LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
30 წელიწადში მივიღეთ ახალი თაობა – სრულიად თავისუფალი, უშიშარი და უკომპლექსო – სალომე ზურაბიშვილი

არ შეიძლება აღვნიშნავდეთ 9 აპრილს და ამავდროულად არ გვესმოდეს, რომ ჩვენი ერთადერთი ძალა მხოლოდ ერთად დგომაშია – სალომე ზურაბიშვილი

დაპოსტა 2021/04/09-ში
A A
25
ნახვა
გაზიარება

არ შეიძლება აღვნიშნავდეთ 9 აპრილს და ამავდროულად არ გვესმოდეს, რომ ჩვენი ერთადერთი ძალა მხოლოდ ერთად დგომაშია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ერთიანობა ვერ მოიპოვება დაძალებით, ვერც სხვისი მონობით – „ეს გზა განვლილი გვაქვს და აღარ დავუბრუნდებით“.

„დღეს ვიკრიბებით საქართველოს პარლამენტში, სადაც 30 წლის წინ ხელი მოეწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. ეს დღე ავირჩიე წლიური მოხსენებისთვის, რამეთუ ეს თარიღი დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანეს მოვლენებთან. 9 აპრილი უფრო ხშირად გაიგივებულია 1989 წლის ტრაგედიასთან და გლოვასთან. თუმცა, 1991 წლის 9 აპრილმა დაძლია ეს ტრაგედია და გადააქცია გამარჯვების სიმბოლოდ. სახელმწიფოსთვის ეს დღე სამმაგი გამარჯვების დღეა! პირველი იმიტომ, რომ 9 აპრილის მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც რუსულ ტანკებს არ შეუშინდნენ და ხელიდან არ გაუშვეს სამფეროვანი დროშა, არიან გამარჯვების წინამორბედები. ამიტომ, ჩვენ მათ პატივს უნდა ვცემდეთ არა როგორც მსხვერპლს, არამედ როგორც გამარჯვებულებს. მათი გამარჯვებაა ის, რომ 30 წლის შემდეგ საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა! მეორე იმიტომ, რომ 9 აპრილი მოჰყვება 31 მარტს, ანუ რეფერენდუმის უდიდეს გამარჯვებას, რომლითაც საქართველომ თავისი ერთსულოვანი ნება გამოხატა. მაშინ არც დამკვირვებლები გვჭირდებოდა, არც გადათვლები და ვერავინ დააყენებდა ეჭვქვეშ ჩვენს ერთობლივ გადაწყვეტილებას – ქვეყანა გამოცახდებულიყო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. ეს იყო გამარჯვება – 70-წლიან საბჭოთა იდეოლოგიასა და ტოტალიტარულ სისტემაზე. სისტემაზე, რომელიც ყველა საშუალებით ცდილობდა (დღესაც ვიმკით ამის ზოგ შედეგს) დაექუცმაცებინა, დაეშალა საქართველო და ერთმანეთთან დაეპირისპირებინა საქართველოს მოქალაქეები. მესამე იმიტომ, რომ 9 აპრილს მიღებული დამოუკიდებლობის აქტი ნიშნავს, რომ ყველამ ერთად გაიმარჯვა – 1921 წლის იუნკერებმა, 1923 წელს დახვრეტილმა ოფიცრებმა და საქართველოს პატრიარქმა ამბროსიმ, 1922, 1923, 1924 წლების აჯანყებულებმა და ცხადია, 9 აპრილის გმირებმა და ზვიად გამსახურდიამ, გაიმარჯვეს ბევრად უფრო ღონიერ მტერზე (შეგნებულად არ ვამბობ „ძლიერ“) და აღდგა საუკუნოვანი ისტორიის მქონე სახელმწიფო. 9 აპრილის გამარჯვება იმაშიც ვლინდება, რომ სწორედ 1918 წლის სახელმწიფოს სამართარლმემკვიდრედ აღდგა საქართველო, ანუ (და ამას ხაზ გასმა სჭირდება) ჩვენი სამართლებრივი ისტორიიდან მონობის და გაუცხოების 70 წელი ამოიშალა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ჩვენს მიერ განვლილი 30 წელი იყო რთული წლები – კონფლიქტების, ომის, ძმათა დაპირისპირების, ტერიტორიების ოკუპაციის, მსხვერპლის – მაგრამ შეუფერხებელი წინსვლის, განვითარების და საკუთარ – ეროვნულ და ევროპულ – გზაზე დაბრუნების! არ შეიძლება დღეს და აქ წარმოთქმული ჩემი სიტყვა იყოს წარსულის მიმოხილვა.

