LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დააინიცირა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების პროექტი

“ეს იმ ოკუპაციის მიმდინარე შედეგებია, რომელიც თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის“ უგუნური პოლიტიკის შედეგად დადგა”-შალვა პაპუაშვილი ოკუპირებულ ცხინვალში მიმდინარე მოვლენებზე

დაპოსტა 2026/06/25-ში
A A
19
ნახვა
გაზიარება

თავისთავად, ეს იმ ოკუპაციის მიმდინარე შედეგებია, რომელიც თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის“ უგუნური და გარედან წაქეზებული პოლიტიკის შედეგად დადგა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, ოკუპირებულ ცხინვალში მიმდინარე მოვლენებსა და რუსეთის ქმედებების თაობაზე.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების ამოცანა სწორედ ის არის, რომ ოკუპაცია ანექსიაში არ გადაიზარდოს.

„თავისთავად ეს იმ ოკუპაციის მიმდინარე შედეგებია, რომელიც თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის“ უგუნური და გარედან წაქეზებული პოლიტიკის შედეგად დადგა. სწორედ ეს არის საქართველოს ხელისუფლების ამოცანა, რომ ოკუპაცია არ გადაიზარდოს ანექსიაში. ამისკენ გვიბიძგებდნენ – 2022 წელს რომ რუსეთის წინააღმდეგ ესკალაციაზე გვიბიძგებდნენ ამის შედეგი რაც იქნებოდა, ყველა ხვდებოდა, ბრიუსელში ისეთი სულელი არავინ არის, რომ ვერ მიმხვდარიყვნენ, რას ნიშნავს ესკალაცია და ამას რა შედეგები შეიძლებოდა მოეტანა. ამას ავარიდეთ თავი, როდესაც ამ შენობაში, ამ საპარლამენტო დარბაზში წინა მოწვევაში რადიკალურ აგენტურულ ჯგუფებს მცდელობა ჰქონდათ, რომ პარლამენტის გამოყენებით ესკალაციაში შევეთრიეთ და დღეს ისეთი შედეგები გვქონოდა, რომლის გამოსწორებაც კიდევ უფრო მძიმე იქნებოდა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ეს გამოწვევა, რომელიც ოკუპაციის სახით გვაქვს, რაც შეიძლება მალე დასრულდეს და შესაბამისად ყველა სხვა გამოწვევა ოკუპაციის დასრულებასთან ერთად დასრულდება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, რატომ არ არის ისეთი კრიტიკული რუსეთის ანექსიური პოლიტიკის მიმართ, როგორიც ევროკავშირის მიმართ, შალვა პაპუაშვილმა უპასუხა, რომ ისინი არათუ კრიტიკული არიან, არამედ მიაღწიეს იმას, რომ სტრასბურგმა სასამართლო დოკუმენტით დაადგინა რუსეთის ეფექტური კონტროლი ცხინვალის რეგიონზე და აფხაზეთზე.

„ჩვენ არათუ კრიტიკული ვართ, არამედ „ქართულმა ოცნებამ“ მივაღწიეთ, რომ სტრასბურგმა სასამართლო დოკუმენტით დაადგინა რუსეთის ეფექტური კონტროლი ცხინვალის რეგიონზე და აფხაზეთზე. ეფექტური კონტროლი პოლიტიკურ ენაზე რომ გადმოვთარგმნოთ, ნიშნავს ოკუპაციას. ასე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და არა სააკაშვილის რეჟიმმა, რომელმაც 2008 წელს ოკუპაცია გახადა შესაძლებელი, მივაღწიეთ იმას, რომ სტრასბურგის სასამართლო დოკუმენტით დადასტურებულია, რომ რუსეთს საქართველოს ორი ტერიტორია ოკუპირებული აქვს. ამიტომ, ეს არის ჩვენი პოლიტიკა – ერთი მხრივ, სამართლებრივი და მეორე მხრივ პოლიტიკური მექანიზმების გამოყენება. ეს გულისხმობს, რომ თავიდან ავიცილოთ ის რისკები, რომელიც ანექსიას უკავშირდება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა შედეგი მოიტანა მათმა პოლიტიკამ და დუმილმა, და შეიძლებოდა თუ არა, რომ „რუსეთის ანექსიურ პოლიტიკას”, მაგალითად, მისი მხრიდან მოჰყოლოდა ბრიფინგი, პაპუაშვილმა უპასუხა, რომ ყველა გამოწვევას აქვს სათანადო პასუხი.

„მე ახლა ვდუმვარ, როცა ამ ყველაფერზე ვსაუბრობ?

