მინსკის ლიტერატურული მუზეუმის დირექტორი წყალტუბოში პოეტ იანკა კუპალას სახელობის მემორიალური დაფის დადგმის ინიციატივით ჩავიდა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი დღეს ბელარუსის დედაქალაქ მინსკის ლიტერატურული მუზეუმის დირექტორს ელენა ლეშკოვიჩს შეხვდა.
“ლიტერატურული მუზეუმის დირექტორი წყალტუბოში ბელარუსი პოეტის იანკა კუპალას სახელობის მემორიალური დაფის დადგმის ინიციატივით ჩამოვიდა. რა თქმა უნდა, განვიხილავთ ამ პროექტს და ერთად დავგეგმავთ მომავალში ნაყოფიერ თანამშრომლობას“, – განაცხადა წყალტუბოს მერმა გრიგოლ იოსელიანმა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერთან ერთად მიღებას მერის პირველი მოადგილე ზურაბ მაისურაძე, მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი და მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროს რიმა მარგიანი ესწრებოდა.
ბელარუსი პოეტი იანკა კუპალა წყალტუბოში სამკურნალოდ და დასასვენებლად რამდენჯერმე იმყოფებოდა. ასევე ცნობილია მისი სიყვარულის ისტორია ქართველ მედიკოს ქალზე, რომელიც წყალტუბოში გაიცნო.
რამდენიმე წლის წინ წყალტუბოში იანკა კუპალას დღეები ჩატარდა.