,,ჩვენთან მოდის ხოლმე ნაგვის მანქანა და მამუკა, რკინის რაღაც ნივთით და არმატურის ნაგლეჯით რეკს ხოლმე ზარს.
ამას წინათ დავურეკე მათ რომელიღაც უფროსს, იერარქიაში მეათეს ალბათ, ამ ხალხს ზარის დასარეკად რამე მიეცით ისეთი, რომ ისმოდეს – თქო! – არაფერი…?
კიდევ დადის მეეზოვე, 400 ლარი აქვს ხელფასი, ფოცხებს უნდა გვიცვლიდნენ კვირაში ერთხელო, თვეში ერთხელ თუ გამოგვიცვალეს კარგიაო – ხელში უკავია გაფარჩხული საცოდაობა ფოცხი! ?
მამუკას რომ დავუბრუნდეთ, ეს არის უსათნოესი, უწესიერესი ადამიანი, ისიც “ციყვია” მერიის ენაზე, მანქანას აკიდია ხოლმე. როცა რემონტი მქონდა, ძალიან მეხმარებოდა მამუკა.
კალაძე ვერასდროს მიაღწევს მამუკას დონემდე იმიტომ, რომ გამოცლილი აქვს გულში, რასაც ქვია, კეთილშობილება და თანაგანცდის უნარი… როგორი სამარცხვინოა სნობი, მილიონერი მერი მეეზოვეებს რომ ატერორებს ! ? “-წერს ლიკა ბასილაია შავგულიძე.









