26 ოქტომბერს ზესტაფონში ქართული ლირიული სიმღერის ფესტივალი – “სულიკო 2019” გაიმართება.
ფესტივალში იმერეთის რეგიონის მუსიკალური კოლექტივები მიიღებენ მონაწილეობას. დაწესებულია ფესტივალის გრან პრი, პირველი, მეორე და მესამე ადგილები. მუსიკალური ღონისძიების დაწყებამდე – 11:00 საათზე ვარინკა მაჭავარიანი-წერეთლის სახელობის სკვერში ვარინკა წერეთლის ბიუსტი საზეიმოდ გაიხსნება, რომელსაც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე დაესწრება.
ტრადიციული სიმღერის ფესტივალი, რომელსაც 1980-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი, ცხრაწყაროში, ღია თეატრონზე, 13:00 საათზე დაიწყება.