,,2012 წლის მერე მეფიქრებოდა, “5 მილიონი თითოეულ სოფელს” – ასეთი მარტივი ტყუილით როგორ უნდა გააცურო ხალხითქო და ახლა, 2021 წელს მივხვდი, რომ ეს ტყუილი სულაც არ ყოფილა.
საქმე რაშია: 2021 წლის მდგომარეობით, ჩვენი საგარეო ვალი უკვე დაახლოებით 24.1 მილიარდი ლარია და თუ მას საქართველოს სოფლების რაოდენობაზე (4500) გავყოფთ, დიახ, თითო სოფელზე დაახლოებით 5.35 მილიონი ლარი ვალი გამოდის.
სწორად უთქვამს ბიძინას, 5 მილიონი თითო სოფელსო, ჩვენ ვერ გავუგეთ თავის დროზე სწორად, როგორც მიჭირხვნა აგვერია მიჯირყვნაში, ანტუანი – ტრი-ტრიში და მილისტები – მინისტრებში.”-წერს გიორგი მშვენიერაძე










