ვემიჯნებით დაპირისპირებებს და ძალადობას – ვარლამ გოლეთიანმა რესპუბლიკის მოედანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ განცხადება სცენიდან გააკეთა და აღნიშნა, რომ მათი პროტესტი ყველა ეტაპზე მშვიდობიანი უნდა იყოს, თუმცა მისივე თქმით, აქციებზე არ დაიშვება არანაირი სიმბოლიკა, გარდა სახელმწიფო სიმბოლიკებისა:
ნებისმიერი ტიპის სიმბოლიკა, რაც არ არის სახელმწიფო სიმბოლიკა არ დაიშვება ჩვენს აქციებზე. არ აქვს მნიშვნელობა რა სიმბოლიკა იქნება, რა ჯგუფს გამოხატავს და ა.შ. მხოლოდ სახელმწიფო სიმბოლიკა იქნება დაშვებული- ამბობს გოლეთიანი.
რესპუბლიკის მოედანზე ინციდენტი ცოტა ხნის წინ მოხდა. როგორც სამოქალაქო აქტივისტები, ზუკა ბერძენიშვილი და სალომე ბარკერი ამბობენ, გურამ ფალავანდიშვილის შვილი მათ ჩაცმულობისა და სამკლაურის გამო დაუპირისპირდა და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა










