლენებზე.

“7 იყო რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაცია. “ვარდების რევოლუციაზე” “აბაროტის” აღება. ეს იყო პატარკაციშვილის მიერ დაგეგმილი პროვოკაცია”, – განაცხადა სააკაშვილმა.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

” ეროვნული ბანკი არ გეგმავს ციფრული ლარის საყოველთაო გამოშვებას და შემოღებას “- ნათია თურნავა

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
არანაირ ზეწოლას არ ჰქონია ადგილი – თურნავა ოთარ ფარცხალაძისთვის ანგარიშებზე წვდომის აღდგენაზე
მთავარი

ამ ეტაპზე და მომავალ წლებშიც საქართველოს ეროვნული ბანკი არ გეგმავს ციფრული ლარის საყოველთაო გამოშვებას და შემოღებას. განსაკუთრებით არ იგეგმება ე.წ. საცალო ციფრული ლარის ანუ მოსახლეობის ხელთ არსებული ციფრული ლარის ფართოდ...

დაწვრილებითDetails

2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები ჯამურად 481,3 მლნ ლარით იზრდება და 31 362,7 მლნ ლარს შეადგენს

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
პრეზიდენტის იმპიჩმენტს საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატი აწერს ხელს
მთავარი

2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები ჯამურად 481,3 მლნ ლარით იზრდება და 31 362,7 მლნ ლარს შეადგენს. როგორც მთავრობა განმარტავს, საბიუჯეტო ცვლილებებით ერთი მხრივ ხორციელდება იმ პროგრამების დამატებითი დაფინანსება, რომლებშიც 2026...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან სომხეთში , რვა პირის მკვლელობის მცდელობის, ხულიგნობისა და სხვა დანაშაულების ფაქტებზე ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

საქართველოდან სომხეთის რესპუბლიკაში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი რვა პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ხულიგნობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა-ტარების ფაქტებზე ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა....

დაწვრილებითDetails

ქუთაისში, მანქანა ქვეითს დაეჯახა

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
ბათუმის სასაფლაოზე კაცმა ყელი გამოიჭრა
მთავარი

ქუთაისში ავტომობილი ქევეითს დაეჯახა, მამაკაცი ადგილზე დაიღუპა . შემთხვევა გუშინ ღამით ავანგარდის დასახლებაში მოხდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

დაწვრილებითDetails

“შოიგუს განცხადებები მხოლოდ იმ მედიასაშუალებებისა და მათი მფარველი პოლიტიკოსებისთვის გამოდგება მაშველ რგოლად, რომლებიც გააფთრებით ებრძვიან სახელმწიფოს” – გია ვოლსკი

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
“ნაციონალები” ცუდათ დაამთავრებენ_გიორგი ვოლსკი
მთავარი

შოიგუს განცხადებები მხოლოდ იმ მედიასაშუალებებისთვის და მათი მფარველი პოლიტიკოსებისთვის გამოდგება მაშველ რგოლად, რომლებიც გააფთრებით ებრძვიან სახელმწიფოს - სხვა არანაირი დანიშნულება ამ განცხადებას არ აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა,...

დაწვრილებითDetails

” უკვე დიდი ხანია, რაც ლარის კურსი მყარია” – პაატა კვიჟინაძე

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
“ფასები ისე არ იზრდება, როგორც იზრდება პენსია და ხელფასი…”- პაატა კვიჟინაძე
მთავარი

ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული ბანკი კარგ ფორმაშია - უკვე დიდი ხანია, რაც ლარის კურსი მყარია, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ეკონომიკა...

დაწვრილებითDetails

2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები შედის

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
ბიუჯეტში გადასახადებიდან შესული თანხა 2,3 მლრდ ლარით გაიზარდა
მთავარი

2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები შედის. საბიუჯეტო ცვლილებების პროექტი მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა. ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები ბიურომ განსახილველად კომიტეტებს გადასცა. ბიუროს სხდომაზე არ დაკონკრეტებულა, რა ცვლილებებია ფინანსურ დოკუმენტში. ამასთან დაკავშირებით...

დაწვრილებითDetails

„დავკარგეთ უსაყვარლესი ადამიანი…“ – ბაია მახარაძე გარდაიცვალა

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
„დავკარგეთ უსაყვარლესი ადამიანი…“ –  ბაია მახარაძე გარდაიცვალა
მთავარი

ცნობილი ქართველი სპორტული კომენტატორისა და მსახიობის, კოტე მახარაძის შვილი, ბაია (ბარბარე) მახარაძე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ბაია მახარაძე მძიმე სენს ებრძოდა. ბაია, კოტე მახარაძის და მარინა ფიშერის საერთო შვილი იყო. „რით...

დაწვრილებითDetails

„მძღოლმა გადმოსვლა ვერ მოასწრო და დაიღუპა“ – მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
რუსთავში ერთ-ერთ ქარხანაში ხარაჩო ჩამოიშალა და მუშები მოიყოლა
მთავარი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მძღოლმა ავტომობილიდან გადმოსვლა ვერ მოასწრო და ადგილზე დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციის, სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები. გამოძიება...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მრევლს მიმართავს. „გვსურს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს ვაცნობოთ, რომ ვინმე გიორგი გულიაშვილი, რომელიც გარკვეული პერიოდის წინ ჩვენ მიერ მხილებული იყო, როგორც თვითმარქვია...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"