ქუთაისი კიდევ ერთმა პროფესიონალმა ექიმმა დატოვა.
გოჩა ჩხიკვაძე ექიმი , მეგობარი, მზრუნველი , ყურადღებიანი-ასეთი ადამიანი მოულოდნელად გარდაიცვალა. გავრცელებული ცნობით მას თრმბი განუვითარდა. მის მიმართ სოციალურ ქსელში, არაერთი თბილი სიტყვა დაიწერა:
,,საქმის პროფესიონალი ექიმი, მეგობარი, მუდმივად იმედიანი, სულ რომ იღიმოდა და იტყოდა: ჩამოჯექი, ვილაპარაკოთ. თან რომ მსინჯავდა და თან საოცარი იუმორით მამხნევებდა. არც მინდა დაჯერება რომ აღარ არის. ასე ერთი ამოსუნთქვით წავიდა .. გოჩა ჩხიკვაძე, რა ვთქვა აღარ ვიცი. :((( ნათელი შენს სულს”-წერს ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი.










