„ არანაირი ბოიკოტი – ფიზიკურად ვეღარ ვარჯიშობენ ფეხბურთელები. ბაზაზე ცხოვრობენ და კვების პრობლემა შეიქმნა.“- „ტორპედო“-ში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გუნდის მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა კომნეტარი გააკეთა.
„”ტორპედოთი” არიან დაინტერესებულები როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინვესტორები. დღეს ქალაქის მერიაში დაგეგმილია შეხვედრა ერთ-ერთ ინვესტორთან და იმედი გვაქვს, ყველაფერი მალე მოგვარდება… თამაშებზე აუცილებლად გავალთ. კი, გვაქვს პრობლემა, მაგრამ “ტორპედო” ჩემპიონატის ჩაშლას ხელს არ “შეუწყობს”. გავალთ და ვითამაშებთ. მე, როგორც რიგითი ქუთაისელი, ბოლომდე აქ ვიქნები! არანაირი ბოიკოტი – ფიზიკურად ვეღარ ვარჯიშობენ ფეხბურთელები. ბაზაზე ცხოვრობენ და კვების პრობლემა შეიქმნა. აღარაა თანხა, შესაბამისად, გუნდი ვერ ივარჯიშებს. ფეხბურთელებისთვის მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. გულშემატკივარმა უნდა იცოდეს, რომ იმ დღიდან, როცა ფინანსური პრობლემა შეგვექმნა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გვერდით გვიდგას და გვეხმარება ფინანსურად. გარდა იმისა, რომ ფედერაცია მგზავრობის, სასტუმროსა და სხვა ხარჯებს გვიფარავს, ერთი თვის წინ ერთი თვის ხელფასიც გამოგვიყო.“-განაცხადა კახა ჩხეტიანმა.
„ტორპედო“-ს ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე კომენტრი გააკეთა გუნდის კაპიტანმა როინ კვასხვაძემ : “ერთადერთი იმედიღა დამრჩა, რომ უახლოეს პერიოდში პრობლემები მოგვარდება და ისევ ის ძალა ვიქნებით, რაც ვიყავით!”
ტორპედოში უკვე რამდენიმე თვეა კრიზისია. ფეხბურთელების ნაწილმა გუნდი დატოვა ამის მიზეზი ხელფასების გადაუხდელობა გახდა. გუნდის მეპატრონემ ზაალ ჩაჩავამ ფეხბურტლებთან ერთად თანხის ნაწილი არ გადაუხადა არც მერიას. შედეგად მერიამ ცაჩავას სასამართლოში უჩივლა, ხოლო გუნდს დროებითი მმართველი დაუნიშნა. „დღევანდელი მდგომარეობით, ქუთაისის „ტორპედოს“ გააჩნია 3-მილიონიანი დავალიანება, როგორც ბანკის, ასევე კერძო პირებისა და ფეხბურთელების სახელფასო დავალაინების სახით. ამ დავალიანების გასტუმრებას ვითხოვთ კომპანია „ინტერნეიშენალ სოკერ ჰაუსისგან“ და ქუთაისის მერიის ბალანსზე კლუბის ყოველგვარი ვალის გარეშე დაბრუნებას. ქუთაისის მერია ცდილობს და ეძებს სამართლებრივ გზას, რომ ამ ეტაპზე პატარა დახმარება აღმოუჩინოს კლუბს და ამის იმედი გამოჩნდა“.-აცხადებს ქუთაისის მერიის იურისტი ირაკლი გიორგაძე.
თურქეთის ქალაქ იზმირში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. 53 წლის გია ელიაშვილი, წარმოშობით სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორიდან იყო. ის თურქეთში ცხოვრობდა და მუშაობდა. ოჯახის ახლობლებმა გამოცემას “მთავარი ამბები კახეთიდან” უთხრეს, რომ მამაკაცს...
დიდ ბრიტანეთში, Currys-ის ელექტროტექნიკის მაღაზიებიდან ნივთების მოპარვისთვის, 27 წლის ქართველი მამაკაცი, ილია პაჭკორია, დააკავეს. სასამართლომ ის 8 ქურდობაში ცნო დამნაშავედ და 20 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, პაჭკორია10 დღის განმავლობაში სხვადასხვა...
როგორ დავგეგმოთ უახლოესი დღეები? - ამის შესახებ ასტროლოგი რამაზ გიგაური წერს და რჩევებს გვიზიარებს. „როგორ დავგეგმოთ უახლოესი დღეები? 7, 8 და 9 სექტემბერი - მოქმედების დროა: დღეს მთვარე კირჩხიბშია, ხვალ...
თუშეთიში, ავარიის შემდეგ გადარჩენილი მგზავრი, ტასო მოდებაძე: ბევრჯერ გადატრიალებული მანქანის ფანჯრიდან ცოცხალი რომ ამოვედი, პირველად მაშინ გავიაზრე, რომ ჩემს თავს სასწაული მოხდა. მეორედ კი მაშინ, როცა ელე ვიპოვნეთ თითქმის უგონო...
დღეს, 7 სექტემბერს, კურორტ გომისმთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა. კურორტთან მისასვლელი გზა ჩაკეტილია. კურორტზე მყოფი მოქალაქეების თქმით, მეწყერი დილის საათებში ჩამოწვა კურორტზე ასასვლელი გზის დაახლოებით შუა ნაწილში. ამ დროისთვის ადგილზე სამაშველო...
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდში დათვი მოსახლის ეზოში შევიდა და მოსავალი გაანადგურა. როგორც ადგილობრივები "მეგა ტვ"-თან ამბობენ, გორდის დასახლებულ უბანში, დათვი ასე ახლოს პირველად გამოჩნდა და შემოსავალი გაუნადგურა. "სოფელში გარეული ცხოველებისგან...
დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით, მათ შორის, გარეჯის მონაკვეთთან დაკავშირებით, არავითარი - არც წერილობითი, არც ზეპირი შეთანხმება არ ყოფილა და საერთოდ არ ყოფილა ამასთან დაკავშირებით რაიმე ხელშესახები პროგრესი, აქედან გამომდინარე, არის მარტივი, ტყუილი სპეკულაციები,...
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში, სამართალდარღვევის 25 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 21 ხე-ტყის უკანონო მოპოვებას, მათ შორის, უკანონო მოპოვებული ხე-ტყის ტრანსპორტირებას უკავშირდება. გამოვლენილი სამართალდარღვევების შედეგად, ჯამში, ამოღებულია სხვადასხვა...
"მე ბევრი რამე ვიცი ამ საქმესთან დაკავშირებით"- ასე პასუხობს ირაკლი კობახიძე თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის საქმეზე დასმულ შეკითხვას. მისი თქმით, კითხვების ადრესატი არა თავად, არამედ პროკურატურა და თავად აჭარის მთავარობის მეთაური...
ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებს პირველად პასუხობს - "ქართული ოცნების" მოქმედმა პრემიერმა, მისი წინამორბედის განცხადებებს "სასაცილო და ტრაგიკული" უწოდა. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი "დავიდა შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე": ერთადერთი კომენტარი,...