“ძეგლი დაუდგით დედათქვენს და მამათქვენს, როცა გარდაიცვლებიან”, “ჟურნალისტი კი არა მხარე ხარ ტო”, “მისმინე შვილო დეგენერატი ხარ”?, “მამაძაღლი ხარ” – ამ და ისეთი უხამსი სიტყვებით მიმართა თავკვეთულას მონასტრის ბერმა იოანემ “ფორმულას” ჟურნალისტს, რომ აქ დაწერაც უხერხულია.
სასულიერო პირი იმ შეკითხვებმა გააღიზიანა, რომელიც ვარძიის სამონასტრო კომპლექსთან უკანონო და თვითნებურ მშენებლობებს ეხება.
სწორედ ამ თემაზე რეპორტაჟის მოსამზადებლად იყო ჩასული ადგილზე გადამღები ჯგუფი, თუმცა აგრესიულმა სასულიერო პირმა ჟურნალისტები გამოყარა არათუ გამოყარა, საშინელი შეურაცხმყოფელი ლექსიკით მიმართა მათ.









