LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 96 წლის მამაკაცი დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონო დაკავების – 64, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით – 13 შემთხვევა იდენტიფიცირდა – სუს-ი

დაპოსტა 2021/04/19-ში
A A
91
ნახვა
გაზიარება

2020 წელს საქართველოს წინაშე მდგარ მთავარ საფრთხესა და გამოწვევას კვლავ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია წარმოადგენდა, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტს წარედგინა.

დოკუმენტში, უსაფრთხოების მიმართულებით ქვეყნის წინაშე არსებული მთავარი გამოწვევები და საფრთხეებია შეჯამებული.

ამავე დოკუმენტის თანახმად, 2020 წელს საქართველოს წინაშე მდგარ მთავარ საფრთხესა და გამოწვევას კვლავ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია წარმოადგენდა.

„2020 წლის განმავლობაში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონო დაკავების – 64, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით – 13 შემთხვევა იდენტიფიცირდა.

საოკუპაციო რეჟიმმა უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს ხანგრძლივი უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. ამ მხრივ განსაკუთრებით უნდა აღნიშნოს უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძისა და ირაკლი ბებუას საკითხი. აღნიშნული პირების მიმართ საოკუპაციო რეჟიმმა გამოიყენა განსაკუთრებით უსამართლო და არაჰუმანური მიდგომა და მათ მრავალწლიანი უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ციხეში რჩებიან გენადი ბესტაევი და ლაშა ხეთერელი. საანგარიშო პერიოდში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდა საქართველოს ათეულობით მოქალაქე“- ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების მოთხოვნა, მწვავედ დაისვა როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში, ისე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში გამართული შეხვედრებისას. გარდა ამისა, აქტიურად იყო გამოყენებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზი“, რომელიც, განსაკუთრებით ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე, კონკრეტული საკითხების გადასაწყვეტად ეფექტურ ინსტრუმენტს წარმოადგენდა.

რუსეთის ფედერაციისა და მათ მიერ მართული საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციული ქმედებების გამო შეწყვეტილი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრები, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, 2020 წლის 30 ივლისს აღდგა.

გაზიარება36

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისელმა პიანისტმა ვერონიკა მარგველაშვილმა საერთაშორისო კონკურსზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

by მეგა TV
აგვისტო 3, 2026
0
ქუთაისელმა პიანისტმა ვერონიკა მარგველაშვილმა საერთაშორისო კონკურსზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
კულტურა

ზ. ფალიაშვილის სახელობის #2 სამუსიკო სკოლის მოსწავლემ ვერონიკა მარგველაშვილმა პარიზის საერთაშორისო ახალგაზრდა შემსრულებელთა ონლაინ კონკურსზე - Nouvelles Étoiles – „ახალი ვარსკვლავები“ ლაურეატის წოდება და ვერცხლის მედალი მოიპოვა. (პედაგოგი : მაგდა...

დაწვრილებითDetails

დაღუპულია 6 და დაშავებულია 34 ადამიანი – მძიმე ავარია იტალიაში

by მეგა TV
აგვისტო 3, 2026
0
დაღუპულია 6 და დაშავებულია 34 ადამიანი – მძიმე ავარია იტალიაში
მთავარი

იტალიაში, რიეტი-ტერნის გზატკეცილზე, ლაციოსა და უმბრიას რეგიონების საზღვართან მომხდარ მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევას, სულ მცირე, ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 34 დაშავდა. იტალიური მედიის ინფორმაციით, ავტობუსი, რომელსაც ტურისტები მარმორეს ჩანჩქერის მიმართულებით გადაჰყავდა, საპირისპირო...

დაწვრილებითDetails

გერმანულმა „დოიჩე ველემ“ (DW) ქართული სამსახური გახსნა

by მეგა TV
აგვისტო 3, 2026
0
გერმანულმა „დოიჩე ველემ“ (DW) ქართული სამსახური გახსნა
მთავარი

გერმანიის დამოუკიდებელმა საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველემ“ (DW) 2026 წლის 3 აგვისტოდან აამუშავა ქართულენოვანი სამსახური - ჯერჯერობით მხოლოდ ინსტაგრამზე, DW Kartuli. DW-ს ქართული სამსახური გააშუქებს საქართველოს, ევროპისა და მთელი მსოფლიოს...

