საქართველოს მიუსაფარ ბავშვთა დღისა და 24 საათიანი ცენტრი უკვე 6 წელია რა ქუთაისში გაიხსნა. ამ ეტაპისათვი აქ 5 ბავშვი ცხოვრობს ხოლო მთლიანობაში დღის ცენტრი 26 ბავშვს უწევს სხვადასხვა სახის დახმარებას . აქ ის პატარები და მოზარდები ირიცხებიან, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო ქუჩაში მოხვდნენ . ცენტრი მათ და მათ ოჯახებს ეკონომიკური სოციალური პრობლემების დაძლევასა და საზოგადოებაში ინტეგრაციაში უწყობს ხელს . საქართველოს მიუსაფარ ბავშვთა დღისა და 24 საათიანი ცენტრი ქუთაისში როგორც უკვე აღვნიშნეთ 6 წლის გახსნილია . ცენტრი world vision-ის ორგანიზებითა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანადაფინანსებით ფუნქციონირებს .
მიწისძვრა ნეაპოლში, დაშავდა რამდენი ადამიანი, დაზიანდა შენობები
4,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა ფლეგრეის ველებზე — ვულკანურ ზონაში, რომელიც სამხრეთ იტალიაში, ნეაპოლის მახლობლად მდებარეობს; შემთხვევის შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი, დაზიანდა შენობები და ეკლესიები. იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნულმა...









