LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საია შეზღუდვებთან დაკავშირებულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

საია პარტიებს მოუწოდებს, არ დაუშვან კანონპროექტის ინიცირება, რომელიც მიზნად ისახავს ამნისტიის გავრცელებას 20 ივნისს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე

დაპოსტა 2021/04/21-ში
A A
29
ნახვა
გაზიარება

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, არ დაუშვან კანონპროექტის ინიცირება, რომელიც მიზნად ისახავს ამნისტიის გავრცელებას 2019 წლის 20-21 ივნისს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, 20-21 ივნისის აქციის დროს დაზარალებულ პირთა (როგორც დემონსტრანტების, ისე ჟურნალისტების) ინტერესებს როგორც ეროვნულ დონეზე, ისე ევროპულ სასამართლოში იცავენ.

მათივე ცნობით, 2021 წლის 19 ივნისს საია-მ მედიაციის პროცესში ჩართულ მხარეებს მოუწოდა, ხელი მოეწერათ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კომპრომისულ წინადადებაზე. თუმცა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეთანხმების იმპლემენტაცია საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უნდა მოხდეს.

„შეთანხმების დოკუმენტის ერთ-ერთი საგანი პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. შესაბამისი პუნქტის თანახმად, „საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შეთანხმების შესრულების მიზნით, ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე.

კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა დააინიციროს ამნისტიის შესახებ კანონი, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საია იცავს 20-21 ივნისის აქციის დროს დაზარალებულ პირთა (როგორც დემონსტრანტების, ისე ჟურნალისტების) ინტერესებს როგორც ეროვნულ დონეზე, ისე ევროპულ სასამართლოში. 2019 წლის 20-21 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აქციის დაშლა აქციაზე მყოფი პირების უფლებების მასშტაბურ დარღვევაში გადაიზარდა. დაზარალებულთა მიმართ გამოყენებული ძალის უკანონობა და არაპროპორციულობა, დაკავების და შემდგომ პერიოდში არასათანადო მოპყრობა, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლა, აქტიური სპეციალური საშუალებების საკანონმდებლო რეგულირებასთან დაკავშირებული პრობლემები, და გამოძიების არაეფექტიანობა, თავისი არსით, იწვევს ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა), როგორც მატერიალური, ისე პროცედურული ასპექტის დარღვევას”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

საია ხაზგასმით განმარტავს, რომ დაუშვებელია ამნისტიის/შეწყალების გამოყენება სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ადამიანის უფლებათა წინააღმდეგ ჩადენილ სერიოზულ დანაშაულებთან მიმართებით, მათ შორის, არაადამიანური/დამამცირებელი მოპყრობის დროს.

მათივე ცნობით, ამნისტიის გამოყენება იმ პირებთან მიმართებით, რომლებმაც არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის დანაშაულები ჩაიდინეს (იმის მიუხედავად, ეროვნულ დონეზე გამოძიება სწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს თუ არა), კონვენციის მე-3 მუხლს ეწინააღმდეგება, რადგან მსგავსი ქმედება აბრკოლებს ამგვარ დანაშაულებზე წარმოებულ გამოძიებას და, ამავდროულად, იწვევს პასუხისმგებელ პირთა დაუსჯელობას. ასეთი შედეგი კი, არასათანადო მოპყრობის აკრძალვით შექმნილ დაცვის გარანტიებს ილუზორულად აქცევს, და, იმავდროულად, მსუსხავი ეფექტი აქვს პირთა მიერ შეკრების ან/და გამოხატვის თავისუფლებით დაუბრკოლებლად სარგებლობის კუთხით.

„საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილ საქმეებში (იხ. ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ, გირგვლიანი და ენუქიძე საქართველოს წინააღმდეგ) ევროპულმა სასამართლომ მკაცრად გააკრიტიკა ის ფაქტი, რომ კანონმდებელმა ამნისტიის შესახებ კანონის მიღებისას სათანადო ყურადღება არ გაამახვილა სახელმწიფოს წარმომადგენელთა მიერ (იქნება ეს დაბალი თუ მაღალი რანგის სამართალდამცავი) ჩადენილი სერიოზული გადაცდომის სრული სიმკაცრით დასჯის აუცილებლობაზე. ამასთან დაკავშირებით სასამართლომ კიდევ ერთხელ განმარტა საერთაშორისო სამართლით დადგენილი სტანდარტი, რომ სახელმწიფოს წარმომადგენელთა მიმართ ამნისტიის ან შეწყალების გამოყენება არ უნდა იყოს დაშვებული ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებთან დაკავშირებით, მათ შორის, არაადამიანურ/დამამცირებელ მოპყრობასთან მიმართებით. იმავე მიდგომას იზიარებს ინტერ-ამერიკული სასამართლო, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი, გაეროს ადამიანის უფლებათა კომისია, გაეროს წამების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტი, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭო, ეუთო და ევროპული პარლამენტი.