დაწვრილებითDetails

შვი­ლის და­ბა­დე­ბის დღე იყო, და­ი­ღუ­პა და დაგვღუ­პა ყვე­ლა – რას ყვებიან გონიოში ტრაგიკულად დაღუპულ კაცზე

by მეგა TV
აგვისტო 3, 2026
0
მთავარი

გო­ნი­ო­ში ცენ­ტრა­ლურ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე მა­მა­კა­ცი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ბარ­გუ­ლი ნა­წი­ლი­დან ჩა­ვარ­და და გარ­და­იც­ვა­ლა. მა­მა­კა­ცი მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. და­ღუ­პუ­ლი 33 წლის ბესო მი­ქე­ლა­ძეა. გარ­დაც­ვლილს მე­უღ­ლე და ერთი შვი­ლი დარ­ჩა. "დიდი...

დაწვრილებითDetails

შეცდომით მოკლული 20 წლის ბიჭი, 35-ზე მეტი მკვლე­ლო­ბა და რამ­დე­ნი­მე ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმა – რა ირკვევა “მოზარდი ქილერების” ქსელზე

by მეგა TV
აგვისტო 3, 2026
0
შეცდომით მოკლული 20 წლის ბიჭი, 35-ზე მეტი მკვლე­ლო­ბა და რამ­დე­ნი­მე ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმა – რა ირკვევა “მოზარდი ქილერების” ქსელზე
მთავარი

ევ­რო­პის მას­შტა­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მას­შტა­ბუ­რი ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მი­აკ­ვლი­ეს სა­შიშ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქსელს, რო­მე­ლიც შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბე­ბის­თვის მო­ზარ­დებს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი­თა და მე­სენ­ჯე­რე­ბით იბი­რებ­და. დაჯ­გუ­ფე­ბა „ფოქსტროტს“, რო­მელ­საც ირა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან მჭიდ­რო კავ­ში­რი აქვს, სა­თა­ვე­ში უდ­გას...

დაწვრილებითDetails

ქუთაისელმა სპორტსმენებმა ევროპის ჩემპიონატზე აკადემიურ ნიჩბოსნობაში ვერცხლის მედალი მოიპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 3, 2026
0
ქუთაისელმა სპორტსმენებმა ევროპის ჩემპიონატზე აკადემიურ ნიჩბოსნობაში ვერცხლის მედალი მოიპოვეს
მთავარი

ქუთაისელმა სპორტსმენებმა გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა აკადემიური ნიჩბოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვესიტალიის ქალაქ ვარეზეში აკადემიურ ნიჩბოსნობაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა - გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა...

დაწვრილებითDetails

გამოვლენილია მოზარდი ქილერების ქსელი – დაკავებულია 280-ზე მეტი პირი – უცხოეთი

by მეგა TV
აგვისტო 3, 2026
0
ქართველმა მამაკაცმა პარტნიორის დახრჩობა სცადა- რას წერს ბერძნული მედია
მთავარი

ევროპის მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა გამოავლინეს დანაშაულებრივი ქსელი, რომელიც სოციალური ქსელებისა და მესენჯერების საშუალებით მოზარდებს შეკვეთილი მკვლელობებისთვის იყენებდა. გამოძიების ინფორმაციით, დაჯგუფება „ფოქსტროტი“ ახალგაზრდებს დიდ ანაზღაურებას ჰპირდებოდა, თუმცა დავალების შესრულების შემდეგ უმეტესობა პოლიციას...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა ცნობილი ექიმი

by მეგა TV
აგვისტო 3, 2026
0
ხონში ახალგაზრდა ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა
მთავარი

ცნობილი ონკოლოგი და ქირურგი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი რემა ღვამიჩავა გარდაიცვალა. ჯანდაცვის სამინისტრო მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სტუდენტებს სამძიმარს უცხადებს და აღნიშნავს, რომ რემა ღვამიჩავამ ქართული მედიცინის განვითარებაში...

დაწვრილებითDetails

აშშ სავიზო დეპოზიტის პროგრამის მოთხოვნებს მუდმივს ხდის – პროგრამაშია საქართველოც

by მეგა TV
აგვისტო 3, 2026
0
ვის შეეხება ვიზების გაცემაზე დაწესებული შეზღუდვა – აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სავიზო დეპოზიტის პროგრამის მოთხოვნებს მუდმივს ხდის, - ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის ფედერალურ რეესტრზე დაყრდნობით ავრცელებს. აშშ-ის ფედერალური რეესტრის ცნობით, მოთხოვნები ვრცელდება B1 და B2 ვიზებზე, რომლებიც ბიზნესისა და...

დაწვრილებითDetails

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
აგვისტო 3, 2026
0
თავის ტკივილი სიცხეში – სპეციალისტის განმარტება
მთავარი

ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს. ცენტრის ინფორმაციით, მაღალი ტემპერატურის პერიოდში სასურველია დღის ყველაზე ცხელ საათებში ქუჩაში გადაადგილებისგან თავის შეკავება. სპეციალისტები მოსახლეობას საკმარისი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"