მთავრობა ვაქცინირებულების წახალისებას იწყებს – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სექტემბერში იმუნიზაციის პროცესის სტიმულირების მიზნით, აცრილებისთვის პერმანენტულად ლატარია ჩატარდება და ვაქცინირებულებს შესაძლებლობა ექნებათ ფულადი ჯილდო მოიგონ.
როგორც ამირან გამყრელიძემ მედიავებინარზე საუბრისას განაცხადა, ფინანსთა სამინისტრო უკვე მუშაობს ვაქცინირებულების ბაზების შედგენაზე, სექტემბრის დასაწყისი კი, უწყება კოვიდსაწინააღმდეგო ინექციით აცრილი მოსახლეობის წამახალისებელ ლატარიის შესახებ საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მიაწვდის.









