წვეულებები ჩაწყობითა და კოვიდრეგულაციების დარღვევით – რესტორატორთა ასოციაციაში პრემიერთან და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ.
ასოციაციის ხელმძღვანელი, შოთა ბურჯანაძე, სარესტორნო ბიზნესში არსებულ ე.წ. “დაკრიშვის” სქემაზე საუბრობს, რაც კონკრეტულ რესტორნებს ხალხმრავალი ღონისძიებების ჩატარების პრივილეგიას ანიჭებს და აღნიშნავს, რომ ასოციაციის წევრები ემიჯნებიან ამ პროცესს, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს.
იმ კანონდარღვევას, რომელიც არსებობს, ჰყავს ე.წ. “კრიშა”, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას ვერ გაბედავდნენ. ამას ყველაფერს ვემიჯნები და პირდაპირ სახელს დავარქმევ- ეს არის კრიმინალი”,- ამბობს შოთა ბურჯანაძე.
ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 25 აგვისტოდან კვების ობიექტები, 22 საათამდე მუშაობენ.
Mtavari.tv










