შინაგან საქმეთა სამინისტროს ორ თანამშრომელს, რომლებიც ჯარისკაცების მიმართ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავეს, ამ წუთებში ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ. მათი ადვოკატები, მოდულის შენობაში, წინასწარი დაკავების იზოლატორში უკვე შევიდნენ.
როგორც ადვოკატები ამბობენ, რომ ისინი დუმილის უფლებას იყენებენ. დავით ჭიკაიძე ადვოკატმა, თქვა, რომ გამოძიების ფარგლებში მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ორჯერ მისცა გამოძიებას ჩვენება. ასევე ჩააბარა ტელეფონი სადაც არ აღმოჩნდა ვიდეოები, რომლებიც გამოძების მტკიცებით საქმეში დევს.
“ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს გუშინ შევხვდი ვისაუბრეთ, ჩვენებასთან დაკავშირებით ის აუცილებლად ჩამოაყალიებებს პოზიციას და მიაწვდის ინფორმაციას საგამოძიებო ორგანოსა და საზოგადოებას”, – ამბობს, დავით ჭიკაიძე, დიმიტრი დევდარიანის ადვოკატი.
დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.
წყარო : ” მთავარი”.









