ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა “ქართულ ოცნებასთან” შეხვედრა დაიწყო. მმართველი გუნდის მხრიდან დანიელსონს არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე ხვდებიან.
შეგახსენებთ, რომ კრისტიან დანიელსონი უკვე შეხვდა პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილსა და პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს.
დანიელსონი ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს გამართავს.