ცოტა ხნის წინ ხმაური იყო ქუთაისის 125-ე საარჩევნო უბანზე – ერთ-ერთი დამკვირვებელი, რომლიც აცხადებს, რომ წარმოადგენს “ოლ მედიას”, ამბობს, რომ მან სერიოზული დარღვევა დააფიქსირა უბანზე. მისივე განცხადებით, ბიულეტენი ამომრჩეველს ხელმოწერის გარეშე გადასცეს.
ფაქტს უარყოფს თავად 125-ე უბნის თავმჯდომარე და ამბობს, რომ საარჩევნო პროცესი უბანზე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და არანაირი დარღვევა ადგილზე არ ყოფილა.
ქუთაისში დღეს მერს ირჩევენ – ერთმანეთის კონკურენტები ოპოზიციიდან ხატია დეკანოიძე და მმართველი გუნდიდან იოსებ ხახალეიშვილი არიან.










