დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ დღეს ვაქცინაციისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე კორონავირუსის ინდურ შტამთან დაკავშირებით ისაუბრა, რომლებიც კორონავირუსის თავდაპირველი ვარიანტის მუტაციის შედეგად გაჩნდნენ.
პაატა იმნაძის თქმით, არსებობს 2 ვარიანტი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ნომრები 617 და 618, მისი განცხადებით ინდოეთში ჩატარებული კვლევებირომელი ვაქცინა ებრძვის ყველაზე ეფექტურად ინდური შტამისს თანახმად, აღნიშნულ ვარიანტებზე ეფექტურად მოქმედებს ის ვაქცინები, რომელიც ინდოეთში გამოიყენება. ამ ეტაპზე ინდოეთში ვაქცინაცია მიმდინარეობს 2 ვაქცინით, ერთი წარმოადგენს ინაქტივირებულ ვირუსების პრინციპით დამზადებულს, მეორე კი AstraZeneca-ა, რომელიც ინდოეთში იწარმოება.
რაც შეეხება კითხვას – რატომ არის მძიმე მდგომარეობა ინდოეთში მაშინ როდესაც აცრა აქტიურად მიმდინარეობს, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ კორონავირუსთან ეფექტური ბრძოლისთვის აუცილებელია, რომ მოსახლეობის 60% იყოს აცრილი, რისგანაც ინდოეთი ჯერ შორსაა:
“ინდოეთში რომ აიცრება 100 მილიონი კაცი, ეგ იგივეა საქართველოში რომ აიცრება 3000. მოსახლეობაზე უნდა გადავიანგარიშოთ. ინფექციის გავრცელების მხრივ პრობლემას ხსნის ის ქვეყანა, ვინც თავისი მოსახლეობის 60 % აცრა უკვე ორჯერადად, მაგალითად ისრაელი. ქვეყნებში სადაც 20% აცრილი, ეს იცავს იმათ ვინც აიცრნენ, მაგრამ ეს არ იცავს საზოგადოებას. ინდოეთში 6% აცრილი, მერე რა რომ ეს ათეულ მილიონობითაა ეს ძალიან ცოტაა ინდოეთისთვის, ამიტომ ინდოეთმა შეწყვიტა ქვეყნის გარეთ ვაქცინების გატანა. ეს პრობლემაა მთელ მსოფლიოში რომ ქვეყნები, რომლებსაც თავის პრობლემები აქვს მოსაგვარებელი, ჯერჯერობით სამწუხაროდ ბევრი ვაქცინა და მათ შორის ის რაც საქართველოში ძალიან პოპულარულია არ არის უბრალოდ მსოფლიო ბაზარზე, იმიტომ რომ ჯერ ის ქვეყნები თავის თავს ვერ აკმაყოფილებენ,”- განაცხადა პაატა იმნაძემ.









