როგორც მოგეხსნებათ, 4 ივლისს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის XXI ტურის შეხვედრას ქუთაისის “ტორპედო” სტუმრად “საბურთალო”-ს წინააღმდეგ გამართავს.
ქუთაისის “ტორპედო”-ს კაპიტანმა ვაჟა ტაბატაძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა :” ტორპედო”-ში არსებული ვითარების გამო ფეხბურთელებმა ერთობლივი გადაწყვეტილება მივიღეთ და “საბურთალო”-ს წინააღმდეგ გასამართ მატჩი მონაწილეობას არ მივიღებთ.
3 თვეა ხელფასი არ აგვიღია, პატივი ვეცით ქალაქს, საკუთარ თავში ვიპოვეთ ძალა ბოლო თამაშებში გავაკეთეთ მაქსიმუმი, გვეგონა გადაწყდებოდა პრობლემა, გამოჩნდებოდა ინვესტორი, მაგრამ ეს ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა,
სამომავლოდ”ტორპედო”_ში დარჩენის სურვილი გვაქვს,იმ შემთხვევაში თუ სიტუაცია დალაგდება, ”
ამ დრომდე უცნობი რჩება რა შემადგენლობით ითამაშებს ,,ტორპედო” ,,საბურთალოს წინააღმდეგ, ან საერთოდ ითამაშებს თუ არა.
მეგა ტვ დეტალების გარკვევას პასუხისმგებელ პირებთან ცდილობს.
რაც ამ დროისათვის ნათელია, თუ დროულად არ გამოჩნდა ინვესტორი “ტორპედო”-ს უმაღლესი ლიგის დატოვება ემუქრება.









