LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რა ელის საქართველოს ეკონომიკას, თუ მესამე ლოკდაუნი გამოცხადდა?!

რა ელის საქართველოს ეკონომიკას, თუ მესამე ლოკდაუნი გამოცხადდა?!

დაპოსტა 2021/03/29-ში
A A
283
ნახვა
გაზიარება
ბოლო დღეებში ხელისუფლებამ დაიწყო საუბარი, რომ შესაძლოა საჭირო გახდეს შეზღუდვების მესამე ტალღა, მიზეზად კი ბოლო ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა ზრდა და პირბადის ტარების მაჩვენებლის შემცირება დასახელდა.

ჯერჯერობით ლაპარაკია რეგულაციების შესაძლო გამკაცრებაზე ცალკეულ რეგიონებში, თუმცა ამან უკვე გაუჩინა უარყოფითი მოლოდინი კერძო სექტორს – ბიზნესის კიდევ ერთხელ ჩაკეტვა მათთვის საკონტროლო გასროლის ტოლფასი იქნება. გაუძლებს თუ არა ქვეყანა მესამე ლოკდაუნს, ამ საკითხზე ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტ პაატა ბაირახტარს ვესაუბრეთ.

– ამ ეტაპზე საქართველოს რამდენიმე რეგიონი გამოირჩევა ინფიცირებულთა ზრდის მაჩვენებლით, გამომდინარე აქედან, ხომ არ შეიძლება სრული ლოკდაუნის ნაცვლად ხელისუფლებამ წერტილოვანი შეზღუდვების გადაწყვეტილება მიიღოს?

– უპირველესად უნდა გავითვალისწინოთ, რომელ რეგიონებზეა საუბარი. მე რაც მოვისმინე, განიხილება დედაქალაქი, იმერეთი და გურია.ეს რეგიონები ჩვენი ეკონომიკის ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, მათი წილი მშპ-ის ფორმირებაში 40%-ს აღემატება. როგორ წარმოგიდგენიათ, 40%-ით გაჩერებული ეკონომიკა ახლა წერტილოვნად იქნება შეზღუდული? მით უფრო, რომ ჩვენს ხელისუფლებასა და ეკონომიკურ გუნდს წერტილოვანი შეზღუდვები ცოტა სხვაგვარად ესმით. შარშან შემოდგომაზე გამოცხადებულ ლოკდაუნსაც წერტილოვანი შეზღუდვები უწოდეს, თუმცა ის თითქმის არაფრით განსხვავდებოდა გაზაფხულზე გამოცხადებული ე.წ. სრული ლოკდაუნისგან, რომელმაც ჩვენს ეკონომიკაზე დამანგრევლად იმოქმედა. სწორედ შეზღუდვების მეორე ტალღა იყო იმ კატასტროფული ეკონომიკური ვარდნის განმაპირობებელი, რომელზეც ვაფრთხილებდით ხელისუფლებას.

შარშან ჩვენი ეკონომიკა 6,8%-ით შემცირდა. ეს რეგიონში ყველაზე დიდი ეკონომიკური ვარდნაა, თუ არ ჩავთვლით სომხეთს, რომელმაც კორონაკრიზისთან ერთად ომიც გადაიტანა. გასულ წელს ჩვენს მეზობელ ქვეყნებში გაცილებით ნაკლები იყო ეკონომიკური ვარდნა და მეტიც, რიგ ქვეყნებში ეკონომიკა გაიზარდა კიდეც. როგორ მიაღწიეს ამგვარ შედეგს? მათზე არ მოქმედებდა კორონაკრიზისი? არა, უბრალოდ, ამ ქვეყნებმა სწორი ეკონომიკური პოლიტიკა წარმართეს და ყველა სექტორი ხელის ერთი მოსმით არ დაუხურავთ.

– თუ იმავე სცენარით წავედით, როგორიც გვქონდა გასული წლის შემოდგომაზე, გაუძლებს თუ არა ამას ქვეყნის ეკონომიკა?

