მსოფლიოში ბირჟებზე ოქროს ფასი სტაბილურად მაღალ მაჩვენებელზეა. თბილისის დროით 12:30 საათზე 1 უნციის ღირებულებამ 4 094 დოლარი შეადგინა, რაც დღიურად 0.69%-იან მატებას წარმოადგენს.
რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის 1 უნცია 52.92 დოლარი ღირს. ერთ დღიან ჭრილში მისმა ფასმა 1.29%-ით მოიმატა.
ოქროს ფასმა იკლო საქართველოში. უფრო კონკრეტულად კი, 999-სინჯიანი ოქროს ფასი 347 ლარს შეადგენს. 1 გრამი 750-სინჯიანის ღირებულებამ 260 შეადგინა, ხოლო 585 სინჯის მქონე ოქროს ღირებულება გრამზე 203 ლარი გახდა.
900-სინჯიანი 1 გრამი ვერცხლის ფასი დღეის მდგომარეობით 4.34 ლარია, ხოლო 800 სინჯის მქონე – 3.47 ლარი ღირს.










