LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
” ერთ ქალს შეუძლია იყოს ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე მთელ კრიმინალურ ხროვას „ქართული ოცნება“ რომ ჰქვია”- გრიგოლ გეგელია

” ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე”-გრიგოლ გეგელია

დაპოსტა 2026/06/25-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

ეს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე, – ასე შეაფასა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია.

როგორც გეგელიამ ბრიფინგზე აღნიშნა, რეზოლუციაში მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ საქართველოში არსებული დემოკრატიული კრიზისი სულ უფრო ღრმავდება, ხოლო ქვეყანა შორდება იმ სტანდარტებს, რომელთა დაცვაც სახელმწიფოს ევალება.

„ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა არა მარტო უვიზო რეჟიმი, არა მარტო ჩვენი ქვეყნის სტატუსი, არამედ იმ ევროსაბჭოს წევრობაც, სადაც ზურაბ ჟვანიამ საკუთარი ისტორიული სიტყვები თქვა: „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“. სწორედ ამ დარბაზში გუშინ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ თქვა, რომ იყო ქართველი, შეიძლება ჯერაც ნიშნავდეს იყო ევროპელი, მაგრამ „ქოცი“ ნიშნავს დაშორდე ევროპას, დემოკრატიას და კანონზე დაფუძნებულ სახელმწიფოს. გუშინ რეზოლუციამ ძალიან მკაფიოდ გვითხრა, რომ საქართველოში არსებული დემოკრატიული კრიზისი სულ უფრო ღრმავდება, ქვეყანა კი შორდება იმ სტანდარტებს, რომელთა დაცვაც ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოს ევალება, როგორც ვალდებულება და არა როგორც ფუფუნება და პრივილეგია. საქართველოში გრძელდება დემოკრატიული უკუსვლა და რეჟიმის პოლიტიკური ოპონენტები, ისე როგორც სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია არიან ზეწოლის ქვეშ. საარჩევნო პროცესის და ინსტიტუტების მიმართ ნდობა არის შესუსტებული. პრაქტიკულად, ქართველ ერს არ გააჩნია არავითარი ნდობა საკუთარი სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. საქართველოს ხელისუფლებას წინა რეკომენდაციები არ შეუსრულებია. ეს არის ისტორიული ანტი-მომენტი, როდესაც წევრობის შესაბამისობა ღიად დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე. ქვეყნისთვის, რომლის კეთილდღეობას და განვითარებას ამ ისტორიულ მომენტში ჰაერივით სჭირდებოდა და სჭირდება მეტი კარგი რეპუტაცია, მეტი აღიარება, მეტი ინვესტიცია“,-განაცხადა გეგელიამ.

როგორც ის აღნიშნავს, ევროპის საბჭო მოითხოვს, რომ კრიზისის დასაძლევად ჩატარდეს ახალი, კონკურენტული და დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და გაუქმდეს ანტიდემოკრატიული კანონები.

როგორც გეგელია აღნიშნავს, „ამ ძალიან მძიმე, სამარცხვინო ანტიქართული მომენტიდან გამოსავალი არის ის, რომ ევროსაბჭოს რეკომენდაციები შესრულდეს“.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 5 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 4-მა თავი შეიკავა.

რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა განუწყვეტლივ გრძელდება, ისევე როგორც გრძელდება სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ მიმართული ზეწოლა. დოკუმენტის თანახმად, ასამბლეის არცერთი სასწრაფოდ შესასრულებელი რეკომენდაცია არ არის გათვალისწინებული. ასევე, რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ „საქართველოში პრაქტიკულად ყველა დემოკრატიული ოპოზიციური პარტიის აკრძალვისა და მათი ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებული და შეთხზული ბრალდებების საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნის ინიციატივა მიუღებელია“.