„ჩვენი წარსული იმდენად ღირებულია, იმდენად უნდა ვიცოდეთ და გვაინტერესებდეს, რამდენადაც ის ქმნის ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი დღის ნიადაგს: ის ან ერთმანეთს გვაშორებს და გვასუსტებს, ან, პირიქით, გვაერთიანებს და გვაძლიერებს! სწორედ ამიტომ არ შეიძლება აღვნიშნავდეთ 9 აპრილს და ამავდროულად არ გვესმოდეს, რომ ჩვენი ერთადერთი ძალა მხოლოდ ერთად დგომაშია. ერთიანობა ვერ მოიპოვება დაძალებით, ვერც სხვისი მონობით. ეს გზა განვლილი გვაქვს და აღარ დავუბრუნდებით. მაშასადამე, მრავალფეროვნება, მრავალაზროვნება, ასევე, მრავალპარტიულობა, ამ ერთიანობის განუყოფელი ნაწილია და ამას თავისუფლება ჰქვია. ეს თავისთავად იმასაც ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ დათმობაც, სხვისი აზრის გათვალისწინება თუ არა, სულ ცოტა, გაგება მაინც, და ქვეყნის ინტერესების ჩვენს პირად, პარტიულ თუ სხვა ინტერესებზე მაღლა მუდამ დაყენება! ჩვენმა წარსულმა გვასწავლა, რომ ვიმარჯვებთ მაშინ, როცა ერთად ვართ, და არა პირიქით – როცა ორ ბანაკად ვართ გაყოფილი და არც ერთ მხარეს არ სურს მოისმინოს მეორის მოსაზრებები. 9 აპრილი ამის დასტურია. დღეს, როცა ქვეყანა ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას, საკუთარ ისტორულ გამოცდილებას უნდა ენდოს და ერთობის გზა მონახოს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

გაზიარება10

დაკავშირებული -პოსტები

შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
მთავარი

საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც დაიკავებს მამუკა მდინარაძე.   საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც დაიკავებს მამუკა მდინარაძე.  ...

დაწვრილებითDetails

ქვეყანა დენთის კასრზე ზის, სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა და იმედი მაქვს, პატრიარქის ხმას გავიგებთ – ფიქრია ჩიხრაძე

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
ივანიშვილის შექმნილი რუსული ყაიდის მმართველობითი სისტემა, რომელიც დაფუძნებულია შიშზე, იძულებაზე, ადამიანების კონტროლზე, ინგრევა, ამ ნგრევის დადასტურებაა განათლების მინისტრის უეცარი გადადგომა- ფიქრია ჩიხრაძე
მთავარი

ქვეყანა დენთის კასრზე ზის, სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა - საპატრიარქომ ამაზე ხმა უნდა ამოიღოს. იმედი მაქვს, პატრიარქის ხმას გავიგებთ, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ფიქრია ჩიხრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა...

დაწვრილებითDetails

შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო – აშშ-ის საელჩო საქართველოში

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუდმივი დარღვევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მიმდინარე ბრძოლას უსვამს ხაზს – ამერიკის საელჩო
მთავარი

ჩვენ შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო. სიცრუესა და მცდარ შეხედულებებზე საუკეთესო პასუხი მეტი სიტყვის თავისუფლებაა და არა იძულებით დამყარებული დუმილი, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოში...

დაწვრილებითDetails

MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა სიწმინდეების დასაცავად მოძრაობა დააფუძნა

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა  სიწმინდეების დასაცავად მოძრაობა დააფუძნა
მთავარი

MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად სიწმინდეების დასაცავად მოძრაობა დააფუძნა - ამის შესახებ განცხადება მან  საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. მათი თქმით, მოძრაობას "მყისიერი რეაგირება ექნება სიწმინდეების, წინაპრების, რელიგიისა და ისტორიის შეურაცხყოფაზე"...

