LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პენიტენციური დაწესებულებები კორონავირუსის აღმოფხვრამდე კიდევ უფრო ჩაკეტილი გახდება – თეა წულუკიანი

თქვენ ხართ ჩვეულებრივი ფარისეველი – თეა წულუკიანი ალეკო ელისაშვილს

დაპოსტა 2021/03/16-ში
A A
840
ნახვა
გაზიარება

რა გაცინებთ? თქვენს ადგილას რომ ვიყო, ვიტირებდი დილიდან საღამომდე. რა თავს აქიცინებთ, თქვენ ხართ ჩვეულებრივი ფარისეველი, რომელიც წუხს ვითომ ბათუმის ბულვარზე და კულტურულ მემკვიდრეობაზე, როდესაც ერთადერთი წევრი ხართ ჩემს კომიტეტში, რომელიც წინააღმდეგ წავიდა, რომ ქართულ კულტურას ჰქონოდა მისი სამინისტრო, – ასე მიმართა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთ ლიდერს ალეკო ელისაშვილს პლენარულ სხდომაზე.

მან ელისაშვილს მის მიერ გაკეთებული განცხადება გაახსენა, რომლის თქმითაც: „პარლამენტში დევს 90 ცალი მუთაქა „ქართული ოცნებიდან“, სამოცი მგელი, რომ შევალთ, იქ ნახეთ რას დავატრიალებთ!“ და აღნიშნა, რომ პარლამენტში არის 90 მუთაქა, მაგრამ ოპოზიციას მგლობის არაფერი ეტყობა.

წულუკიანმა ელისაშვილს არაკომპეტენტური უწოდა.

„არ შემიძლია უპასუხოდ დავტოვო ამ დარბაზში განცხადება, როდესაც მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს ერთ-ერთ წევრს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელს, თორნიკე რიჟვაძეს უწოდებენ მექრთამეს. ბატონო ალეკო, თქვენ მოგმართავთ. აქ ორი რამ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან, ის თუ როგორ იქცევით თქვენ და რა ხდება ბათუმის ბულვარში. თქვენ, როგორც ჩანს, ამბავი იცით, ამბის იქით დეტალებიც იცით, ერთადერთი რაშიც ჩვენ გვაქვს თანხვედრა, არის ის, რომ მეც ზუსტად ვფიქრობ, რომ ის, რაც იქ შენდება, მიუღებელია. თუ ჩვენ გავიხსენებთ პარლამენტში მოსვლამდე გამონათქვამებს, თქვენ თქვით ასეთი რამ: „პარლამენტში დევს 90 ცალი მუთაქა „ქართული ოცნებიდან“, ეს ჩვენ ვართ, ძვირფასო კოლეგებო, მუთაქები და „სამოცი მგელი, რომ შევალთ იქ, ნახეთ რას დავატრიალებთო“, ეს ხომ თქვენი სიტყვებია?! ახლა ჩვენ ვართ აქ 90 ცალი მუთაქა და თქვენ მგლობის მე ვერაფერი შეგატყვეთ. ესე იგი, თქვენ არამცთუ არაკომპეტენტური ხართ, როდესაც თვლით, რომ ერთ დეპუტატს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსი, აქვს რაიმე ტიპის უფლება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაური ანგარიშვალდებულად აქციოს მის წინაშე. ეს არის ჩვეულებრივი არაკომპეტენტურობა და ძალიან დიდი პატივისცემით მე მინდა მოგიწოდოთ, რომ თქვენს გვერდით მჯდარ კოლეგას ხანდახან სამართალში რაღაცები დაეკითხოთ ხოლმე, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური ორგანო, მაგრამ ეს ის ორგანოა, რომელიც სამართლებრივ და კანონის შემოქმედების ფუნქციას ატარებს და ჩვენი საქმიანობა არ არის მხოლოდ პოლიტიკური, ეს პოლიტიკურ-სამართლებრივია.

თქვენ ხართ ის კაცი, რომელიც თქვენზე ბევრად უფროს კაცებსა და ქალებს მუთაქებს ეძახის, ეს არ არის კულტურის მომხრეობა, ეს არის უკულტურობა! შესაბამისად, ენა იმისთვის არ მიუცია ადამიანისთვის ღმერთს და მითუმეტეს კაცისთვის, რომ ყველაფერი ილაპარაკოს,“- განაცხადა წულუკიანმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ თორნიკე რიჟვაძე ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ცილისწამებისთვის საჩივარს შეიტანს.

„მე მჯერა, რომ ბატონი რიჟვაძე მოძებნის დროს, რომ თქვენს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანოს ცილისწამებაზე, იმიტომ, რომ თქვენ დანაშაულში ამხილეთ ის. ქრთამის აღება დანაშაულია და თუ აღმოჩნდება, რომ თქვენ ამის მტკიცებულება არ გაქვთ, შემდეგ მოგიწევთ ამის უარყოფა,“- განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, თორნიკე რიჟვაძეს ქრთამს თუ მისცემ, კორპუსს თავზე დაიდგამს და ისე ივლის, საერთოდ არ შეაწუხებს ნამუსი. როგორც ელისაშვილმა ბათუმის ბულვარში მიმდინარე მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობის საკითხზე საუბრისას აღნიშნა, როგორც ჩანს, ბათუმის მერია და საკრებულო ნომინალურია, უმაღლესი საბჭო კი საერთოდ არაფერს აკეთებს.

გაზიარება336

დაკავშირებული -პოსტები

შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
მთავარი

საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც დაიკავებს მამუკა მდინარაძე.   საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც დაიკავებს მამუკა მდინარაძე.  ...

