ბათუმის საფეხბურთო კლუბი “დინამო ბათუმი” უეფასგან ფულადი ჯარიმით დაისჯება. ამის შესახებ კლუბმა თავად განაცხადა. მიზეზად “უეფა ბათუმის” ხელმძღვანელობა “კონფერენს ლიგის” საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართული მატჩის დროს, მოედანზე ქომაგების შეჭრის რამდენიმე შემთხვევას ასახელებს.
“ძვირფასო გულშემატკივრებო, როგორც მოგეხსენებათ, უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამო ბათუმსა და ტრეპენეს შორის გამართული მატჩი მოედანზე ქომაგების შეჭრის გამო რამდენჯერმე შეჩერდა. აღნიშნული ფაქტების გამო ჩვენი კლუბი უეფასგან დაისჯება სოლიდური ფულადი ჯარიმით და ასეთი ინციდენტის განმეორების შემთხვევაში, ემუქრება დამატებითი სანქციები.
ქომაგების მოედანზე შეჭრის ფაქტის განმეორების შემთხვევაში უეფას სადისციპლინო კომიტეტი, დიდი ალბათობით, აკრძალავს მატჩებზე გულშემატკივრების დასწრებას და ჩვენს ახალ არენას დისკვალიფიკაციას მიუსჯის”, – ნათქვამია “დინამო ბათუმის” განცხადებაში.