ყველა გამოწვევას აქვს სათანადო პასუხი და სათანადო ინსტრუმენტი გამოიყენება. იქ, სადაც საჭიროა სიტყვით რეაგირება – ვიყენებთ სიტყვის რეაგირებას. იქ სადაც საჭიროა საქმით რეაგირება – არის საქმით რეაგირება; იქ, სადაც სამართლებრივი რეაგირებაა საჭირო სტრასბურგით – გამოიყენება. ყველა ეს ინსტრუმენტი სათანადო დროს, სათანადო აქტორის მიმართ გამოიყენება, სწორედ ამის შედეგია დღეს ის, თუ სად არის საქართველოს ეკონომიკურად ყველაზე მზარდი ქვეყანა, უსაფრთხოების მხრივ ყველაზე დაცული ქვეყანა და პოლიტიკურად ყველაზე მყარი ქვეყანა რეგიონში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი გადადგა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მრჩეველი გახდა. ალან გაგლოევმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის შეთავაზებას დათანხმდა და ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის „თანამდებობიდან“ გადადგომის შესახებ გამოაცხადა.

22 ივნისს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და ოკუპირებული ცხინვალის გადამდგარი ე.წ. პრეზიდენტის, ალან გაგლოევის შეხვედრა გაიმართა. მათ ღრმა ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების რეალიზაცია განიხილეს, რომელსაც კრემლში 9 მაისს მოაწერეს ხელი.

მოგვიანებით, აღნიშნულს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნი, დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. “მთავრობის” ცვლილება ოკუპირებული რეგიონის რუსეთში შესაძლო შესვლას არ უკავშირდება.

გაზიარება8

დაკავშირებული -პოსტები

8 და 11 წლის ბავშვების მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ფეხბურთის მწვრთნელი აყურებინებდა სხვა ბავშვებთან სქესობრივ კავშირს – ძალადობის შემზარავი ფაქტი საქართველოში
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა . პროკურატურის ცნობით,  "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, 8 და 11 წლის მოზარდებთან, სოციალური ქსელის - „TikTok“-ის...

დაწვრილებითDetails

ვინ მიიღებს 1 000 ლარამდე ერთჯერად დახმარებას

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ლარი ისევ დაეცა
მთავარი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დახმარება ბავშვის დაბადების რიგითობის მიხედვით იზრდება: პირველ ახალშობილზე - 500 ლარი, მეორეზე - 600 ლარი, მესამეზე - 700 ლარი, მეოთხეზე - 800 ლარი. მეოთხე ბავშვის შემდეგ ყოველი ახალშობილისთვის...

დაწვრილებითDetails

ელჭექი, სეტყვა, ქარი – ამინდი მკვეთრად უარესდება

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირველი ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ასევე აჭარაში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისსა და წყალტუბოში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინეს

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
სამეგრელოში რძის პროდუქტების არალეგალური წარმოება გამოვლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმერეთში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინა იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს. ქუთაისსა და წყალტუბოში ინდივიდუალურ მეწარმეთა ნ. თ. -ის (მისამართი: ქუთაისი,...

დაწვრილებითDetails

საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 20 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა -დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგებმა 4.1 მაგნიტუდა შეადგინა.

დაწვრილებითDetails

დღეს ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის „აღმადგინებელი“ დღეა – რა ლოცვა უნდა წარმოთქვათ

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
დღეს ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის „აღმადგინებელი“ დღეა – რა ლოცვა უნდა წარმოთქვათ
მთავარი

პირველ ოქტომბერს არის დღესასწაული ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატისა - მკურნალი ანუ „აღმადგინებელი“ „აღმადგინებელ" ხატს ევედრებიან სხვადასხვა სნეულებათა კურნებისათვის. უძველესი დროიდან ან ხატის წინაშე იკურნება უამრავი ადამიანი. აღსანიშნავია, რომ ეს ხატი, წმიდა...

დაწვრილებითDetails

ლილუაშვილის მოადგილე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ლილუაშვილის მოადგილე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
მთავარი

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ ლევან ახობაძე 500 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა მიიღო. სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება. ლევან ახობაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის...

დაწვრილებითDetails

დააკავეს გერმანიის მიერ მძიმე კატეგორიის დანაშაულერბებისთის ძებნილი ორი პირი

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე აჭარაში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულები, გერმანიის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის, მათ შორის გამოძალვის მიღების მიზნით ჩადენილი...

დაწვრილებითDetails

სპეცოპერაცია თბილისში – უცხო ქვეყნის მოქალაქესთან ბინაში პოლიცია შევიდა

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

სპეცოპერაცია თბილისში - რამდენიმე საათის წინ, ქეთევან დედოფლის გამზირზე კრიმინალური პოლიცია ჩხრეკაზე საფრანგეთის მოქალაქესთან ნაქირავებ ბინაში შევიდა. თვითმხილველების თქმით, პოლიცია ნარკოტიკებს ეძებდა. TV პირველმა გაავრცელა კადრები, როგორ გამოიყვანეს დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე...

დაწვრილებითDetails

მიკროავტობუსი, რომელსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ნაწილში 112-ს ვეღარ იძახებენ
მთავარი

იკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა. შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტში იმ დროს მოხდა, როცა მოზარდები ჩანტლისყურიდან ახალსოფლის 1-ელ საჯარო სკოლაში გადაჰყავდათ. თვითმხილველების თქმით, სამარშრუტო ტაქსის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"