1971 წლის 25 აპრილს დაიბადა საქართველოს ეროვნული გმირი – ბესიკ აბულაძე,რომელსაც დღეს შეუსრულდებოდა 50 წელი.წლების შემდეგ მშობლებს აქვთ შესაძლებლობა,ცრემლი ღვარონ შვილის საფლავზე და მუნჯი სტოიციზმით გადაიტანონ ღრმა ტკივილი.
ჩვენმა გმირმა დაამთავრა ქ.სოხუმის მეორე საშუალო სკოლა,ჩააბარა მანქანათმშენებლობის საინჟინროზე,იყო წარჩინებული სტუდენტი,ამავე დროს პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალული.
მეოთხე კურსზე იყო,როცა ომი დაიწყო და მნიშვნელოვნად ჩათვალა დამდგარიყო სამშობლოს სადარაჯოზე და მისი წილი სამშობლო დაეცვა.გმირულად იბრძოდა 13 თვე 23-ე ბრიგადაში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ.გმირულად დაეცა 16 სექტემბერს უთანასწორო ბრძოლაში გუმისთასთან… ბესიკ აბულაძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის ორდენით.
სოხუმთან ერთად გამორჩეულად უყვარდა მშობლიური კინჩხა,მისი მიწა და ბუნება.ეს სიყვარული უკავშირდებიდა ბებიასთან და ბაბუასთან გატარებულ ყოველ არდადეგებს და სწორედ,27 წლის შემდეგ მიაბარეს მშობლიური კინჩხის მიწა-წყალს და სამუდამო განსასვენებელი ადგილი დაიმკვიდრა.
პ.ს. ვიცნობდეთ გმირებს,ვიცოდეთ მათი თავდადება სამშობლოს წინაშე!!!
წყარო/ მარიამ ჯიშკარიანი