– ცხადია, ვერ გაუძლებს. მეტსაც გეტყვით, ჩვენმა ეკონომიკამ ვერც მეორე ლოკდაუნს გაუძლო და აგიხსნით რატომ. როცა შემოდგომაზე ვამბობდი, რომ შეზღუდვების მეორე ტალღას ჩვენი ეკონომიკა ვერ გაუძლებდა, ამას ბევრი სკეპტიკურად უყურებდა და დღეს ჰგონიათ, რომ ეკონომიკა გადარჩა. არა, ეკონომიკა ვერ გადარჩა, მან მეორე ლოკდაუნს ვერ გაუძლო. ამის ნათელი დასტური კი დღევანდელი მაკროეკონომიკური პარამეტრებია, რაზეც ვაფრთხილებდით ხელისუფლებას შეზღუდვების განმეორების შემთხვევაში. როცა 17-მილიარდიანი ეკონომიკა ერთ წელიწადში 1,6 მილიარდით მცირდება, ეს, ფაქტობრივად, ეკონომიკის დასასრულია; როცა ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი, დოლარში გამოსახული, 2012 წლის ნიშნულზე ჩამოდის, მერწმუნეთ, ესეც დასასრულია; როცა ერთ წელიწადში ქვეყანაში უმუშევრობის დონე 12-დან 20%-მდე იზრდება, ცხადია, ეს ქვეყნის ეკონომიკური ტრაგედიაა. მხოლოდ პირველი ლოკდაუნის შემდეგ 100 000 მოქალაქემ მიმართა შემოსავლების სამსახურს უმუშევრობის შემწეობის მისაღებად. ჩრდილოვან სექტორში დასაქმებულმა რეგისტრაცია ვერ გაიარეს, თორემ უმუშევრად დარჩენილთა რიცხვი გაცილებით მეტი იყო. პირველ ჩაკეტვას მალევე მეორე ლოკდაუნიც მოვაყოლეთ და სხვადასხვა შიდა თუ ინსაიდერული ინფორმაციით, შეზღუდვების შემდეგ უმუშევრად დარჩენილთა რიცხვი 400 000 კაცამდე გაიზარდა. ამ მონაცემების გაანალიზების შემდეგ კიდევ აქვს ვინმეს ილუზია, რომ ჩვენმა ეკონომიკამ მეორე ლოკდაუნი გადაიტანა?!

– რას უნდა ველოდოთ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა მაინც გამოაცხადებს შეზღუდვების მესამე ტალღას?

– ეს ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის შეზღუდვების სიძლიერეზეც. თუ დავუშვებთ, რომ შემოდგომის ლოკდაუნი განმეორდება, მაშინ მდგომარეობა უმძიმესი იქნება. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე, დოლარში გამოსახული, კიდევ უფრო შემცირდება და დაახლოებით 4.000 დოლარის დონეზე ჩამოვა. უმუშევართა ზემოთ ხსენებულ რაოდენობას კიდევ დაემატება 100-150 ათასი კაცი. მთავრობა ამ მდგომარეობას ფისკალური და სოციალური სტიმულების პაკეტით უპასუხებს, რაც კიდევ უფრო გაზრდის ლარის მასას, რომელიც შარშანდელ იმავე პერიოდთან შედარებით ისედაც თითქმის 2 მილიარდით არის გაზრდილი.

ამ პროცესების განეიტრალებას საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) ინტერვენციებით შეეცდება, რასაც ვერ მოახერხებს და არც გააჩნია ამის რესურსი. თავის მხრივ, ეს პროცესები გამოიწვევს ლარის ნომინალური კურსის გაუფასურებას, რომელიც მნიშვნელოვნად გადაიხრება წონასწორობის არსებული ნიშნულიდან და დაიწყებს ახალი წონასწორობის ნიშნულის ძებნას. ნომინალური კურსის გაუფასურება, ცხადია, გამოიწვევს წნეხს ფასების საერთო დონეზე. ამას ვერ გაუმკლავდება სებ-ის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი ინფლაციის წინააღმდეგ, რომელიც რეფინანსირების განაკვეთის ზრდით გამოიხატება. იმდენად, რამდენადაც სებ-ს არ გააჩნია მიწოდების შოკების საწინააღმდეგო მნიშვნელოვანი ბერკეტები, უნდა ველოდოთ, რომ სებ-ი ინფლაციის ახალ ტალღასაც ვერ გაუმკლავდება.

– ბოლო დღეებში ლარის კურსი უფასურდება. ოფიციალური კურსი უკვე 3,37-იან ნიშნულს გასცდა. შესაძლებელია თუ არა ეს დაკავშირებული იყოს მოსალოდნელ შეზღუდვებთან?

– რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ ეს იყო ე.წ. მოლოდინების არხიდან წამოსული გაუფასურება. სქემა ასეთია – სავალუტო ვაჭრობის მონაწილეები აკვირდებიან ეკონომიკაში მიმდინარე ყველა პროცესს და როცა ხედავენ, რომ ყოველი შეზღუდვების გამოცხადებისას კურსი მნიშვნელოვან მერყეობას იწყებს, ცხადია, პოტენციური გაუფასურების თავიდან ასაცილებლად ცდილობენ მოიშორონ ეროვნული ვალუტა და რეზერვები უფრო მყარ ვალუტაში გადაიტანონ (ამას ჰეჯირებასაც უწოდებენ, თუმცა თავისი ბუნებით ეს ჰეჯირება ნაკლებად არის). ჩნდება აჟიოტაჟური მოთხოვნა დოლარზე, რაც უკვე ტექნიკურად წარმოქმნის წნეხს ეროვნულ ვალუტაზე.

ამაში გვარწმუნებს ეროვნული ბანკის მოქმედებებიც. სებ-მა გასულ კვირას სავალუტო ბაზარზე 40 მლნ დოლარი გამოიტანა და მას შემდეგ შორიდან აკვირდება ლარის დევალვაციას. ეს იმიტომ, რომ როგორც წესი, ძნელია ცენტრალურმა ბანკმა აჟიოტაჟურ მოთხოვნას რეზერვები დაუპირისპიროს. თუმცა აუცილებელია ამ დროს იყოს აქტიური კომუნიკაცია სავალუტო ვაჭრობის მონაწილეებთან აჟიოტაჟური ფონის გასაფანტავად.

სავალუტო ვაჭრობის მონაწილეები ჯანდაცვის მინისტრის ჩამოუყალიბებელი და გაურკვეველი განცხადებებით არ უნდა იღებდნენ გადაწყვეტილებებს.

– ლოკდაუნზე საუბარმა მკვეთრად უარყოფითი მოლოდინი გაუჩინა ბიზნესს, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ მიეცა ამუშავების შესაძლებლობა. ზოგი ამბობს, რომ თუ კიდევ ერთხელ მოუწევთ გაჩერება, მაშინ სავსებით რეალურია, რომ მათ გადახდისუუნარობის საფრთხე დაუდგეთ. ამჯერად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება არა მარტო მომსახურების სექტორი, არამედ ახალმა ტალღამ შესაძლოა უკვე ფინანსური სექტორიც ჩაითრიოს.

– ეს სავსებით რეალურია. ბიზნესისთვის ყოველი ახალი ჩაკეტვა წინაზე გაცილებით მძიმე და მტკივნეულია იმდენად, რამდენადაც ბიზნესი გახსნის შემდეგ აღდგენისთვის ცდილობს რესურსების მობილიზებას – იქნება ეს კომერციული ინსტიტუტებიდან მოზიდული ფინანსური რესურსი თუ სახელმწიფოს ფისკალური სტიმულების პაკეტები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბიზნესი აღდგენისთვის ვალებს იღებს და გახსნის შემდგომ ერთად უწევს მანამდე არსებული ხარჯებისა და ახალი ვალების მომსახურება. როცა ასეთ რეალობაში ჩვენ ბიზნესს ხელახლა ვკეტავთ, ცხადია, მას გაცილებით უფრო რთულ ვითარებაში ვაგდებთ, ვიდრე მანამდე იყო. ეს აქსიომაა.

რაც შეეხება თქვენს შეკითხვას ფინანსური სექტორის შესახებ. თუ შევხედავთ, რომელ სექტორებზეა გაცემული ყველაზე მეტი ვალი, ვნახავთ, რომ მომსახურების სექტორი მოწინავეა. შესაბამისად, თუ ამ სექტორს კვლავ შეექმნა პრობლემები, ის ვეღარ გაუმკლავდება მესამე ჩაკეტვას და გარდაუვალია ვალების მომსახურების პრობლემის შექმნა. თავის მხრივ, ეს პრობლემაა ფინანსური ინსტიტუტებისთვის. სხვათა შორის, ბანკებმა უკვე ორგზის გადაუვადეს კერძო სექტორს ვალდებულებები, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არც საფინანსო სექტორია ყოვლისშემძლე და ის პირდაპირ არის დამოკიდებული ჩვენს კერძო სექტორზე. ერთი სიტყვით, შეუძლებელია გავწიროთ კერძო სექტორი და შემდეგ ეს საფინანსო სექტორზე არ აისახოს.

