საქართველოს მიუსაფარ ბავშვთა დღისა და 24 საათიანი ცენტრი უკვე 6 წელია რა ქუთაისში გაიხსნა. ამ ეტაპისათვი აქ 5 ბავშვი ცხოვრობს ხოლო მთლიანობაში დღის ცენტრი 26 ბავშვს უწევს სხვადასხვა სახის დახმარებას . აქ ის პატარები და მოზარდები ირიცხებიან, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო ქუჩაში მოხვდნენ . ცენტრი მათ და მათ ოჯახებს ეკონომიკური სოციალური პრობლემების დაძლევასა და საზოგადოებაში ინტეგრაციაში უწყობს ხელს . საქართველოს მიუსაფარ ბავშვთა დღისა და 24 საათიანი ცენტრი ქუთაისში როგორც უკვე აღვნიშნეთ 6 წლის გახსნილია . ცენტრი world vision-ის ორგანიზებითა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანადაფინანსებით ფუნქციონირებს .
პირველი აგვისტოს ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცვალებადი მიმართულების ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +17, +22°, დღისით +28,...









