
36 წლის ლეგენდარული ფეხბურთელი, კრიშტიანო რონალდო და 27 წლის ჯორჯიანა როდრიგესი ტყუპებს ელოდებიან. ამის შესახებ რონალდომ ინფორმაცია „ინსტაგრამის“ საშუალებით გაავრცელა. ფოტოზე წყვილი საწოლში წევს, ხელში კი ექოსკოპიის ფოტო უჭირავს.
„მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენ ტყუპებს ველოდებით, ჩვენი გულები სიყვარულითაა აღსავსე“, – წერს ფეხბურთელი. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გახდებიან ისინი 6 შვილის მშობლები.