– წინა შეზღუდვების დროს ხშირად რეგულაციების ამოქმედება მყისიერად ხდებოდა, რაც ბიზნესს მძიმე მდგომარეობაში აყენებდა. უნდა შემუშავდეს თუ არა ერთგვარი გზამკვლევი კერძო სექტორისთვის, რომლის მიხედვითაც წინასწარ გვეცოდინება დაავადების სტატისტიკის მიხედვით, ინფიცირებულთა რა რაოდენობაზე რა სახის რეგულაციები და შეზღუდვები შეიძლება ამოქმედდეს?

– ამა თუ იმ გამოწვევის წინ ბიზნესი რაც მეტად არის ინფორმირებული, მომზადებისთვის გაცილებით მეტი დრო აქვს. თუმცა დღეს იმ მდგომარეობაშია ჩვენი ეკონომიკა, რომ მას მხოლოდ ინფორმირებულობა ვერ უშველის. ძალიან ბევრი ბიზნესი ჩაკეტვას ვეღარ გადაიტანს, კომუნიკაციით მოხდება ეს თუ მის გარეშე. არ შეიძლება პანდემია მხოლოდ ეკონომიკური შეზღუდვებით იმართებოდეს. არ შეიძლება ორი წლის განმავლობაში მთელ ეკონომიკას მართავდეს სამი ექიმი, რომელთაც წარმოდგენა არა აქვთ, როგორ მუშაობს ეკონომიკა. ხშირად მოჰყავთ სხვადასხვა ქვეყნის მაგალითი, რომ თურმე ისინიც იკეტებიან. ჯერ იმ ქვეყნების რესურსს შევხედოთ, შემდეგ ეკონომიკურ სტრუქტურას და ამის შემდეგ შევედაროთ მათ რეგულაციებით.

უტრირებულად რომ ვთქვათ, როცა მთელი ქვეყნის ეკონომიკა ათ რესტორანზე დგას და შენ ათივეს ხურავ, არ შეიძლება შეედარო ისეთ ქვეყანას, რომელსაც ათი რესტორნის გარდა, 100 მოქმედი ქარხანა აქვს. ხშირად განიხილავენ აშშ-ის მაგალითს, რომ თურმე ისიც აწესებს ეკონომიკურ შეზღუდვებს. კი, ნამდვილად ჰქონდა ეკონომიკური შეზღუდვები, მაგრამ საპასუხოდ 3 ტრილიონის ფისკალური სტიმულების პაკეტი დაამტკიცა მთავრობამ. არაფერს ვამბობ ვაქცინაციის ტემპზე. ვაქცინა უკვე გვაქვს და ამის მიუხედავად, სომხეთით დაწყებული, უკრაინით დამთავრებული ყველა გვისწრებს ვაქცინაციის ტემპით. თურქეთმა მოსახლეობის 19%-ზე მეტის ვაქცინაცია მოასწრო და ამის ფონზე ჩვენი “მუშკეტერები” თუ ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები ეკონომიკური შეზღუდვების გარდა ვერაფერს გვთავაზობენ.

წყარო: „კვირის პალიტრა”

გაზიარება113

დაკავშირებული -პოსტები

ატრაქციონის დაზიანების შედეგად, მოზარდი დაშავდა – მიმდინარეობს გამოძიება

by მეგა TV
ივნისი 25, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

ლოტკინში, ატრაქციონის დაზიანების შედეგად, მოზარდი დაშავდა, - ინფორმაციას ნაძალადევის რაიონის გამგეობა ავრცელებს. "გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 22 ივნისს, ლოტკინის დასახლებაში, კიშინიოვის ქუჩაზე არსებულ რეკრეაციულ სივრცეში, ადგილი ჰქონდა გაუფრთხილებელი მოპყრობის შედეგად...

დაწვრილებითDetails

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

by მეგა TV
ივნისი 25, 2026
0
საქართველოში 23-24 სექტემბერს წინასაარჩევნო ვიზიტით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ჩამოვა
მთავარი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 5 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 4-მა თავი შეიკავა. რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა განუწყვეტლივ გრძელდება,...