დაწვრილებითDetails

„პოლიტიკურ საბოტაჟს „ენგურზე“ ვერ გამოვრიცხავ – რუსეთს ყველა ბერკეტი აქვს, რომ საქართველოში „ლოქდაუნი“ მოაწყოს“ – გია ხუხაშვილი

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
რა გადაწყვეტილებებს მიიღებს საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირი დამოკიდებულია იმაზე, რა იქნება აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოზიცია – ახალი წლის მერე ველოდები ნისლის მოშორებას, საით მიდის პროცესი – გია ხუხაშვილი
მთავარი

„პოლიტიკურ საბოტაჟს რუსეთის მხრიდან არ გამოვრიცხავ; „ლოქდაუნმა“ დიდწილად გადაფარა სასანქციო პოლიტიკა“ - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა ელექტროენერგიის წყვეტის მიზეზებზე საუბრისას განაცხადა. როგორც მანვე აღნიშნა, რუსეთს...

დაწვრილებითDetails

კრიპტოსაწარმოები ვამპირები არიან და ენერგოსისტემაზე დატვირთვას ქმნიან, ამის შედეგია გახშირებული ავარიები – რომან გოცირიძე

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
მოვუწოდებ პრეზიდენტს, ხვალ აიღეთ ბილეთი და წადით – იარეთ, იარეთ, როგორც დადიოდით „ქართული ოცნების“ და მტრის ჯინაზე – რომან გოცირიძე
მთავარი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომან გოცირიძე თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში კრიპტოვალუტის მოპოვების დაუყოვნებლივ აკრძალვას ითხოვს. „ეროვნული ბანკის“ ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, „კრიპტოსაწარმოები“ ქვეყნის ენერგოსისტემას ანგრევენ, სარგებლობენ დაუმსახურებელი საგადასახადო და ენერგეტიკული შეღავათებით და რეალურად მმართველი გუნდის ბიზნესკლანის...

დაწვრილებითDetails

შვილმა მამა მოკლა – ცხედარი კი საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა

by მეგა TV
ივლისი 24, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

კახეთში, შვილმა მამა მოკლა - გარდაცვლილს სასიკვდილო ჭრილობები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. შსს-ს ცნობით, შვილმა კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა. გამოძიებით დადგინდა, რომ სისხლიანი ანგარიშსწორება ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. სამართალდამცველებმა...

დაწვრილებითDetails

საქართველოს მთავრობასთან კავშირი პრაქტიკულად არ გვაქვს და არც მისი მხარდაჭერა გვსურს – გვსურს მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს – კაია კალასი

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
საქართველოსთან დაკავშირებით, დიპლომატური პასპორტებისთვის შეჩერებული გვაქვს უვიზო რეჟიმი – კაია კალასი
მთავარი

საქართველოს მთავრობასთან კავშირი პრაქტიკულად არ გვაქვს და არც მისი მხარდაჭერა გვსურს - გვსურს მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა...

დაწვრილებითDetails

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა და ეს ტრაგიკული მოვლენაა – რეზოლუციის ტექსტი შეფასებასაც არ იმსახურებს – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ივლისი 10, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა - ტექსტი შეფასებასაც არ იმსახურებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ „ჰააგის დეკლარაციას“ გამოეხმაურა, რომელიც...

დაწვრილებითDetails

“ქართული ოცნება ” ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას “პოლიტიკურ შურისძიებაში” ადანაშაულებს

by მეგა TV
ივლისი 8, 2026
0
“ქართული ოცნება ” ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას  “პოლიტიკურ შურისძიებაში” ადანაშაულებს
მთავარი

„ქართული ოცნების“ წევრი ლევან მახაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას საქართველოს საკითხზე „გადამოწმებული ფაქტების ნაცვლად პოლიტიკური ჰედლაინებით“ ხელმძღვანელობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. მისი მტკიცებით, ორგანიზაცია არჩევნებთან,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"