ოზურგეთში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე ხუთსულიანი ოჯახი ხანძრის გამო ღია ცის ქვეშ დარჩა. ბურჭულაძეების სახლში ცეცხლი, სავარაუდოდ, ელექტროსადენებს გაუჩნდა და ხის სახლზე მალე გავრცელდა. ხანძრის შედეგად შენობა მთლიანად დაიწვა.
ხანძრის დროს სახლში ბებია და შვილიშვილები იმყოფებოდნენ. მათი გამოყვანა უსაფრთხოდ მოხერხდა. ისინი არ დაშავებულან, თუმცა სახლიდან ნივთების გამოტანა ვერ შეძლეს.
ცეცხლს სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი აქრობდა.
ინფორმაციას “მთავარი” ავრცელებს.










