„ არანაირი ბოიკოტი – ფიზიკურად ვეღარ ვარჯიშობენ ფეხბურთელები. ბაზაზე ცხოვრობენ და კვების პრობლემა შეიქმნა.“- „ტორპედო“-ში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გუნდის მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა კომნეტარი გააკეთა.
„”ტორპედოთი” არიან დაინტერესებულები როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინვესტორები. დღეს ქალაქის მერიაში დაგეგმილია შეხვედრა ერთ-ერთ ინვესტორთან და იმედი გვაქვს, ყველაფერი მალე მოგვარდება… თამაშებზე აუცილებლად გავალთ. კი, გვაქვს პრობლემა, მაგრამ “ტორპედო” ჩემპიონატის ჩაშლას ხელს არ “შეუწყობს”. გავალთ და ვითამაშებთ. მე, როგორც რიგითი ქუთაისელი, ბოლომდე აქ ვიქნები! არანაირი ბოიკოტი – ფიზიკურად ვეღარ ვარჯიშობენ ფეხბურთელები. ბაზაზე ცხოვრობენ და კვების პრობლემა შეიქმნა. აღარაა თანხა, შესაბამისად, გუნდი ვერ ივარჯიშებს. ფეხბურთელებისთვის მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. გულშემატკივარმა უნდა იცოდეს, რომ იმ დღიდან, როცა ფინანსური პრობლემა შეგვექმნა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გვერდით გვიდგას და გვეხმარება ფინანსურად. გარდა იმისა, რომ ფედერაცია მგზავრობის, სასტუმროსა და სხვა ხარჯებს გვიფარავს, ერთი თვის წინ ერთი თვის ხელფასიც გამოგვიყო.“-განაცხადა კახა ჩხეტიანმა.
„ტორპედო“-ს ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე კომენტრი გააკეთა გუნდის კაპიტანმა როინ კვასხვაძემ : “ერთადერთი იმედიღა დამრჩა, რომ უახლოეს პერიოდში პრობლემები მოგვარდება და ისევ ის ძალა ვიქნებით, რაც ვიყავით!”
ტორპედოში უკვე რამდენიმე თვეა კრიზისია. ფეხბურთელების ნაწილმა გუნდი დატოვა ამის მიზეზი ხელფასების გადაუხდელობა გახდა. გუნდის მეპატრონემ ზაალ ჩაჩავამ ფეხბურტლებთან ერთად თანხის ნაწილი არ გადაუხადა არც მერიას. შედეგად მერიამ ცაჩავას სასამართლოში უჩივლა, ხოლო გუნდს დროებითი მმართველი დაუნიშნა. „დღევანდელი მდგომარეობით, ქუთაისის „ტორპედოს“ გააჩნია 3-მილიონიანი დავალიანება, როგორც ბანკის, ასევე კერძო პირებისა და ფეხბურთელების სახელფასო დავალაინების სახით. ამ დავალიანების გასტუმრებას ვითხოვთ კომპანია „ინტერნეიშენალ სოკერ ჰაუსისგან“ და ქუთაისის მერიის ბალანსზე კლუბის ყოველგვარი ვალის გარეშე დაბრუნებას. ქუთაისის მერია ცდილობს და ეძებს სამართლებრივ გზას, რომ ამ ეტაპზე პატარა დახმარება აღმოუჩინოს კლუბს და ამის იმედი გამოჩნდა“.-აცხადებს ქუთაისის მერიის იურისტი ირაკლი გიორგაძე.
იტალიის ქალაქ ნეაპოლში 36 წლის ქართველი ემიგრანტი, ვანო ელოშვილი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც "მთავარი ამბები კახეთიდან" წერს, რომ ელოშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მკვიდრია და ის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იტალიაში...
მართლმადიდებელი ეკლესია უვერცხლო მკურნალებისა და სასწაულმოქმედების, კოზმას და დამიანეს ხსენების დღეს აღნიშნავს. ეს დღე წელიწადში რამდენჯერმე, რამდენიმე წყვილი წმინდანის სახით იხსენიება. 1 (14) ივლისს - რომაელ უვერცხლოებს, 1...
გორში, ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც გუშინ ტრაგედია დატრიალდა, ამ წუთებში მოქალაქეები იკრიბებიან. ისინი ტრაგიკულად დაღუპული დედა-შვილისთვის პატივის მისაგებად, ადგილზე ყვავილებით, სათამაშოებით მიდიან და სანთლებს ანთებენ. ცნობისთვის, გუშინ, გორში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით...
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს. "14 ივლისის დღის ბოლოდან 15 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონების...
საქართველოს საპატრიარქო ვლაქერნობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. „15 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის ვლაქერნის ტაძარში დაბრძანებას, ვლაქერნობას აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს...
ბათუმში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაშავდა | ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა აჭარა თაიმსი ავრცელებს. ცნობილია, რომ შემთხვევა ანგისის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, საცხოვრებელ ბინაში გაზის ბალონი...
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეებმა წარმატებით მიიღეს მონაწილეობა . ბორჯომის კლასიკური მუსიკის XV საერთაშორისო კონკურსზე ,,ჰარმონია”. მოსწავლეებმა სამი გრან-პრი, სამი პირველი პრემია, სამი მეორე პრემია და სამი...
დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩაზე, მე-9 სართულიდან 15 წლის მოზარდი გადმოვარდა. გოგონა ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. "საშნელება მოხდა, წუხელ გვიან ღამით, გოგონა სტუმრად იმყოფებოდა," - წერენ სოციალურ ქსელში.