LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
კბილისა და ფეხსაცმლის ჯაგრისებით ახეხინა ყაზარმის საპირფარეშო, არაადამიანური მოპყრობის ფაქტები ,,იაღლუჯას’’ ბაზაზე

კბილისა და ფეხსაცმლის ჯაგრისებით ახეხინა ყაზარმის საპირფარეშო, არაადამიანური მოპყრობის ფაქტები ,,იაღლუჯას’’ ბაზაზე

დაპოსტა 2021/04/21-ში
A A
106
ნახვა
გაზიარება

პოლიციელები, რომლებიც ჯარისკაცების მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავეს, სამხედროებს აიძულებდნენ ყაზარმის სივრცეების, საპირფარეშოების, საკლასო ოთახები ეხეხათ კბილის ჯაგრისით, მუხლებზე დაჩოქილ მდგომარეობასა და 10 კგ-იანი ეკიპირებით აღჭურვილებს. დამამცირებლად ჯარისკაცებს ,,იაღლუჯას’’ ბაზაზე ექცეოდნენ.

უფრო კონკრეტულად:

2020 წლის 14 მარტს ცვლის უფროსმა დ.დ.-მ სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფ ერთ ჯარისკაცს, ერთი საათიდან ორ საათამდე ხანგრძლივობით, 10 კილოგრამზე მეტი წონის ჯავშანჟილეტითა და ჩაფხუტით აღჭურვილს, მუხლებზე დაჩოქილ მდგომარეობაში, კბილისა და ფეხსაცმლის ჯაგრისებით ახეხინა ყაზარმის საპირფარეშო ოთახის იატაკი.

ასევე, 2020 წლის 25 მაისს ცვლის უფროსმა დ.დ.-მ სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი ერთი ჯარისკაცი აღჭურვა 10 კილოგრამზე მეტი წონის ჯავშანჟილეტითა და ჩაფხუტით და აღნიშნული ეკიპირებით ათი-თერთმეტი საათის განმავლობაში, მუხლებზე დაჩოქილ მდგომარეობაში, ფეხსაცმლისა და კბილის ჯაგრისებით, ახეხინა ყაზარმის საკლასო ოთახის სივრცე, საპირფარეშო ოთახის იატაკი, საპირფარეშოს კარები და ჩარჩოები, უნიტაზი და პირსაბანი ნიჟარა.

გარდა აღნიშნულისა, 2020 წლის 03 ივლისს ცვლის უფროსმა დ.დ.-მ სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფ ჯარისკაცს, რომელიც პირადი შემადგენლობის სხვა ჯარისკაცებთან ერთად იდგა მწყობრში ყაზარმის სიახლოვეს, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ხელი დაარტყა ყელის არეში და თავი ჩაარტყა შუბლში.

ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ამავე სამმართველოს ცვლის უფროსმა გ.ბ.-მ ე.წ. ,,იაღლუჯას’’ ბაზაზე, სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფ ჯარისკაცებს, სხვადასხვა დროს, მისი უშუალო ზედამხედველობითა და მითითებით, სხვა ჯარისკაცების თანდასწრებით, დასჯის მიზნით ახეხინა საცხოვრებელი ყაზარმის სივრცეები. კერძოდ,

2020 წლის 28 იანვარს, ცვლის უფროსმა გ.ბ.-მ სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფ ერთ ჯარისკაცს, ნახევარი საათიდან ერთ საათამდე ხანგრძლივობით, კბილის ჯაგრისით, ჩამუხლულ მდგომარეობაში, ახეხინა ყაზარმის საპირფარეშოს პირსაბანი ოთახის იატაკი და ონკანის ნიჟარები.

ასევე, 2020 წლის 24 მაისს ცვლის უფროსმა გ.ბ.-მ, სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფ 2 ჯარისკაცს, ორი საათიდან ოთხ საათამდე ხანგრძლივობით, 10 კილოგრამზე მეტი წონის ჯავშანჟილეტითა და ჩაფხუტით აღჭურვილებს, ფეხსაცმლის საწმენდი ჯაგრისით, მუხლებზე დაჩოქილ მდგომარეობაში, ახეხინა ყაზარმის საკლასო ოთახის სივრცე, პირსაბანი ოთახის იატაკი და საპირფარეშოს კარი.

გარდა აღნიშნულისა, 2020 წლის 17 ივნისს, ცვლის უფროსმა გ.ბ.-მ სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფ ერთ ჯარისკაცს, დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში, ფეხსაცმლის საწმენდი ჯაგრისით, ჩამუხლულ მდგომარეობაში, ახეხინა ყაზარმის საკლასო ოთახი, პირსაბანი ოთახის სივრცე და საპირფარეშოს კარი.