შესაბამისად, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის წინააღმდეგ ჩადენილ სერიოზულ დანაშულებში (იმის მიუხედავად, თუ ეროვნულ დონეზე რა კვალიფიკაციით იქნება საქმე წარმოებული),სახელმწიფოს წარმომადგენელ პასუხისმგებელ პირთა მიმართ ამნისტიის და შეწყალების გამოყენება არის საერთაშორისო სამართლის დარღევა. საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, რომლებიც ამგვარ აკრძალვას ითვალისწინებენ, საქართველოს კანონმდებლობის განუყოფელი ნაწილია, და, კონსტიტუციის შემდეგ იერარქიით ყველაზე მაღლა დგას, შესაბამისად, საქართველო მათ შესრულებაზე ვალდებულია როგორც საერთაშორისო ორგანოების, ისე, საკუთარი მოქალაქეების წინაშე”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

საია მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, არ დაუშვან კანონპროექტის ინიცირება, რომელიც მიზნად ისახავს ამნისტიის გავრცელებას 2019 წლის 20-21 ივნისს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე (იმის მიუხედავად, გამოძიება რა კვალიფიკაციით მიმდინარეობს).

„წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხის ქვეშაა არა მხოლოდ დამნაშავის ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ საზოგადოების ნდობა და პატივისცემა სამართალდამცავი სისტემისადმი, ასევე, სახელმწიფოს ვალდებულების შესრულება, ებრძოლოს დაუსჯელობის განცდას, რომელიც დამნაშავეს შეიძლება გაუჩნდეს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო. შედეგად კი, სხვა სიკეთეთა შორის, ასევე, მნიშვნელოვანი ზიანი ადგება ადამიანების შეკრებისა თუ გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის უფლებას”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება12

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისელმა პიანისტმა ვერონიკა მარგველაშვილმა საერთაშორისო კონკურსზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

by მეგა TV
აგვისტო 3, 2026
0
ქუთაისელმა პიანისტმა ვერონიკა მარგველაშვილმა საერთაშორისო კონკურსზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
კულტურა

ზ. ფალიაშვილის სახელობის #2 სამუსიკო სკოლის მოსწავლემ ვერონიკა მარგველაშვილმა პარიზის საერთაშორისო ახალგაზრდა შემსრულებელთა ონლაინ კონკურსზე - Nouvelles Étoiles – „ახალი ვარსკვლავები“ ლაურეატის წოდება და ვერცხლის მედალი მოიპოვა. (პედაგოგი : მაგდა...

დაწვრილებითDetails

დაღუპულია 6 და დაშავებულია 34 ადამიანი – მძიმე ავარია იტალიაში

by მეგა TV
აგვისტო 3, 2026
0
დაღუპულია 6 და დაშავებულია 34 ადამიანი – მძიმე ავარია იტალიაში
მთავარი

იტალიაში, რიეტი-ტერნის გზატკეცილზე, ლაციოსა და უმბრიას რეგიონების საზღვართან მომხდარ მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევას, სულ მცირე, ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 34 დაშავდა. იტალიური მედიის ინფორმაციით, ავტობუსი, რომელსაც ტურისტები მარმორეს ჩანჩქერის მიმართულებით გადაჰყავდა, საპირისპირო...

დაწვრილებითDetails

გერმანულმა „დოიჩე ველემ“ (DW) ქართული სამსახური გახსნა

by მეგა TV
აგვისტო 3, 2026
0
გერმანულმა „დოიჩე ველემ“ (DW) ქართული სამსახური გახსნა
მთავარი

გერმანიის დამოუკიდებელმა საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველემ“ (DW) 2026 წლის 3 აგვისტოდან აამუშავა ქართულენოვანი სამსახური - ჯერჯერობით მხოლოდ ინსტაგრამზე, DW Kartuli. DW-ს ქართული სამსახური გააშუქებს საქართველოს, ევროპისა და მთელი მსოფლიოს...

დაწვრილებითDetails

შვი­ლის და­ბა­დე­ბის დღე იყო, და­ი­ღუ­პა და დაგვღუ­პა ყვე­ლა – რას ყვებიან გონიოში ტრაგიკულად დაღუპულ კაცზე

by მეგა TV
აგვისტო 3, 2026
0
მთავარი

გო­ნი­ო­ში ცენ­ტრა­ლურ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე მა­მა­კა­ცი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ბარ­გუ­ლი ნა­წი­ლი­დან ჩა­ვარ­და და გარ­და­იც­ვა­ლა. მა­მა­კა­ცი მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. და­ღუ­პუ­ლი 33 წლის ბესო მი­ქე­ლა­ძეა. გარ­დაც­ვლილს მე­უღ­ლე და ერთი შვი­ლი დარ­ჩა. "დიდი...

