გუგუნავას ქუჩაზე 12 ნომერში სადაც, ადრე დევნილები ცხოვრობდნენ , ქუთაისის მერიამ სოციალური საცხოვრისის მოსაწყობად სამუშაოები რამოდენიმე თვის წინ დაიწყო. მეგა ტვ _ის გადამღები ჯგუფი ადგილზე იმყოფებოდა. რეაბილიტაციის პროცესი თითქმის დასასრულს უახლოვდება. როგორც ქუთაისის მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოადგილემ მირზა ხიდაშელმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, სოციალური საცხოვრისი სრულად დააკმაყოფილებს ცხოვრებისთვის საჭირო ყველა პირობას.
მიხეილ სააკაშვილს ადვოკატი დარბაზიიდან გააძევეს – მესამე პრეზიდენტს საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნება
ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ბექა ბასილაია, მოსამართლე თამარ მახარობლიძემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა და პროცესი გადადო. როგორც ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, სააკაშვილს საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნება, რის გამოც, ხვალ ჩანიშნული...