დაწვრილებითDetails

“ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში უამრავი ტყუილია ” – კობახიძე

by მეგა TV
ივნისი 25, 2026
0
” იმედი მაქვს, ნაკლებად ვიხილავთ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან თავდასხმას ქართულ სახელმწიფოზე” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში უამრავი ტყუილია - ასეთ დოკუმენტებს არავითარი ფასი არ აქვს ჩვენი ქვეყნისთვის, ქართული საზოგადოებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, რეზოლუცია თავისი შინაარსით პოლიტიკურად მიკერძოებულია....

დაწვრილებითDetails

“ფოთში საფუძველს ვუყრით ახალი ნავმისადგომის მშენებლობას”- ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ივნისი 25, 2026
0
ირაკლი კობახიძის ბრიფინგი
მთავარი

მოხარული ვარ, რომ დღეს ფოთში საფუძველს ვუყრით ახალი ნავმისადგომის მშენებლობას, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და სატრანსპორტო პოტენციალის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფოთის პორტის ახალი ნავმისადგომის მშენებლობის დაწყების...

დაწვრილებითDetails

იმერეთში შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებში სამუშაო შეხვედრები გამართა

by მეგა TV
ივნისი 25, 2026
0
იმერეთში შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებში სამუშაო შეხვედრები გამართა
მთავარი

შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, მოადგილეებთან ერთად, იმერეთის რეგიონს ეწვია და სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებში სამუშაო შეხვედრები გამართა. შეხვედრების ფარგლებში, დეპარტამენტების ხელმძღვანელმა პირებმა მინისტრს რეგიონში არსებული ვითარებისა და მიმდინარე საჭიროებების შესახებ...

დაწვრილებითDetails

დღეს “თეატრალურ იმერეთზე” ხარაგაულისა და რუმინეთის თეატრები წარსდგებიან

by მეგა TV
ივნისი 25, 2026
0
დღეს, საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ,,თეატრალური იმერთი 2026″ იწყება
კულტურა

დღეს "თეატრალურ იმერეთზე" ხარაგაულისა და რუმინეთის თეატრები წარსდგებიან. ხარაგაული მაყურებელს სპექტაკლს "ძარცვა იტალიურად" უჩვენებს. რეჟისორი ირინე ჩხეიძე. სპექტაკლი ლადო მესხიშვილის თეატრის დიდ სცენაზე 17:00 საათზე დაიწყება. რუმინეტის, ქალაქ ტარგო-ჟიუს თეატრი...

დაწვრილებითDetails

ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა – სიახლე მძღოლებისთვის

by მეგა TV
ივნისი 25, 2026
0
სასიხარულო ინფორმაცია მათთვის, ვისაც მართვის მოწმობა აქვს
მთავარი

პარლამენტმა მესამე მოსმენით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები დაამტკიცა, რომლის საფუძველზეც მძღოლების მიერ სიჩქარის გადაჭარბებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის სისტემა და სანქციები იცვლება. გარდა ამისა, სანქცია მსუბუქდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მწვანე...

დაწვრილებითDetails

სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია -სუს-ი

by მეგა TV
ივნისი 25, 2026
0
კნოლევის ტეროტორიაზე ოკუპანტებმა საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 22 ივნისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. მათივე ცნობით, უკანონოდ დაკავებული...

დაწვრილებითDetails

“ეს იმ ოკუპაციის მიმდინარე შედეგებია, რომელიც თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის“ უგუნური პოლიტიკის შედეგად დადგა”-შალვა პაპუაშვილი ოკუპირებულ ცხინვალში მიმდინარე მოვლენებზე

by მეგა TV
ივნისი 25, 2026
0
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დააინიცირა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების პროექტი
მთავარი

თავისთავად, ეს იმ ოკუპაციის მიმდინარე შედეგებია, რომელიც თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის“ უგუნური და გარედან წაქეზებული პოლიტიკის შედეგად დადგა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, ოკუპირებულ ცხინვალში მიმდინარე მოვლენებსა...

დაწვრილებითDetails

” ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე”-გრიგოლ გეგელია

by მეგა TV
ივნისი 25, 2026
0
” ერთ ქალს შეუძლია იყოს ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე მთელ კრიმინალურ ხროვას „ქართული ოცნება“ რომ ჰქვია”- გრიგოლ გეგელია
მთავარი

ეს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე, - ასე შეაფასა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია. როგორც გეგელიამ ბრიფინგზე აღნიშნა, რეზოლუციაში...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"