ქუთაისში გარემოვაჭრეებს მუშაობა აეკრძალათ. ისინი მერიის ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობის უფლებას ითხოვენ.
მათი თქმით, წლებია ამ ადგილზე ვაჭრობენ, თუმცა ახლა მათ უთხრეს, რომ საქმიანობის ამ ფორმით გაგრძელებას ვერ შეძლებენ და ბაზრის ტერიტორიაზე შესვლა შესთავაზეს.
გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ ბაზარში ქირის გადახდას ვერ შეძლებენ, ამიტომ მერიის შეთავაზებას ვერ თანხმდებიან.










