„მოდით რა, რეალისტები ვიყოთ. მსოფლიოში ვაქცინების უზარმაზარი დეფიციტია და თვითონ იმ ქვეყნებს არ ჰყოფნის, რომლებიც ამ ვაქცინებს აწარმოებენ”
“ჩვენ იმ ქვეყნებს უნდა მივბაძოთ, რომლებმაც ჭკუა იხმარეს და მშვენივრად გამოიყენეს შესაძლებლობა, რომ თავიანთი მოსახლეობა სხვადასხვა, ძალიან კარგი ვაქცინებით აეცრათ. მაგალითად, „სინოფარმის“ ვაქცინით, რომელიც ძალიან მაღალი ხარისხისაა“
განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ.
ცნობისთვის ჩინური “სინოფარმით” აცრა ქვეყანაში 4 მაისიდან უნდა დაიწყოს.
წყარო ; “პირველი არხი “.










