stopcov.ge-ის მონაცემებით , საქართველოში კორონავირუსის 1,271 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა, 729 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ჩატარდა 28,751 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14,187, პისიარტესტით – 14,564.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური 4,42 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3,75 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 4,55 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 301,535 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 284,286 გამოჯანმრთელდა, 3,992 კი გარდაიცვალა.
სულ აცრილია 34,897 პირი, დღიურად აცრილია – 1,560.
ცნობისთვის დღეს იმერეთში კორონავირუსით ინფიცირების – 71 შემთვევა გამოვლინდა.