ჯრუჭის მონასტრის აღდგენითი სამუშაოები აქტიურ ფაზაშია – ამის შესახებ ინფორმაციას საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით ამ დროისთვის მთავარი ტაძრის კედლის მშენებლობა და ისტორიული ბარელიეფების მონტაჟი მიმდინარეობს. პროექტი 2018 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს,მისი ღირებულება 1 491 059 ლარია.