“ჟუჩოკებით” სავსე ქვეყანა! ამ წუთებში ჩემი ბიძაშვილის სახლში იპოვეს გამოძახებულია პოლიცია! ველოდებით “ჟუჩოკის” ჩამდები პოლიციელების იდენტიფიცირებას!” – დაწერა გვიან ღამით სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა გიორგი ახალკაცმა
„მოსასმენი აპარატის აღმოჩენამდე ბინაში პოლიცია იყო მოსული, ორდერის გარეშე და სახლი გაჩხრიკეს. სახლში ბიძა და მისი მეუღლე იყვნენ. მათთვის არავის აუხსნია, რატომ ჩხრეკდნენ სახლს. როდესაც ჩემი ბიძაშვილი სახლში დაბრუნდა, ნახა კარადაზე მიმაგრებული მოსასმენი. სავარაუდოდ, მოსასმენის დასადებად გაჩხრიკეს სახლი. გამოვიძახეთ პოლიცია და წაიღეს აპარატი უკან. თქვეს, რომ არ იციან, საიდან აღმოჩნდა სახლში მოსასმენი” – თქვა ახალკაცმა გამოცემასთან “ქართლის ამბები” საუბრისას









