LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რა ელის საქართველოს ეკონომიკას, თუ მესამე ლოკდაუნი გამოცხადდა?!

რა ელის საქართველოს ეკონომიკას, თუ მესამე ლოკდაუნი გამოცხადდა?!

დაპოსტა 2021/03/29-ში
A A
283
ნახვა
გაზიარება
ბოლო დღეებში ხელისუფლებამ დაიწყო საუბარი, რომ შესაძლოა საჭირო გახდეს შეზღუდვების მესამე ტალღა, მიზეზად კი ბოლო ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა ზრდა და პირბადის ტარების მაჩვენებლის შემცირება დასახელდა.

ჯერჯერობით ლაპარაკია რეგულაციების შესაძლო გამკაცრებაზე ცალკეულ რეგიონებში, თუმცა ამან უკვე გაუჩინა უარყოფითი მოლოდინი კერძო სექტორს – ბიზნესის კიდევ ერთხელ ჩაკეტვა მათთვის საკონტროლო გასროლის ტოლფასი იქნება. გაუძლებს თუ არა ქვეყანა მესამე ლოკდაუნს, ამ საკითხზე ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტ პაატა ბაირახტარს ვესაუბრეთ.

– ამ ეტაპზე საქართველოს რამდენიმე რეგიონი გამოირჩევა ინფიცირებულთა ზრდის მაჩვენებლით, გამომდინარე აქედან, ხომ არ შეიძლება სრული ლოკდაუნის ნაცვლად ხელისუფლებამ წერტილოვანი შეზღუდვების გადაწყვეტილება მიიღოს?

– უპირველესად უნდა გავითვალისწინოთ, რომელ რეგიონებზეა საუბარი. მე რაც მოვისმინე, განიხილება დედაქალაქი, იმერეთი და გურია.ეს რეგიონები ჩვენი ეკონომიკის ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, მათი წილი მშპ-ის ფორმირებაში 40%-ს აღემატება. როგორ წარმოგიდგენიათ, 40%-ით გაჩერებული ეკონომიკა ახლა წერტილოვნად იქნება შეზღუდული? მით უფრო, რომ ჩვენს ხელისუფლებასა და ეკონომიკურ გუნდს წერტილოვანი შეზღუდვები ცოტა სხვაგვარად ესმით. შარშან შემოდგომაზე გამოცხადებულ ლოკდაუნსაც წერტილოვანი შეზღუდვები უწოდეს, თუმცა ის თითქმის არაფრით განსხვავდებოდა გაზაფხულზე გამოცხადებული ე.წ. სრული ლოკდაუნისგან, რომელმაც ჩვენს ეკონომიკაზე დამანგრევლად იმოქმედა. სწორედ შეზღუდვების მეორე ტალღა იყო იმ კატასტროფული ეკონომიკური ვარდნის განმაპირობებელი, რომელზეც ვაფრთხილებდით ხელისუფლებას.

შარშან ჩვენი ეკონომიკა 6,8%-ით შემცირდა. ეს რეგიონში ყველაზე დიდი ეკონომიკური ვარდნაა, თუ არ ჩავთვლით სომხეთს, რომელმაც კორონაკრიზისთან ერთად ომიც გადაიტანა. გასულ წელს ჩვენს მეზობელ ქვეყნებში გაცილებით ნაკლები იყო ეკონომიკური ვარდნა და მეტიც, რიგ ქვეყნებში ეკონომიკა გაიზარდა კიდეც. როგორ მიაღწიეს ამგვარ შედეგს? მათზე არ მოქმედებდა კორონაკრიზისი? არა, უბრალოდ, ამ ქვეყნებმა სწორი ეკონომიკური პოლიტიკა წარმართეს და ყველა სექტორი ხელის ერთი მოსმით არ დაუხურავთ.

– თუ იმავე სცენარით წავედით, როგორიც გვქონდა გასული წლის შემოდგომაზე, გაუძლებს თუ არა ამას ქვეყნის ეკონომიკა?

