და მერე… ღამის რეჟიმი – ამ წარწერებით სერხიო რამოსმა პოსტი თავის ინსტაგრამზე სთორიში მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ”დინამო არენაზე” ვარჯიშის დროს შუქი ჩაქრა. ფეხბურთელის სთორის მუსიკად Sam Tinnesz-ის Heart of the Darkness დაურთო. ფოტოს ასევე ახლავს მთვარის ავატარი

27 მარტს, ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა “დინამო არენაზე” პირველი ვარჯიში გამართა. ვარჯიშის მიმდინარეობისას, მოულოდნელად, სტადიონზე შუქი ჩაქრა, რის შემდეგაც “ფურია როხას” წევრები გასახდელისკენ გაემართნენ.