რეზოლუციის პროექტში ასევე ხაზგასმულია, რომ „გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შევიწროება, მათ შორის რეპრესიული კანონმდებლობისა და სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის, ოპოზიციური ძალებისა და ცალკეული მომიტინგეების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის ბოროტად გამოყენების გზით, დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს“.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მხოდა

by მეგა TV
ივნისი 25, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.  ხელისუფლების განცხადებით, ცუნამის შესახებ გაფრთხილება არ გაცემულა, დაშავებულები  და ბირთვულ ობიექტებში დარღვევები არ დაფიქსირებულა. იაპონიის მთავრობამ ტოჰოკუს რეგიონში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ კატასტროფის შედეგების აღმოსაფხვრელად...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 25, 2026
0
პროკურატურა – გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის ოჯახს საქმის მასალებზე სრული წვდომა ექნება
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა...

დაწვრილებითDetails

“რეზოლუციის მთავარი პარაგრაფია: „საქართველოში ამჟამად არ არსებობს ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები“ – სემ რაშვორთი

by მეგა TV
ივნისი 25, 2026
0
“რეზოლუციის მთავარი პარაგრაფია: „საქართველოში ამჟამად არ არსებობს ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები“ – სემ რაშვორთი
მთავარი

გაერთიანებულმა სამეფომ ორ მსხვილ პროსამთავრობო მაუწყებელს სანქციები დაუწესა - სირცხვილია, რომ დღეს, როდესაც ჩვენ აქ ვსხედვართ, ისინი დერეფანში იმყოფებიან, - ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სემ რაშფორთმა საქართველოს შესახებ დებატებზე სიტყვით...

დაწვრილებითDetails

განზრახ მკვლელობის მცდელობა თბილისში – შსს

by მეგა TV
ივნისი 25, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ...

დაწვრილებითDetails

“დასავლეთმა სისხლის წყურვილი 2008 წლის საქართველოს კონფლიქტით ვერ მოიკლა” – დიმიტრი მედვედევი

by მეგა TV
ივნისი 25, 2026
0
საქართველოს მარიონეტულმა პრეზიდენტმა არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარი თქვა და გადატრიალების მოწოდებით კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდა – სტანდარტული პრაქტიკა თანამდებობიდან გადაყენება და დაპატიმრებაა – დიმიტრი მედვედევი
მთავარი

დასავლეთმა სისხლის წყურვილი 2008 წლის საქართველოს კონფლიქტით ვერ მოიკლა, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. დიმიტრი მედვედევის განცხადებით, „საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა მარიონეტული რეჟიმები რუსეთის...

დაწვრილებითDetails

თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 20 პირი დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 25, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა...

დაწვრილებითDetails

25 ივნისის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ივნისი 25, 2026
0
ამინდი იცვლება – 7 სექტემბრის პროგნოზი
ამინდი

25 ივნისს ქუთაისში მცირე ნალექი იქნება, დღისით +29 და ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.   ბათუმშიც მზეა მოსალოდნელი,...

დაწვრილებითDetails

25 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივნისი 25, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღე აქტიური და ენერგიული იქნება. შესაძლოა, მოულოდნელად მიიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სამომავლო გეგმების შეცვლაში დაგეხმარებათ. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ.   კურო დღეს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ურთიერთობებს. გულწრფელი საუბარი დაგეხმარებათ...

დაწვრილებითDetails

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების დროს კაცს გული გაუჩერდა

by მეგა TV
ივნისი 24, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

თელავში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების დროს კაცს გული გაუჩერდა -  ინფორმაციას ამის შესახებ "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს. მათი ცნობით, 43 წლის კაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა,...

დაწვრილებითDetails

ანტონ უპერზე, რომელსაც 4 ოქტომბრის საქმეზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება

by მეგა TV
ივნისი 24, 2026
0
ანტონ უპერზე, რომელსაც 4 ოქტომბრის საქმეზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება
მთავარი

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მსჯავრდებულ ანტონ უპერზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება. ანტონ უპერი ერთ-ერთია, რომელთან დაკავშირებითაც დღეს განაჩენი გამოცხადდა - ის სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 5 წლით თავისუფლების...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"