დაწვრილებითDetails

ქვეყანა დენთის კასრზე ზის, სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა და იმედი მაქვს, პატრიარქის ხმას გავიგებთ – ფიქრია ჩიხრაძე

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
ივანიშვილის შექმნილი რუსული ყაიდის მმართველობითი სისტემა, რომელიც დაფუძნებულია შიშზე, იძულებაზე, ადამიანების კონტროლზე, ინგრევა, ამ ნგრევის დადასტურებაა განათლების მინისტრის უეცარი გადადგომა- ფიქრია ჩიხრაძე
მთავარი

ქვეყანა დენთის კასრზე ზის, სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა - საპატრიარქომ ამაზე ხმა უნდა ამოიღოს. იმედი მაქვს, პატრიარქის ხმას გავიგებთ, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ფიქრია ჩიხრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა...

დაწვრილებითDetails

შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო – აშშ-ის საელჩო საქართველოში

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუდმივი დარღვევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მიმდინარე ბრძოლას უსვამს ხაზს – ამერიკის საელჩო
მთავარი

ჩვენ შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო. სიცრუესა და მცდარ შეხედულებებზე საუკეთესო პასუხი მეტი სიტყვის თავისუფლებაა და არა იძულებით დამყარებული დუმილი, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოში...

დაწვრილებითDetails

MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა სიწმინდეების დასაცავად მოძრაობა დააფუძნა

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა  სიწმინდეების დასაცავად მოძრაობა დააფუძნა
მთავარი

MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად სიწმინდეების დასაცავად მოძრაობა დააფუძნა - ამის შესახებ განცხადება მან  საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. მათი თქმით, მოძრაობას "მყისიერი რეაგირება ექნება სიწმინდეების, წინაპრების, რელიგიისა და ისტორიის შეურაცხყოფაზე"...

დაწვრილებითDetails

„პოლიტიკურ საბოტაჟს „ენგურზე“ ვერ გამოვრიცხავ – რუსეთს ყველა ბერკეტი აქვს, რომ საქართველოში „ლოქდაუნი“ მოაწყოს“ – გია ხუხაშვილი

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
რა გადაწყვეტილებებს მიიღებს საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირი დამოკიდებულია იმაზე, რა იქნება აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოზიცია – ახალი წლის მერე ველოდები ნისლის მოშორებას, საით მიდის პროცესი – გია ხუხაშვილი
მთავარი

„პოლიტიკურ საბოტაჟს რუსეთის მხრიდან არ გამოვრიცხავ; „ლოქდაუნმა“ დიდწილად გადაფარა სასანქციო პოლიტიკა“ - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა ელექტროენერგიის წყვეტის მიზეზებზე საუბრისას განაცხადა. როგორც მანვე აღნიშნა, რუსეთს...

დაწვრილებითDetails

კრიპტოსაწარმოები ვამპირები არიან და ენერგოსისტემაზე დატვირთვას ქმნიან, ამის შედეგია გახშირებული ავარიები – რომან გოცირიძე

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
მოვუწოდებ პრეზიდენტს, ხვალ აიღეთ ბილეთი და წადით – იარეთ, იარეთ, როგორც დადიოდით „ქართული ოცნების“ და მტრის ჯინაზე – რომან გოცირიძე
მთავარი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომან გოცირიძე თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში კრიპტოვალუტის მოპოვების დაუყოვნებლივ აკრძალვას ითხოვს. „ეროვნული ბანკის“ ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, „კრიპტოსაწარმოები“ ქვეყნის ენერგოსისტემას ანგრევენ, სარგებლობენ დაუმსახურებელი საგადასახადო და ენერგეტიკული შეღავათებით და რეალურად მმართველი გუნდის ბიზნესკლანის...

დაწვრილებითDetails

შვილმა მამა მოკლა – ცხედარი კი საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა

by მეგა TV
ივლისი 24, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

კახეთში, შვილმა მამა მოკლა - გარდაცვლილს სასიკვდილო ჭრილობები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. შსს-ს ცნობით, შვილმა კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა. გამოძიებით დადგინდა, რომ სისხლიანი ანგარიშსწორება ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. სამართალდამცველებმა...

დაწვრილებითDetails

საქართველოს მთავრობასთან კავშირი პრაქტიკულად არ გვაქვს და არც მისი მხარდაჭერა გვსურს – გვსურს მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს – კაია კალასი

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
საქართველოსთან დაკავშირებით, დიპლომატური პასპორტებისთვის შეჩერებული გვაქვს უვიზო რეჟიმი – კაია კალასი
მთავარი

საქართველოს მთავრობასთან კავშირი პრაქტიკულად არ გვაქვს და არც მისი მხარდაჭერა გვსურს - გვსურს მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა...

დაწვრილებითDetails

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა და ეს ტრაგიკული მოვლენაა – რეზოლუციის ტექსტი შეფასებასაც არ იმსახურებს – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ივლისი 10, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა - ტექსტი შეფასებასაც არ იმსახურებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ „ჰააგის დეკლარაციას“ გამოეხმაურა, რომელიც...

დაწვრილებითDetails

“ქართული ოცნება ” ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას “პოლიტიკურ შურისძიებაში” ადანაშაულებს

by მეგა TV
ივლისი 8, 2026
0
“ქართული ოცნება ” ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას  “პოლიტიკურ შურისძიებაში” ადანაშაულებს
მთავარი

„ქართული ოცნების“ წევრი ლევან მახაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას საქართველოს საკითხზე „გადამოწმებული ფაქტების ნაცვლად პოლიტიკური ჰედლაინებით“ ხელმძღვანელობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. მისი მტკიცებით, ორგანიზაცია არჩევნებთან,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"