ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ნებისმიერი სოციალური აქტივობა დღეს შეიძლება გახდეს ბუსტერი ინფექციის გავრცელებისთვის, ამიტომ ყველა მხარეს უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად.
გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში საწოლფონდი ძალიან გადატვირთულია.
„დღეს 6 400 პაციენტი მკურნალობს ჰოსპიტალში, 7 000-მდე საწოლია მობილიზებული. თუ არ შეჩერდა ეპიდემიის აღმასვლა და ესკალაციის სახე მიიღო, ბუნებრივია, ჰოსპიტალურ სექტორს გაუჭირდება დამატებითი შემთხვევების მართვა და ჰოსპიტალური რესურსიც არის შეზღუდული“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.










