LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საპატრიარქოსთან გვაქვს მუდივი კონსულტაციები – ირაკლი კობახიძე

რა განცხადებები გააკეთა ირაკლი კობახიძემ ხანგრძლივი მოლაპარაკების დასრულების შემდეგ

დაპოსტა 2021/03/19-ში
A A
108
ნახვა
გაზიარება

„იყო ძალიან საინტერესო პროცესი, იყო წინსვლაც ამ დღეების განმავლობაში, თუმცა, სამწუხაროდ, გამართლდა ის, რაზეც ვსაუბრობდით, ოპოზიციისთვის თვითმიზანი იყო შეთანხმების არმიღწევა. ეს გამოიხატა იმაში რომ დაყენებული იყო კონკრეტული ულტიმატუმები, ულტიმატუმები იმაშიც, რომლებიც ითვალისწინებდა კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვას. ბუნებრივია, ასეთი ულტიმატუმები აბსოლუტურად მიუღებელია დიალოგის პროცესში.

ჩვენ ვიცით, რომ არის ოპოზიციური სექტორი, ერთი ორი გამონაკლისის გარეშე, იმართება კიევიდან კონკრეტული პოლიტიკოსის, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში მათ შეთანხმებაზე წამოსვლის არავითარი რესურსი არ ჰქონდათ. ეს იყო მთავარი მიზეზი, რატომაც მათ ჩაშალეს საბოლოო ჯამში შეთანხმება. თქვენ ნახეთ მათი გაღიზიანებული სახეები და რიტორიკა, ყველამ დაინახა ის, რომ ჩამშლელი იყო ოპოზიცია. ეს არის მათი გაღიზიანების მიზეზი. ყველა პუნქტი, გარდა ერთისა და ეს პუნქტი იყო პარლამენტში შესვლა, რაც დაგვამადლეს; იყო ის პუნქტები, რაც ითვალისწინებდა „ქართული ოცნების“ მიერ რაღაცების გაკეთებას, ანუ ჩვენი პუნქტები იყო. ერთადერთი პუნქტი იყო დამადლებული შემოსვლა პარლამენტში. კონკრეტიკაზე ვერ ვსაუბრობთ, რადგან პროცესი დღეს არ დასრულებულა. შეიძლება გაგრძელდეს ეს პროცესი, ვნახოთ! ბუნებრივია, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საბოლოოდ პროცესი კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართოს“, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ „ამ ხალხის, სააკაშვილის, ბოკერიას და სხვების მიზანია, რომ წააგოს სახელმწიფომ“. „მათ შორის, კონკრეტული ულტიმატუმებითაც გამოჩნდა ის, რომ სახელმწიფოს წაგება არის მათი მიზანი. ბუნებრივია, ჩვენ ამას ვერ დავუშვებდით და ეს ყველამ დაინახა. ჩვენ ვართ ხელისუფლება და ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ქვეყანაში იყოს დაცული კანონის უზენაესობა, ასევე სახელმწიფოს ინტერესები, მათ შორის იმ ძალებისგანაც, რომლებიც პირდაპირ მტრობენ სახელმიწფოს იმ ულტიმატუმებით, რომელიც აქ იყო დაყენებული. პროცესი გაგრძელდება, ჩვენ გვაქვს მჭიდრო პარტნიორება ჩვენს მეგობრებთან, საერთაშორისო პარტნირეობთან და ამ რეჟიმში გაგრძელდება ეს პროცესი. გვახსოვს ოპოზიციის გუშინდელი რიტორიკა, როდესაც ისინი შეურაცხყოფას აყენებდნენ ევროკავშირს, ევროპულ ინსტიტუტებს, ევროკომისარებს და ა.შ. დღეს გაგრძელდა ეს პროცესი და კიდევ ერთხელ გამომჟღავნდა, რომ ისინი ასეთი დამოკიდებულებით გამოირჩევიან ევროპული ინსტიტუტების მიმართ, რაც არის უპატივცემულობა. გუშინ იყო განხილული შედარებით მარტივი პუნქტები და პრინციპულად იყო ძირითად საკითხებზე შეჯერებული პოზიციები. გუშინდელი პუნქტები ვერ იქნებოდა დაბრკოლება შეთანხმების მიღწევისათვის. დღეს იყო დამატებით 2 პუნქტი განხილული და ორივე პუნქტთან დაკავშირებით მივიღეთ ისეთი ულტიმატუმები, რომელიც აჩვენებდა, რომ ოპოზიციის თვითმიზანი იყო ამ მოლაპარაკებების ჩაშლა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მოლაპარაკებებში რამდენიმე პარტია კონსტრუქციული იყო, თუმცა „ტრადიციულად დესტრუქციული პოლიტიკოსები გამოირჩეოდნენ ჩამშლელი მოქმედებებით“. ამის შესახებ კობახიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის ლიდერების ერთობლივი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, კრიზისი არის ხელოვნური, რითაც საზოგადოება დაიღალა.

