თუშეთიში, ავარიის შემდეგ გადარჩენილი მგზავრი, ტასო მოდებაძე:
ბევრჯერ გადატრიალებული მანქანის ფანჯრიდან ცოცხალი რომ ამოვედი, პირველად მაშინ გავიაზრე, რომ ჩემს თავს სასწაული მოხდა. მეორედ კი მაშინ,
როცა ელე ვიპოვნეთ თითქმის უგონო მდგომარეობაში. ოთხმა ადამიანმა ერთმანეთი გადავარჩინეთ. სამწუხაროა, რომ მძღოლი ადგილზევე გარდაცვლილი დაგვხვდა.
მოგვიხსენეთ ლოცვაში
მადლიერი ვარ..
ცნობისთვის, სამი დღის წინ, თუშეთში სოფელ ომალოში, ვიზიტორთა ცენტრის მიმდებარედ ავარია მოხდა. ავტომობილი, რომელშიც 5 ადამიანი იმყოფებოდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამობრუნდა – შედეგად მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, 4 პირი კი დაშავდა.