– ცხადია, ვერ გაუძლებს. მეტსაც გეტყვით, ჩვენმა ეკონომიკამ ვერც მეორე ლოკდაუნს გაუძლო და აგიხსნით რატომ. როცა შემოდგომაზე ვამბობდი, რომ შეზღუდვების მეორე ტალღას ჩვენი ეკონომიკა ვერ გაუძლებდა, ამას ბევრი სკეპტიკურად უყურებდა და დღეს ჰგონიათ, რომ ეკონომიკა გადარჩა. არა, ეკონომიკა ვერ გადარჩა, მან მეორე ლოკდაუნს ვერ გაუძლო. ამის ნათელი დასტური კი დღევანდელი მაკროეკონომიკური პარამეტრებია, რაზეც ვაფრთხილებდით ხელისუფლებას შეზღუდვების განმეორების შემთხვევაში. როცა 17-მილიარდიანი ეკონომიკა ერთ წელიწადში 1,6 მილიარდით მცირდება, ეს, ფაქტობრივად, ეკონომიკის დასასრულია; როცა ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი, დოლარში გამოსახული, 2012 წლის ნიშნულზე ჩამოდის, მერწმუნეთ, ესეც დასასრულია; როცა ერთ წელიწადში ქვეყანაში უმუშევრობის დონე 12-დან 20%-მდე იზრდება, ცხადია, ეს ქვეყნის ეკონომიკური ტრაგედიაა. მხოლოდ პირველი ლოკდაუნის შემდეგ 100 000 მოქალაქემ მიმართა შემოსავლების სამსახურს უმუშევრობის შემწეობის მისაღებად. ჩრდილოვან სექტორში დასაქმებულმა რეგისტრაცია ვერ გაიარეს, თორემ უმუშევრად დარჩენილთა რიცხვი გაცილებით მეტი იყო. პირველ ჩაკეტვას მალევე მეორე ლოკდაუნიც მოვაყოლეთ და სხვადასხვა შიდა თუ ინსაიდერული ინფორმაციით, შეზღუდვების შემდეგ უმუშევრად დარჩენილთა რიცხვი 400 000 კაცამდე გაიზარდა. ამ მონაცემების გაანალიზების შემდეგ კიდევ აქვს ვინმეს ილუზია, რომ ჩვენმა ეკონომიკამ მეორე ლოკდაუნი გადაიტანა?!

– რას უნდა ველოდოთ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა მაინც გამოაცხადებს შეზღუდვების მესამე ტალღას?

– ეს ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის შეზღუდვების სიძლიერეზეც. თუ დავუშვებთ, რომ შემოდგომის ლოკდაუნი განმეორდება, მაშინ მდგომარეობა უმძიმესი იქნება. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე, დოლარში გამოსახული, კიდევ უფრო შემცირდება და დაახლოებით 4.000 დოლარის დონეზე ჩამოვა. უმუშევართა ზემოთ ხსენებულ რაოდენობას კიდევ დაემატება 100-150 ათასი კაცი. მთავრობა ამ მდგომარეობას ფისკალური და სოციალური სტიმულების პაკეტით უპასუხებს, რაც კიდევ უფრო გაზრდის ლარის მასას, რომელიც შარშანდელ იმავე პერიოდთან შედარებით ისედაც თითქმის 2 მილიარდით არის გაზრდილი.

ამ პროცესების განეიტრალებას საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) ინტერვენციებით შეეცდება, რასაც ვერ მოახერხებს და არც გააჩნია ამის რესურსი. თავის მხრივ, ეს პროცესები გამოიწვევს ლარის ნომინალური კურსის გაუფასურებას, რომელიც მნიშვნელოვნად გადაიხრება წონასწორობის არსებული ნიშნულიდან და დაიწყებს ახალი წონასწორობის ნიშნულის ძებნას. ნომინალური კურსის გაუფასურება, ცხადია, გამოიწვევს წნეხს ფასების საერთო დონეზე. ამას ვერ გაუმკლავდება სებ-ის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი ინფლაციის წინააღმდეგ, რომელიც რეფინანსირების განაკვეთის ზრდით გამოიხატება. იმდენად, რამდენადაც სებ-ს არ გააჩნია მიწოდების შოკების საწინააღმდეგო მნიშვნელოვანი ბერკეტები, უნდა ველოდოთ, რომ სებ-ი ინფლაციის ახალ ტალღასაც ვერ გაუმკლავდება.

