LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მშიერი გარდაცვლილების გასვენებებს დავიწყებთ ქუთაისში – გოგი წულაია ქუთაისის მერიას არაადეკვატურ ქმედებებში ადანაშაულებს

ანალოგიური ბრალდებების დროს პრაქტიკულად არასდროს აღმკვეთი ღონისძიების ეს ფორმა არ გამოიყენება – 23 ოპოზიციური პარტია პოლიტიკოს გოგი წულაიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

დაპოსტა 2021/04/22-ში
A A
62
ნახვა
გაზიარება

23 ოპოზიციური პარტია პოლიტიკოს გოგი წულაიას საქმესთან მიმართებაში შერჩევითი სამართალის გამოყენებასა და პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე განცხადებას ავრცელებს. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი ქალთა მიმართ ძალადობის თემას სერიოზულად უყურებენ და ავტომატურად ეჭვქვეშ არ აყენებენ წარდგენილ ბრალდებებს, თუმცა ამბობენ, რომ ანალოგიურ ბრალდებებზე სასამართლო არასოდეს იყენებს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული მიუთითებს, შერჩევით სამართალსა და პოლიტიკურ მოტივზე.

განცხადებაში ოპოზიციური პარტიები გოგი წულაიას დაკავების წინა პერიოდზეც საუბრობენ. კერძოდ, “ტვ პირველის” ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ, სოლიდარობის ნიშნად, წულაიამ საჯაროდ შეაგინა, ბიძინა ივანიშვილის შვილს, ბერა ივანიშვილს.

“ერთ თვეზე მეტი გავიდა, მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ჩანაწერები მოისმინა. აღმაშფოთებელი იყო იმის გაგება თუ რა ფორმით და როგორ ახდენდნენ ზეწოლას, ემუქრებოდნენ და ამცირებდნენ ივანიშვილის გარემოცვის წევრები ადამიანებს, მათ შორის არასრულწლოვნებს, მხოლოდ იმისთვის რომ ბერას მიმართ კრიტიკული ან თუნდაც უცენზურო ტერმინების შემცველი პოსტი დაწერეს ფეისბუქზე. ეს ყველაფერი ივანიშვილის ვაჟის და საქართველოს სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების მონაწილეობით, მათი უშუალო მითითებით ხდებოდა.

ბერა ივანიშვილმა საჯაროდ დაადასტურა ის, რაც მოქალაქეებმა ტვ პირველის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერებიდან გაიგეს. საჯარო გახდა ბევრი სხვა ანალოგიური ბრალდებაც. ამ ყველაფრით პროკურატურა არ დაინტერესებულა, მათ არავინ დაუკითხავთ და არაფრის გარკვევა არ უცდიათ, გარდა ერთისა – ისინი კანონდარღვევით ცდილობდნენ ტვ პირველიდან კონფიდენციალური მასალის ამოღებას და ჩანაწერის გავრცელების პირველწყაროს გაგებას.

ეს მიუთითებს რომ მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი ივანიშვილის ოჯახის სადამსჯელო ჯგუფია. სწორედ ამ ჩანაწერების გამოქვეყნებას მოსდევს გოგი წულაიას დაპატიმრება, რომელმაც ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, საჯაროდ სიმბოლური სახით გამოუცხადა სოლიდარობა მათ, ვინც ბერას კრიტიკის გამო დაისაჯა. ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით ნებისმიერ ბრალდებას ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ.

ამ განცხადებით არ ვაპირებთ, ავტომატურად ეჭვქვეშ დავაყენოთ მომჩივანის მიერ გამოთქმული ბრალდებები, მაგრამ ის ფაქტი, რომ პროკურატურის მოთხოვნით და მორჩილი სასამართლოს დასტურით, გოგი წულაიას აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, როცა ანალოგიური ბრალდებების დროს პრაქტიკულად არასდროს აღმკვეთი ღონისძიების ეს ფორმა არ გამოიყენება, უდავოდ მიუთითებს შერჩევით სამართალსა და ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივზე.

ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს რამდენად საშიშია ქართული ოცნების ხელისუფლება საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, რადგან ის ემსახურება ოლიგარქის ოჯახის პირად ინტერესებს და მზადაა შურისძიების იარაღად იქცეს სწორედ ამ ოჯახის წევრთა ხელში”,-ნათქვამია განცახდებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • გირჩი-მეტი თავისუფლება
  • ევროპული საქართველო
  • მოძრაობა დროა
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • ლეიბორისტული პარტია
  • გამარჯვებული საქართველო
  • ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა
  • ახალი ქრისტიან დემოკრატები სამართლიანობისთვის
  • ლელო საქართველოსთვის
  • სტრატეგია აღმაშენებელი
  • ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა
  • ევროპული დემოკრატები
  • კანონი და სამართალი
  • პროგრესი და თავისუფლება
  • ქართული არჩევანი
  • საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება
  • ეროვნულ დემოკრატიული პარტია
  • სახელმწიფო ხალხისათვის
  • თავისუფალი საქართველო
  • სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის
  • ქრისტიან კონსერვატული პარტია
  • ემსახურე საქართველოს
გაზიარება25

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისელმა პიანისტმა ვერონიკა მარგველაშვილმა საერთაშორისო კონკურსზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

by მეგა TV
აგვისტო 3, 2026
0
ქუთაისელმა პიანისტმა ვერონიკა მარგველაშვილმა საერთაშორისო კონკურსზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
კულტურა

ზ. ფალიაშვილის სახელობის #2 სამუსიკო სკოლის მოსწავლემ ვერონიკა მარგველაშვილმა პარიზის საერთაშორისო ახალგაზრდა შემსრულებელთა ონლაინ კონკურსზე - Nouvelles Étoiles – „ახალი ვარსკვლავები“ ლაურეატის წოდება და ვერცხლის მედალი მოიპოვა. (პედაგოგი : მაგდა...

დაწვრილებითDetails

დაღუპულია 6 და დაშავებულია 34 ადამიანი – მძიმე ავარია იტალიაში

by მეგა TV
აგვისტო 3, 2026
0
დაღუპულია 6 და დაშავებულია 34 ადამიანი – მძიმე ავარია იტალიაში
მთავარი

იტალიაში, რიეტი-ტერნის გზატკეცილზე, ლაციოსა და უმბრიას რეგიონების საზღვართან მომხდარ მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევას, სულ მცირე, ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 34 დაშავდა. იტალიური მედიის ინფორმაციით, ავტობუსი, რომელსაც ტურისტები მარმორეს ჩანჩქერის მიმართულებით გადაჰყავდა, საპირისპირო...

დაწვრილებითDetails

გერმანულმა „დოიჩე ველემ“ (DW) ქართული სამსახური გახსნა

by მეგა TV
აგვისტო 3, 2026
0
გერმანულმა „დოიჩე ველემ“ (DW) ქართული სამსახური გახსნა
მთავარი

გერმანიის დამოუკიდებელმა საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველემ“ (DW) 2026 წლის 3 აგვისტოდან აამუშავა ქართულენოვანი სამსახური - ჯერჯერობით მხოლოდ ინსტაგრამზე, DW Kartuli. DW-ს ქართული სამსახური გააშუქებს საქართველოს, ევროპისა და მთელი მსოფლიოს...

დაწვრილებითDetails

შვი­ლის და­ბა­დე­ბის დღე იყო, და­ი­ღუ­პა და დაგვღუ­პა ყვე­ლა – რას ყვებიან გონიოში ტრაგიკულად დაღუპულ კაცზე

by მეგა TV
აგვისტო 3, 2026
0
მთავარი

გო­ნი­ო­ში ცენ­ტრა­ლურ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე მა­მა­კა­ცი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ბარ­გუ­ლი ნა­წი­ლი­დან ჩა­ვარ­და და გარ­და­იც­ვა­ლა. მა­მა­კა­ცი მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. და­ღუ­პუ­ლი 33 წლის ბესო მი­ქე­ლა­ძეა. გარ­დაც­ვლილს მე­უღ­ლე და ერთი შვი­ლი დარ­ჩა. "დიდი...