“უნდა გავმიჯნო პოლიტიკური პარტიები. იქ იყო რამდენიმე პოლიტიკური პარტია, რომლებიც ამ მოლაპარაკებებში ძალიან კონსტრუქციულები იყვნენ, თუმცა, ტრადიციული დესტრუქციული პოლიტიკოსები აქაც გამოირჩეოდნენ ჩამშლელი და დესტრუქციული მოქმედებებით. ზოგადად, რთული ვითარებაა მსოფლიოში, რეგიონში და საქართველოში, რაც მათ შორის, დაკავშირებულია პანდემიასთან. დღეს მთელი პოლიტიკური სპექტრი ამ პრობლემების დაძლევაზე უნდა იყოს კონცეტრირებული. ამაზე მიგვანიშნებენ არამხოლოდ ეს ელჩები, არამედ ყველა საერთაშორისო პარტნიორი. თუმცა, რას ვხედავთ, ჩვენ ამის მაგივრად, ნაცვლად იმისა, რომ დაკავებული ვიყოთ ოპოზიციასთან ერთად იმ საკითხებზე ფიქრითა და მსჯელობით, რაც ჩვენს საზოგადოებას აწუხებს, გვიწევს ამ უაზრო დაპირისპირებაში, ხელოვნურ კრიზისში რაღაცებზე საუბარი. დროს კარგავს იგივე პრემიერი ამ უაზრო პროცესებით, დროს კარგავს პარლამენტის თავმჯდომარე, დროს კარგავენ პოლიტიკოსები, ნაცვლად იმისა, რომ ყველა იყოს კონცეტრირებული ეკონომიკური, სოციალური და საგარეო საკითხების მოწესრიგებაში, დროს ვკარგავთ რაღაც უაზრობაზე. ამით დაიღალა საზოგადოება. ხელოვნური კრიზისიც კრიზია, მაგრამ ეს არის ხელოვნური. ეს არის აბსოლუტურად ხელოვნური კრიზისი, ყველამ დაადასტურა რომ არჩევნები იყო სამართლიანი და კონკურენტული”, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, მათ ოპოზიციას ყველა მიმართულებით უამრავი რამ შესთავაზეს.

“თუმცა, ოპოზიციას ჰქონდა ულტიმატუმები, რომელიც კანონის უზენაესობის, სახელმწიფოს ინტერესებისა და ინსტიტუტების ფეხქვეშ გათელვას ითვალისწინებდა. მელიამ სახელმწიფოს პირდაპირ მიაყენა შეურაცხყოფა, როცა თქვა, რომ არ გადაიხდიდნენ და ვერ დაიჭერდნენ. დღესაც გვქონდა ანალოგიური შემთხვევა- როცა ანტისახელმწიფოებრივ ულტიმატუმს გიყენებენ, ამ სახელმწიფოზე პასუხისმგებელ პოლიტიკოსებს ამ ულტიმატუმზე პასუხის გაცემა სჭირდებათ. ხელოვნურ კრიზისებს ქვეყნისთვის ცუდი შედეგების მოტანა არ შეუძლია. რა თქმა უნდა, ამ ოპოზიციას სურს, ამ სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენება, მაგრამ ამას ვერ მიაღწევენ. ვერცერთი ხელოვნური კრიზისით სახელმწიფოს პრობლემები ვერ დაუდგება. დღეს დასრულდა ეს კონკრეტული პროცესი, ჩვენ ხვალიდან უნდა ვიყოთ თავიდან ბოლომდე კონცეტრირებული იმ საკითხებსა და პრობლემებზე, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. ჩვენ გვაქვს სერიოზული დღის წესრიგი. ჩვენ ხვალ უნდა გადავერთოთ იმ საკითხებზე ზრუნვაზე, რომელიც ჩვენი საზოგადოების ძირეულ ინტერესებზეა კონცენტირებული”, – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება შეკითხვას, როდის განახლდება ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხის განხილვა, კობახიძის თქმით, საკითხის მოგვარების არც ერთ და არც მეორე ვერსიას არ გამორიცხავს, თუმცა, მისი პირადი აზრია, რომ მანდატები ყველა დეპუტატს შეუნარჩუნდეს.

გაზიარება43

დაკავშირებული -პოსტები

რა შემთხვევაში გადაუვადდებათ პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს სამხედრო სამსახური

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
ახლობლები იყვნენ – რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი იმერეთში ტრაგიკულად დაღუპული სამხედროების შესახებ
მთავარი

პროფესიულ სასწავლებელში ჩაბარება ვაჟებს სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან არ ათავისუფლებს, თუმცა კანონმდებლობა მათთვის სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების შესაძლებლობას ითვალისწინებს. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია საქართველოს კანონში "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ"...

