ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი “ასტრაზენეკას” ვაქცინის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს:
“ასტრაზენეკას შეფი პასკალ სორიოტი აცხადებს, რომ მათ ვაქცინას დიდი ალბათობით ბუსტერული დოზა დიდი ხანი არ დაჭირდება, რადგან ის უფრო ძლიერ უჯრედულ (T ლიმფოციტები) იმუნიტეტს იწვევს ფაიზერის და მოდერნასგან განსხვავებით… –
მალე გამოჩნდება რამდენად ხანმოკლე ან უსასრულო აღმოჩნდება ჩემი სიხარული. ასტრა ბევრი გვაქვს გთხოვთ აიცერით 45 წლიდან!” – წერს იმუნოლოგი სოციალურ ქსელში.