ინფორმაცია მძიმე დანაშაულზე  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გაავრცელა. დანაშაულები 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

გაზიარება42

დაკავშირებული -პოსტები

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია 12 მაისს სვეტიცხოველში გაიმართება

by მეგა TV
მაისი 11, 2026
0
ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია 12 მაისს სვეტიცხოველში გაიმართება
მთავარი

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია 12 მაისს, სვეტიცხოველში გაიმართება. ინტრონიზაციის თარიღი სრულიად საქართველოს ახალმა კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ გამოაცხადა. ინტრონიზაციის თარიღის შესახებ გადაწყვეტილება ახალმა პატრიარქმა თავად მიიღო. საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად მეუფე შიო...

დაწვრილებითDetails

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მეუფე შიო გახდა

by მეგა TV
მაისი 11, 2026
0
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მეუფე შიო გახდა
მთავარი

საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს- პატრიარქი აირჩია. ქვეყნის 142-ე კათოლიკოს - პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა. მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო. რაც შეეხება პატრიარქობის სხვა კანდიდატებს,...

დაწვრილებითDetails

ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა

by მეგა TV
მაისი 11, 2026
0
ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა
მთავარი

სამების ტაძარში საქართველოს ახალი პატრიარქის ასარჩევი ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა. მღვდელმთავრებმა არჩევანი სამ კანდიდატს - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოს, მროველ-ურბნელ მიტროპოლიტ იობსა და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს შორის...

დაწვრილებითDetails

“გლოვობს მთელი აწყური” – ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ორი ახალ­გაზ­რდა ემსხვერ­პლა

by მეგა TV
მაისი 11, 2026
0
“გლოვობს მთელი აწყური” – ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ორი ახალ­გაზ­რდა ემსხვერ­პლა
მთავარი

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და აწყურ­ში. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ორი ახალ­გაზ­რდა ემსხვერ­პლა, 2 კი და­შავ­და. ავა­რი­ის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სო­ფელ აწყურ­თან "სუ­ბა­რუს" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი ცხენს შე­ე­ჯა­ხა, რის შე­დე­გა­დაც გი­ორ­გი ტა­ბა­ტა­ძე და...

დაწვრილებითDetails

ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა

by მეგა TV
მაისი 11, 2026
0
პროკურატურამ ზურაბ ზვიადაურს ბრალდება წარუდგინა
მთავარი

ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა. საპროცესო შეთანხმების ფაქტს, ზვიადაურის ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე ადასტურებს. ადვოკატის ინფორმაციით, ზვიადაურმა ციხე 2026 წლის მარტში, შეთანხმების პირობების შესაბამისად...

დაწვრილებითDetails

“ჯერ სხვა მანქანას დაეჯახა, მერე ავარდა ტროტუარზე… დააობლეს შვილები” – ახალგაზრდა ქალს გლოვობენ

by მეგა TV
მაისი 11, 2026
0
“ჯერ სხვა მანქანას დაეჯახა, მერე ავარდა ტროტუარზე… დააობლეს შვილები” – ახალგაზრდა ქალს გლოვობენ
მთავარი

გუ­შინ გლ­დან­ში მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ახალ­გაზ­რდა ქა­ლის, ლალი პა­პი­აშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. სამ­სა­ხუ­რი­დან სახ­ლში მი­მა­ვალ ახალ­გაზ­რდა ქალს მან­ქა­ნა ტრო­ტუ­არ­ზე და­ე­ჯა­ხა. მისი გა­დარ­ჩე­ნა ფაქ­ტის თვითმხილ­ვე­ლებ­მა და ტრა­გე­დი­ის ად­გილ­ზე მი­სულ­მა სას­წრა­ფოს ბრი­გა­დამ სცა­და, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ...

დაწვრილებითDetails

თბილისში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 5 ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
მაისი 11, 2026
0
თბილისში ნარჩენების მართვის  კოდექსის დარღვევის 5 ფაქტი გამოვლინდა
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა დედაქალაქში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 5 ფაქტი გამოავლინეს. თბილისის სხვადასხვა უბანში მოქალაქეები საბურავებს, ელექტრო სადენებსა...

დაწვრილებითDetails

სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს

by მეგა TV
მაისი 11, 2026
0
“ორი შვილის თვალწინ იარაღით მოკლა”-ახალგაზრდა კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად,...

დაწვრილებითDetails

ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

by მეგა TV
მაისი 11, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა...

დაწვრილებითDetails

“წარმოდგენილი სამივე კანდიდატი ეკლესიის და ქვეყნის ერთგულია” – მეუფე ანდრია

by მეგა TV
მაისი 11, 2026
0
“წარმოდგენილი სამივე კანდიდატი ეკლესიის და ქვეყნის ერთგულია” – მეუფე ანდრია
მთავარი

წარმოდგენილი სამივე კანდიდატი ეკლესიის და ქვეყნის ერთგულია, - ამის შესახებ გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ (გვაზავა) ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში განუცხადა, სადაც დღეს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება გაიმართება. მისივე თქმით,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"