– ბოლო დღეებში ლარის კურსი უფასურდება. ოფიციალური კურსი უკვე 3,37-იან ნიშნულს გასცდა. შესაძლებელია თუ არა ეს დაკავშირებული იყოს მოსალოდნელ შეზღუდვებთან?

– რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ ეს იყო ე.წ. მოლოდინების არხიდან წამოსული გაუფასურება. სქემა ასეთია – სავალუტო ვაჭრობის მონაწილეები აკვირდებიან ეკონომიკაში მიმდინარე ყველა პროცესს და როცა ხედავენ, რომ ყოველი შეზღუდვების გამოცხადებისას კურსი მნიშვნელოვან მერყეობას იწყებს, ცხადია, პოტენციური გაუფასურების თავიდან ასაცილებლად ცდილობენ მოიშორონ ეროვნული ვალუტა და რეზერვები უფრო მყარ ვალუტაში გადაიტანონ (ამას ჰეჯირებასაც უწოდებენ, თუმცა თავისი ბუნებით ეს ჰეჯირება ნაკლებად არის). ჩნდება აჟიოტაჟური მოთხოვნა დოლარზე, რაც უკვე ტექნიკურად წარმოქმნის წნეხს ეროვნულ ვალუტაზე.

ამაში გვარწმუნებს ეროვნული ბანკის მოქმედებებიც. სებ-მა გასულ კვირას სავალუტო ბაზარზე 40 მლნ დოლარი გამოიტანა და მას შემდეგ შორიდან აკვირდება ლარის დევალვაციას. ეს იმიტომ, რომ როგორც წესი, ძნელია ცენტრალურმა ბანკმა აჟიოტაჟურ მოთხოვნას რეზერვები დაუპირისპიროს. თუმცა აუცილებელია ამ დროს იყოს აქტიური კომუნიკაცია სავალუტო ვაჭრობის მონაწილეებთან აჟიოტაჟური ფონის გასაფანტავად.

სავალუტო ვაჭრობის მონაწილეები ჯანდაცვის მინისტრის ჩამოუყალიბებელი და გაურკვეველი განცხადებებით არ უნდა იღებდნენ გადაწყვეტილებებს.

– ლოკდაუნზე საუბარმა მკვეთრად უარყოფითი მოლოდინი გაუჩინა ბიზნესს, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ მიეცა ამუშავების შესაძლებლობა. ზოგი ამბობს, რომ თუ კიდევ ერთხელ მოუწევთ გაჩერება, მაშინ სავსებით რეალურია, რომ მათ გადახდისუუნარობის საფრთხე დაუდგეთ. ამჯერად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება არა მარტო მომსახურების სექტორი, არამედ ახალმა ტალღამ შესაძლოა უკვე ფინანსური სექტორიც ჩაითრიოს.

– ეს სავსებით რეალურია. ბიზნესისთვის ყოველი ახალი ჩაკეტვა წინაზე გაცილებით მძიმე და მტკივნეულია იმდენად, რამდენადაც ბიზნესი გახსნის შემდეგ აღდგენისთვის ცდილობს რესურსების მობილიზებას – იქნება ეს კომერციული ინსტიტუტებიდან მოზიდული ფინანსური რესურსი თუ სახელმწიფოს ფისკალური სტიმულების პაკეტები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბიზნესი აღდგენისთვის ვალებს იღებს და გახსნის შემდგომ ერთად უწევს მანამდე არსებული ხარჯებისა და ახალი ვალების მომსახურება. როცა ასეთ რეალობაში ჩვენ ბიზნესს ხელახლა ვკეტავთ, ცხადია, მას გაცილებით უფრო რთულ ვითარებაში ვაგდებთ, ვიდრე მანამდე იყო. ეს აქსიომაა.