დაწვრილებითDetails

თბილისის საქალაქო სასამართლოში ელისო კილაძის საქმის განხილვა დაიწყო

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
მთავარი ძებნილი ისე შემოგეპარათ – ელისო კილაძე
მთავარი

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ,,ქრონიკა+” - ის რედაქტორის, ელისო კილაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის კიდევ ერთი მოწმე, გიორგი კამლაძე დაიკითხება. დღევანდელი, ისევე როგოც სხვა სხდომები დახურულ...

დაწვრილებითDetails

ალ­ბათ დაგ­ვი­ან­და და მო­ე­წამ­ლა ორ­გა­ნიზ­მი, თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლი ვარ – ახლობლები ლანა ლატარიას მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
ალ­ბათ დაგ­ვი­ან­და და მო­ე­წამ­ლა ორ­გა­ნიზ­მი, თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლი ვარ – ახლობლები ლანა ლატარიას მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ
მთავარი

26 წლის ლანა ლა­ტა­რი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბა უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დი­აა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ემ­შვი­დო­ბე­ბა სი­ცო­ცხლით სავ­სე ლა­ნას, რო­მე­ლიც მე­უღ­ლეს­თან და ორ ულა­მა­ზეს გო­გო­ნას­თან ერ­თად აჭა­რა­ში ცხოვ­რობ­და. შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­ზა­რა­ვი ამ­ბა­ვი მის­მა მშობ­ლებ­მა უცხო­ეთ­ში გა­ი­გეს,...

დაწვრილებითDetails

მთავრობა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის იტალიური წარმოების მედიკამენტს “ჯივინოსტატს“ შეიძენს

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ
მთავარი

მოლაპარაკებები დასრულებულია, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ მედიკამენტს შეიძენს და...

დაწვრილებითDetails

ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა – BBC

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა – BBC
მთავარი

ოფიციალური პირების შეფასებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთ აფრიკულ ანკლავ სეუტაში დაახლოებით 49 000 მიგრანტი გადავიდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ხუთშაბათს გავრცელებულ ვიდეოებსა და ფოტოებში ჩანს, როგორ შედის ქალაქში ათასობით...

დაწვრილებითDetails

“ჟუჩოკებით” სავსე ქვეყანა! ამ წუთებში ჩემი ბიძაშვილის სახლში იპოვეს – რას წერს ჟურნალისტი გიორგი ახალკაცი

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
“ჟუჩოკებით” სავსე ქვეყანა! ამ წუთებში ჩემი ბიძაშვილის სახლში იპოვეს – რას წერს ჟურნალისტი გიორგი ახალკაცი
მთავარი

"ჟუჩოკებით” სავსე ქვეყანა! ამ წუთებში ჩემი ბიძაშვილის სახლში იპოვეს გამოძახებულია პოლიცია! ველოდებით “ჟუჩოკის” ჩამდები პოლიციელების იდენტიფიცირებას!"  - დაწერა გვიან ღამით სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა გიორგი ახალკაცმა  „მოსასმენი აპარატის აღმოჩენამდე ბინაში პოლიცია...

დაწვრილებითDetails

ყოველწლიურად ათეულობით შემთხვევა რეგისტრირდება, ლეტალობა 10-40%-ია – მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
„მაიმუნის ყვავილი“ შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში, ორსულებში და იმუნოსუპრესირებულ პირებში – მაია ბუწაშვილი
მთავარი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საზოგადოებას ტკიპებით გადამდები დაავადებების შესახებ აფრთხილებს და განსაკუთრებით ყირიმ-კონგოს ცხელებაზე ამახვილებს ყურადღებას. როგორც ბუწაშვილი წერს, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF) ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო დაავადებაა ტკიპებით გადამტან ინფექციებს შორის...

დაწვრილებითDetails

უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 61 ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
690 000 ლარის უაქციზო სიგარეტის უკანონო შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 მაისიდან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის...

დაწვრილებითDetails

რა უნდა იცოდეთ პირველკლასელთა რეგისტრაციის შესახებ

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
ცნობილია 2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი – როდის იქნება არდადეგები და დასვენებები?
მთავარი

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის ბოლო ეტაპი დღეს სრულდება. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ცნობით, აღნიშნულ ეტაპზე ბავშვის რეგისტრაცია შესაძლებელია იმ საჯარო სკოლებში, სადაც ხელმისაწვდომია თავისუფალი ან წინა ეტაპების...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი – დაკავებულია სამი პირი

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს სამი პირი დააკავეს, მათ შორის ორი უკრაინის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"