დაწვრილებითDetails

შეცდომით მოკლული 20 წლის ბიჭი, 35-ზე მეტი მკვლე­ლო­ბა და რამ­დე­ნი­მე ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმა – რა ირკვევა “მოზარდი ქილერების” ქსელზე

by მეგა TV
აგვისტო 3, 2026
0
შეცდომით მოკლული 20 წლის ბიჭი, 35-ზე მეტი მკვლე­ლო­ბა და რამ­დე­ნი­მე ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმა – რა ირკვევა “მოზარდი ქილერების” ქსელზე
მთავარი

ევ­რო­პის მას­შტა­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მას­შტა­ბუ­რი ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მი­აკ­ვლი­ეს სა­შიშ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქსელს, რო­მე­ლიც შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბე­ბის­თვის მო­ზარ­დებს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი­თა და მე­სენ­ჯე­რე­ბით იბი­რებ­და. დაჯ­გუ­ფე­ბა „ფოქსტროტს“, რო­მელ­საც ირა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან მჭიდ­რო კავ­ში­რი აქვს, სა­თა­ვე­ში უდ­გას...

დაწვრილებითDetails

ქუთაისელმა სპორტსმენებმა ევროპის ჩემპიონატზე აკადემიურ ნიჩბოსნობაში ვერცხლის მედალი მოიპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 3, 2026
0
ქუთაისელმა სპორტსმენებმა ევროპის ჩემპიონატზე აკადემიურ ნიჩბოსნობაში ვერცხლის მედალი მოიპოვეს
მთავარი

ქუთაისელმა სპორტსმენებმა გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა აკადემიური ნიჩბოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვესიტალიის ქალაქ ვარეზეში აკადემიურ ნიჩბოსნობაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა - გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა...

დაწვრილებითDetails

გამოვლენილია მოზარდი ქილერების ქსელი – დაკავებულია 280-ზე მეტი პირი – უცხოეთი

by მეგა TV
აგვისტო 3, 2026
0
ქართველმა მამაკაცმა პარტნიორის დახრჩობა სცადა- რას წერს ბერძნული მედია
მთავარი

ევროპის მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა გამოავლინეს დანაშაულებრივი ქსელი, რომელიც სოციალური ქსელებისა და მესენჯერების საშუალებით მოზარდებს შეკვეთილი მკვლელობებისთვის იყენებდა. გამოძიების ინფორმაციით, დაჯგუფება „ფოქსტროტი“ ახალგაზრდებს დიდ ანაზღაურებას ჰპირდებოდა, თუმცა დავალების შესრულების შემდეგ უმეტესობა პოლიციას...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა ცნობილი ექიმი

by მეგა TV
აგვისტო 3, 2026
0
ხონში ახალგაზრდა ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა
მთავარი

ცნობილი ონკოლოგი და ქირურგი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი რემა ღვამიჩავა გარდაიცვალა. ჯანდაცვის სამინისტრო მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სტუდენტებს სამძიმარს უცხადებს და აღნიშნავს, რომ რემა ღვამიჩავამ ქართული მედიცინის განვითარებაში...

დაწვრილებითDetails

აშშ სავიზო დეპოზიტის პროგრამის მოთხოვნებს მუდმივს ხდის – პროგრამაშია საქართველოც

by მეგა TV
აგვისტო 3, 2026
0
ვის შეეხება ვიზების გაცემაზე დაწესებული შეზღუდვა – აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სავიზო დეპოზიტის პროგრამის მოთხოვნებს მუდმივს ხდის, - ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის ფედერალურ რეესტრზე დაყრდნობით ავრცელებს. აშშ-ის ფედერალური რეესტრის ცნობით, მოთხოვნები ვრცელდება B1 და B2 ვიზებზე, რომლებიც ბიზნესისა და...

დაწვრილებითDetails

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
აგვისტო 3, 2026
0
თავის ტკივილი სიცხეში – სპეციალისტის განმარტება
მთავარი

ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს. ცენტრის ინფორმაციით, მაღალი ტემპერატურის პერიოდში სასურველია დღის ყველაზე ცხელ საათებში ქუჩაში გადაადგილებისგან თავის შეკავება. სპეციალისტები მოსახლეობას საკმარისი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"