რაც შეეხება თქვენს შეკითხვას ფინანსური სექტორის შესახებ. თუ შევხედავთ, რომელ სექტორებზეა გაცემული ყველაზე მეტი ვალი, ვნახავთ, რომ მომსახურების სექტორი მოწინავეა. შესაბამისად, თუ ამ სექტორს კვლავ შეექმნა პრობლემები, ის ვეღარ გაუმკლავდება მესამე ჩაკეტვას და გარდაუვალია ვალების მომსახურების პრობლემის შექმნა. თავის მხრივ, ეს პრობლემაა ფინანსური ინსტიტუტებისთვის. სხვათა შორის, ბანკებმა უკვე ორგზის გადაუვადეს კერძო სექტორს ვალდებულებები, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არც საფინანსო სექტორია ყოვლისშემძლე და ის პირდაპირ არის დამოკიდებული ჩვენს კერძო სექტორზე. ერთი სიტყვით, შეუძლებელია გავწიროთ კერძო სექტორი და შემდეგ ეს საფინანსო სექტორზე არ აისახოს.

– წინა შეზღუდვების დროს ხშირად რეგულაციების ამოქმედება მყისიერად ხდებოდა, რაც ბიზნესს მძიმე მდგომარეობაში აყენებდა. უნდა შემუშავდეს თუ არა ერთგვარი გზამკვლევი კერძო სექტორისთვის, რომლის მიხედვითაც წინასწარ გვეცოდინება დაავადების სტატისტიკის მიხედვით, ინფიცირებულთა რა რაოდენობაზე რა სახის რეგულაციები და შეზღუდვები შეიძლება ამოქმედდეს?

– ამა თუ იმ გამოწვევის წინ ბიზნესი რაც მეტად არის ინფორმირებული, მომზადებისთვის გაცილებით მეტი დრო აქვს. თუმცა დღეს იმ მდგომარეობაშია ჩვენი ეკონომიკა, რომ მას მხოლოდ ინფორმირებულობა ვერ უშველის. ძალიან ბევრი ბიზნესი ჩაკეტვას ვეღარ გადაიტანს, კომუნიკაციით მოხდება ეს თუ მის გარეშე. არ შეიძლება პანდემია მხოლოდ ეკონომიკური შეზღუდვებით იმართებოდეს. არ შეიძლება ორი წლის განმავლობაში მთელ ეკონომიკას მართავდეს სამი ექიმი, რომელთაც წარმოდგენა არა აქვთ, როგორ მუშაობს ეკონომიკა. ხშირად მოჰყავთ სხვადასხვა ქვეყნის მაგალითი, რომ თურმე ისინიც იკეტებიან. ჯერ იმ ქვეყნების რესურსს შევხედოთ, შემდეგ ეკონომიკურ სტრუქტურას და ამის შემდეგ შევედაროთ მათ რეგულაციებით.

უტრირებულად რომ ვთქვათ, როცა მთელი ქვეყნის ეკონომიკა ათ რესტორანზე დგას და შენ ათივეს ხურავ, არ შეიძლება შეედარო ისეთ ქვეყანას, რომელსაც ათი რესტორნის გარდა, 100 მოქმედი ქარხანა აქვს. ხშირად განიხილავენ აშშ-ის მაგალითს, რომ თურმე ისიც აწესებს ეკონომიკურ შეზღუდვებს. კი, ნამდვილად ჰქონდა ეკონომიკური შეზღუდვები, მაგრამ საპასუხოდ 3 ტრილიონის ფისკალური სტიმულების პაკეტი დაამტკიცა მთავრობამ. არაფერს ვამბობ ვაქცინაციის ტემპზე. ვაქცინა უკვე გვაქვს და ამის მიუხედავად, სომხეთით დაწყებული, უკრაინით დამთავრებული ყველა გვისწრებს ვაქცინაციის ტემპით. თურქეთმა მოსახლეობის 19%-ზე მეტის ვაქცინაცია მოასწრო და ამის ფონზე ჩვენი “მუშკეტერები” თუ ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები ეკონომიკური შეზღუდვების გარდა ვერაფერს გვთავაზობენ.