დაწვრილებითDetails

შეცდომით მოკლული 20 წლის ბიჭი, 35-ზე მეტი მკვლე­ლო­ბა და რამ­დე­ნი­მე ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმა – რა ირკვევა “მოზარდი ქილერების” ქსელზე

by მეგა TV
აგვისტო 3, 2026
0
შეცდომით მოკლული 20 წლის ბიჭი, 35-ზე მეტი მკვლე­ლო­ბა და რამ­დე­ნი­მე ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმა – რა ირკვევა “მოზარდი ქილერების” ქსელზე
მთავარი

ევ­რო­პის მას­შტა­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მას­შტა­ბუ­რი ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მი­აკ­ვლი­ეს სა­შიშ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქსელს, რო­მე­ლიც შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბე­ბის­თვის მო­ზარ­დებს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი­თა და მე­სენ­ჯე­რე­ბით იბი­რებ­და. დაჯ­გუ­ფე­ბა „ფოქსტროტს“, რო­მელ­საც ირა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან მჭიდ­რო კავ­ში­რი აქვს, სა­თა­ვე­ში უდ­გას...

დაწვრილებითDetails

ქუთაისელმა სპორტსმენებმა ევროპის ჩემპიონატზე აკადემიურ ნიჩბოსნობაში ვერცხლის მედალი მოიპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 3, 2026
0
ქუთაისელმა სპორტსმენებმა ევროპის ჩემპიონატზე აკადემიურ ნიჩბოსნობაში ვერცხლის მედალი მოიპოვეს
მთავარი

ქუთაისელმა სპორტსმენებმა გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა აკადემიური ნიჩბოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვესიტალიის ქალაქ ვარეზეში აკადემიურ ნიჩბოსნობაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა - გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა...

დაწვრილებითDetails

გამოვლენილია მოზარდი ქილერების ქსელი – დაკავებულია 280-ზე მეტი პირი – უცხოეთი

by მეგა TV
აგვისტო 3, 2026
0
ქართველმა მამაკაცმა პარტნიორის დახრჩობა სცადა- რას წერს ბერძნული მედია
მთავარი

ევროპის მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა გამოავლინეს დანაშაულებრივი ქსელი, რომელიც სოციალური ქსელებისა და მესენჯერების საშუალებით მოზარდებს შეკვეთილი მკვლელობებისთვის იყენებდა. გამოძიების ინფორმაციით, დაჯგუფება „ფოქსტროტი“ ახალგაზრდებს დიდ ანაზღაურებას ჰპირდებოდა, თუმცა დავალების შესრულების შემდეგ უმეტესობა პოლიციას...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა ცნობილი ექიმი

by მეგა TV
აგვისტო 3, 2026
0
ხონში ახალგაზრდა ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა
მთავარი

ცნობილი ონკოლოგი და ქირურგი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი რემა ღვამიჩავა გარდაიცვალა. ჯანდაცვის სამინისტრო მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სტუდენტებს სამძიმარს უცხადებს და აღნიშნავს, რომ რემა ღვამიჩავამ ქართული მედიცინის განვითარებაში...

დაწვრილებითDetails

აშშ სავიზო დეპოზიტის პროგრამის მოთხოვნებს მუდმივს ხდის – პროგრამაშია საქართველოც

by მეგა TV
აგვისტო 3, 2026
0
ვის შეეხება ვიზების გაცემაზე დაწესებული შეზღუდვა – აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სავიზო დეპოზიტის პროგრამის მოთხოვნებს მუდმივს ხდის, - ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის ფედერალურ რეესტრზე დაყრდნობით ავრცელებს. აშშ-ის ფედერალური რეესტრის ცნობით, მოთხოვნები ვრცელდება B1 და B2 ვიზებზე, რომლებიც ბიზნესისა და...

დაწვრილებითDetails

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
აგვისტო 3, 2026
0
თავის ტკივილი სიცხეში – სპეციალისტის განმარტება
მთავარი

ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს. ცენტრის ინფორმაციით, მაღალი ტემპერატურის პერიოდში სასურველია დღის ყველაზე ცხელ საათებში ქუჩაში გადაადგილებისგან თავის შეკავება. სპეციალისტები მოსახლეობას საკმარისი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"