ამერიკელმა მამაკაცმა, ჰორაციუს ბერჯესმა საცხოვრებელი ფართის მოწყობის მეტად უჩევულო ვარიანტი შემოგვთავაზა. როგორც თავად აცხადებს, ღვთის კურთხევით 20 წელიწადი დასვენების გარეშე მუშაობდა, აღნიშნული შედეგისთვის რომ მიეღწია.
გატაცებულმა ენთუზიასტმა მოახერხა აეშენებინა ცათამბჯენი 80 სრულფასოვანი ოთახით, ეკლესიით, სამრეკლოთი და საკალათბურთო დარბაზითაც კი. ყველაფერი ეს მან ხეებზე განათავსა, კერძოდ კი 6 ხეზე. დღესდღეობით მისი სახლი არა მარტო გინესების წიგნშია შეტანილი, არამედ მორწმუნეების მოსალოც ადგილადაც არის ქცეული.
ადამიანებს უჩნდებათ სურვილი რამდენიმე დღე დარჩნენ აქ და დატკბნენ მშვენიერებით, თუმცა ხდება ისეც, რომ მორწმუნეები აქ სამუდამოდ რჩებიან. მაგალითად, ერთმა ღვთისმოსავმა გადაწყვიტა საკუთარი თავი ღმერთისთვის მიეძღვნა და ეს სწორედ ამ სახლში გააკეთა. მისი გარდაცვალების შემდეგ სახლის მეპატრონემ ფერფლის ნაწილი სამრეკლოს ფანჯრიდან გაფანტა, ნაწილი კი მუხის ძირში დაკრძალა.
მიუხედავად იმისა, რომ სახლი მუხაზე უკვე დასრულებულია, მოუსვენარი მშენებელი აპირებს აქ გათბობის და სანტექნიკური კომუნიკაციების გაყვანას, ასევე ლიფტის დამონტაჟებას. ასევე გამოტყდა, რომ ოცნებობს სახლს სარტყლად ვინტაჟური კიბე შემოარტყას, ერთგვარი ზეცისკენ მიმავალი კიბე. თუმცა რამდენად გაუძლებს ამ ყოველივეს მუხის ფესვები, უცნობია. ცნობილია, რომ სპეციალისტებმა ეს მშენებლობა სახიფათოდ მიიჩნიეს და მისი მშენებლობა აკრძალეს. როგორც ხედავთ, ამ ინციდენტს არანაირი გავლენა არ მოუხდენია მშენებელ ენთუზიასტზე და ცათამბჯენის მშენებლობა ჩვეულებრივად გააგრძელა.

წყარო : https://www.allnews.ge