წყარო: „კვირის პალიტრა”

გაზიარება113

დაკავშირებული -პოსტები

დღეს თავისუფალი პრესის დღეა

by მეგა TV
მაისი 3, 2026
0
დღეს თავისუფალი პრესის დღეა
მთავარი

3 მაისს თავისუფალი პრესის მსოფლიო დღე აღინიშნება. ეს დღე გაეროს გენერალური ასამბლეის 1993 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაწესდა. ამას წინ უძღოდა 1991 წლის 3 მაისს აფრიკელი ჟურნალისტების შეკრება ნამიბიის დედაქალაქ...

დაწვრილებითDetails

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
მაისი 3, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

საბერძნეთში ჰაერში სროლის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს. შემთხვევა ადგილობრივი დროით დილის 06:30 საათზე მოხდა. როგორც ბერძნული მედია წერს, დაკავებული ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა.   ის პოლიციამ ადგილზევე დააკავა.   დაკავებულის...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდი იქნება 3 მაისს საქართველოში

by მეგა TV
მაისი 3, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

სინოპტიკოსების პროგნოზით, 3 მაისს საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.   ტემპერატურა ქალაქების მიხედვით:   გაგრა +16 - წვიმა   სოხუმი +16 - წვიმა   ზუგდიდი +17 - წვიმა...

დაწვრილებითDetails

3 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 3, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღე ენერგიულად დაიწყება, მაგრამ მნიშვნელოვანია არ იჩქარო გადაწყვეტილებებში. სამსახურში შეიძლება ახალი იდეა გაგიჩნდეს — ჩაინიშნე, მოგვიანებით ძალიან გამოგადგება.   კურო ფინანსურ თემებზე ფოკუსი იზრდება. კარგი დღეა ბიუჯეტის გადახედვისთვის ან...

დაწვრილებითDetails

მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა
მთავარი

მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას „ახმეტელის თეატრი ავრცელებს. „ჩვენი თეატრისთვის უმძიმესი დღეა…. ახმეტელის თეატრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა თეატრისა და კინოს გამოჩენილი მსახიობი, ჩვენი თეატრის ლეგენდა— ნუგზარ ყურაშვილი....

დაწვრილებითDetails

2025 წელს მსოფლიოს მასშტაბით 300-ზე მეტი ჟურნალისტი დააკავეს, მათშორისაა მზია ამაღლობელი

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
პრესის თავისუფლების 2023-ის ინდექსში საქართველოს მდგომარეობა 26 პოზიციით გაუარესდა
მთავარი

,, პრესის დაცვის შესახებ  რეზოლუცია აღიარებს პრესისა და სიტყვის თავისუფლებისადმი საფრთხეების ესკალაციას მთელ მსოფლიოში, მათ შორის კონფლიქტის ზონებსა და რეპრესიული რეჟიმების ქვეშ მომუშავე ჟურნალისტებისთვის ზიანის ზრდას, კიდევ ერთხელ ადასტურებს თავისუფალი და...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ქალაქი ნინოწმინდა - აღმოსავლეთი - 22კმ. სოფელი საღამო - 9კმ. მიწისძვრის სიმძლავრე...

დაწვრილებითDetails

ჯარიმა 300 ლარი და მინუს 30 ქულაა – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
„ჯარიმა 120 ლარიდან 3 000 ლარამდე“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
მთავარი

შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მთავარ მიზანს საგზაო მოძრაობის წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაზრდილი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და მზარდი მობილობის...

დაწვრილებითDetails

უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო 2-4 მაისს საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც სინოპტიკოსები აღნიშნავენ,  უახლოეს დღეებში ქვეყანაში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება. „თბილისში ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22...

დაწვრილებითDetails

2 მაისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

2 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +18 და ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"